„ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ერთ-ერ­თი წყა­რო, რო­მე­ლიც ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ზრდას ხელს უნ­და უწყობ­დეს და ში­და რე­სურ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევ­დეს, არ­ის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრი­ვა­ტი­ზე­ბის პრო­ცე­სი. შე­სა­ბა­მი­სად, გვქონ­და რამ­დე­ნი­მე მსხვილ ობი­ექ­ტზე შე­თან­ხე­ბა, რომ­ლე­ბიც უკ­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია აუქ­ცი­ონ­ებ­ზე და, მათ შო­რის, ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი — ეს არ­ის თბი­ლი­სის ცენ­ტრში, ყო­ფი­ლი ე.წ. „მი­ხა­ილ­ოვ­ის“ სა­ავ­ად­მყო­ფო“ — ამ­ის შე­სა­ხებ ვი­ცე-პრე­მი­ერ­მა, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინ­გზე გა­ნაცხა­და.

თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის N 60-ში მდე­ბა­რე ყო­ფილ „მი­ხა­ილ­ოვ­ის“ სა­ავ­ად­მყო­ფოს უფ­უნ­ქცი­ოდ დარ­ჩე­ნილ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებს ელ­ექ­ტრო­ნულ აუქ­ცი­ონ­ზე ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­აგ­ენ­ტო ყი­დის (აუქ­ცი­ონ­ის ბმუ­ლი — https://bit.ly/3v239W3). ობი­ექ­ტი ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ან­ში მდე­ბა­რე­ობს და გა­აჩ­ნია დი­დი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ალი. აუქ­ცი­ონ­ის საწყი­სი ფა­სი 16 მლნ ლარს შე­ად­გენს. საპ­რი­ვა­ტი­ზე­ბო პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ტე­რი­ტო­რი­აზე მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ური კომ­პლექ­სი, მათ შო­რის მუ­ზე­უმ­ები, ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ები, კა­ფე­ები და სხვა სა­ჯა­რო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ეწყო­ბა, რის­თვი­საც არ­ან­აკ­ლებ 30 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ას­ევე მოხ­დე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის სტა­ტუ­სის აღ­დგე­ნა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრი­ვა­ტი­ზე­ბის პრო­ცე­სი იყ­ოს თან­ხვედ­რა­ში ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვას­თან და ის­ეთი ტი­პის ინ­ვეს­ტი­ცი­ები გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რო­მე­ლიც არ­ის მჭიდ­რო კავ­შირ­ში, მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და ატ­რაქ­ცი­ის ახ­ალი ად­გი­ლე­ბის შექ­მნას­თან. ჩვენ გვსურს, რომ რე­ალ­ურ­ად, ქა­ლაქ­მა, რო­მელ­მაც უკ­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბის კუთხით იც­ვა­ლა იერი და რა­ზეც მე­რია მუ­შა­ობს ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ­ად, შევ­მა­ტოთ ას­ევე ის­ეთი ინ­იცი­ატ­ივ­ები, რო­მე­ლიც ჩვენს დე­და­ქა­ლაქს კი­დევ უფ­რო მიმ­ზიდ­ველს გახ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო რუ­კა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ამ­ოც­ანაა, რომ ის­ეთ ად­გი­ლას, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია დი­დია, გაჩ­ნდეს რო­გორც გა­სარ­თო­ბი, ას­ევე რეკ­რე­აცი­ული ად­გი­ლე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი, სა­მუ­ზე­უმო-სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ები, მათ შო­რის, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში“, — აღ­ნიშ­ნა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, თბი­ლი­სი ყო­ველ­თვის იყო სა­ხე­ლოვ­ნე­ბო მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრი, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იყო შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი მი­სი კულ­ტუ­რუ­ლი, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ტრა­დი­ცია და და­მა­ტე­ბით ის­ეთი ატ­რაქ­ცი­ები, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს ცნო­ბილ წარ­მო­მად­გენ­ლებს ჩა­მო­იყ­ვანს, იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

„აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ფუნ­ქცი­ურ­ად, ზუს­ტად ამ ობი­ექ­ტს — ყო­ფი­ლი „მი­ხა­ილ­ოვ­ის“ სა­ავ­ად­მყო­ფოს შე­ნო­ბას ჰქონ­დეს ახ­ალი, თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­ზე­უმ­ის­თვის სა­ჭი­რო სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცის სტა­ტუ­სი. ჩვენ გვქონ­და რამ­დე­ნი­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ინ­ვეს­ტორ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რამ­დე­ნი­მე გა­ნაცხა­დი შე­სუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ერ­ოვ­ნულ სა­აგ­ენ­ტო­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ლო­დე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბას აუქ­ცი­ონ­ზე და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნას“ — გა­ნაცხა­და ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­ნის­ტრმა.