დე­და­ენ­ის დღეს სა­ზო­გა­დო­ებ­ას კი­დევ ერ­თხელ მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ სწო­რედ, რუ­სი­ფი­კა­ცი­ის 200 წლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია, რომ კავ­კა­სი­ურ ენ­ათა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა დღეს გაქ­რო­ბის საფ­რთხის წი­ნა­შეა. ეს, რო­ცა კავ­კა­სია თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით ან­ტი­კუ­რი დრო­იდ­ან აკ­ვირ­ვებ­და მსოფ­ლი­ოს და არ­აბ­ები მას ეძ­ახ­დნენ ენ­ათა მთას. ეს სიმ­დიდ­რეც ჩვე­ნი და­სა­ცა­ვია და ამ­ის­თვის მივ­მარ­თეთ იუნ­ეს­კოს, რა­თა კავ­კა­სი­ური ენ­ებ­ის დაც­ვის დღე გა­მო­აცხა­დოს“, — თქვა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი ენ­ის დღეს სა­ზო­გა­დო­ებ­ას სკო­ლა­ში არ­ჩე­ვი­თი მეგ­რუ­ლი და სვა­ნუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბის წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა.

პრე­ზი­დენ­ტი დღე­ვან­დელ დღეს უძ­ღვნის უკ­რა­ინ­ას, რო­მე­ლიც ომ­ობს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ.

„45 წლის წინ საბ­ჭო­თა წნე­ხის ქვეშ ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ შეძ­ლო და და­იც­ვა სა­ხელ­მწი­ფო ენა. დღეს უს­ას­ტი­კეს პი­რო­ბებ­ში უკ­რა­ინა იბ­რძვის სა­კუ­თა­რი მი­წის და სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სარ­ჩე­ნად და იბ­რძვის სა­კუ­თა­რი ენ­ის­თვის, ჩვენ მათ გვერ­დით ვდგა­ვართ და ვი­ცით რომ ას­ეთი მა­თი შე­მარ­თე­ბით შე­უძ­ლე­ბელ­საც შეძ­ლე­ბენ. ამ დღეს ვუძ­ღვნით მათ“, — აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.