გაემიჯნოს ქართული ხელოვნება რუსული ხელოვნების კატეგორიას საერთაშორისო აუქციონებზე – ამ შინაარსის პეტიციას, რომელიც სოციალური ქსელით ვრცელდება, ქართველები დიდი მონდომებით ხელს აწერენ.
პეტიციაში ნათქვამია:
ქართული ხელოვნების ნიმუშების მოთავსება საერთაშორისო სახელოვნებო აუქციონებზე მუდმივად რუსული ხელოვნების კატეგორიის ქვეშ ხდება. ეს ტენდენცია ჩრდილს აყენებს ქართული ხელოვნების უნიკალურ ბუნებას. ქართული ხელოვნება უნდა გაემიჯნოს რუსული ხელოვნების კატეგორიას.
პეტიცია იხილეთ ბმულზე: https://www.change.org/Separate Georgian Art from Russian Art Category at International Auctions