ბრი­ტა­ნულ ჟურ­ნალ სფექთეითორშიგა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია სა­თა­ურ­ით პუ­ტი­ნის პრე­ტო­რი­ან­ული გვარ­დი­აც კი მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დის, რო­მელ­შიც გან­ხი­ლუ­ლია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი „წმინ­და­თა წმინ­და“ სტრუქ­ტუ­რის — ერ­ოვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ჯა­რე­ბის („როს­გვარ­დი­ის“) მდგო­მა­რე­ობა და „გვარ­დი­ელ­თა“ გან­წყო­ბა.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

„გა­ნა შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ იფ­იქ­როს, რომ და­უნ­დო­ბე­ლი ავ­ტოკ­რა­ტი, რო­მე­ლიც თვლის, რომ და­სავ­ლეთს მი­სი დამ­ხო­ბა ხალ­ხის გა­მოს­ვლე­ბით სურს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ არ­ის თა­ვი­სი გვერ­დით მყო­ფი პრე­ტო­რი­ან­ული გვარ­დი­ის ერ­თგუ­ლე­ბა­ში? კრემ­ლი ხომ დი­დი ხა­ნია მი­იჩ­ნევს, რომ და­სავ­ლეთს ჯერ რუ­სე­თის იზ­ოლ­ირ­ება სურს, შემ­დეგ კი მი­სი [და­სავ­ლურ ყა­იდ­აზე] გარ­დაქ­მნა გა­რე­დან თავ­სმოხ­ვე­ული „ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ის“ ან ქვეყ­ნის შიგ­ნით შეგ­ზავ­ნი­ლი „ტრო­ას ცხე­ნის“ სტრა­ტე­გი­ით. კრემ­ლის იდეა იმ­აში მდგო­მა­რე­ობს, რომ სა­ხალ­ხო რე­ვო­ლუ­ცი­ები და ქუ­ჩის პრო­ტეს­ტე­ბი მო­ბი­ლიზ­დე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ იარ­აღ­ად „ბნე­ლი და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ით“ გა­და­იქ­ცე­ვა, სამ­ხედ­რო ძა­ლა კი მხო­ლოდ უკ­იდ­ურ­ეს სა­შუ­ალ­ებ­ად გა­მო­იყ­ენ­ება.

პოს­ტსაბ­ჭო­თა ავ­ტო­რი­ტა­რის წი­ნა­აღ­მდეგ აჯ­ან­ყე­ბა [ყა­ზა­ხეთ­ში], რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის გა­მო მომ­ხდა­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ები 2011-2013 წლებ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი სი­რი­ის [დიქ­ტა­ტო­რის წი­ნა­აღ­მდეგ], 2014 წლის „ევ­რო­მა­იდ­ანი“ უკ­რა­ინ­აში, ბე­ლა­რუ­სის დიქ­ტა­ტო­რის ალ­ექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მა­სობ­რი­ვი დე­მონ­სტრა­ცი­ები 2021 წელს… კრემ­ლის აზ­რით, არ­ცერ­თი ამ ჩა­მოთ­ვლილ მოვ­ლე­ნა­თა­გა­ნი თა­ვი­სით, ბუ­ნებ­რი­ვად არ მომ­ხდა­რა, არ ყო­ფი­ლა ორ­გა­ნუ­ლი რე­აქ­ცია კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და არ­ად­ემ­ოკ­რა­ტი­ული რე­ჟი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ყვე­ლა ის­ინი აშშ-ში, ლენ­გლი­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­აგ­ენ­ტოს (CIA) მი­ერ არ­ის მომ­ზა­დე­ბუ­ლი (ბრი­ტა­ნულ დაზ­ვერ­ვას MI6-ს კრემ­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში დიდ­სუ­ლოვ­ნად მხო­ლოდ დამ­ხმა­რე როლს აკ­ის­რებს).

ამ კონ­ტექ­სტში გა­საკ­ვი­რი არ უნ­და იყ­ოს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი წლო­ბით ემ­ზა­დე­ბო­და ე.წ. „მე­ხუ­თე კო­ლო­ნას­თან“ საბ­რძოლ­ვე­ლად. მზა­დე­ბის ერთ-ერ­თი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა გახ­და „როს­გვარ­დი­ის“, ანუ ერ­ოვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის შექ­მნა 2016 წელს, რო­ცა 180 ათ­ასი ად­ამი­ანი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­დან უს­აფ­რთხო­ებ­ის სამ­სა­ხუ­რის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მას სა­თა­ვე­ში გე­ნე­რა­ლი ვიქ­ტორ ზო­ლო­ტო­ვი ჩა­უყ­ენ­ეს, რო­მელ­საც ფაქ­ტი­ურ­ად ვე­რა­ვინ ხე­დავს.

ვიქ­ტორ ზო­ლო­ტო­ვი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პი­რა­დი მცვე­ლი იყო და ბან­დი­ტო­ბით ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. რო­ცა ოპ­ოზ­იცი­ურ­მა აქ­ტი­ვის­ტმა ალ­ექ­სი ნა­ვალ­ნიმ ერ­ოვ­ნულ გვარ­დი­აში („როს­გვარ­დი­აში“) კო­რუფ­ცი­ის ფაქ­ტე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბა და­იწყო, ვიქ­ტორ ზო­ლო­ტოვ­მა ვი­დე­ორ­გო­ლი ჩა­წე­რა, რო­მელ­შიც ალ­ექ­სი ნა­ვალ­ნი დუ­ელ­ში გა­მო­იწ­ვია და და­ემ­უქ­რა — „ფარ­შად გა­და­გაქ­ცე­ვო“. კაც­მა რომ თქვას, ვიქ­ტორ ზო­ლო­ტოვს „როს­გვარ­დი­ის“ მიღ­მა არ­ანა­ირი გავ­ლე­ნა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ აქ­ვს, არ ჰყავს მო­კავ­ში­რე­ები (ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის გარ­და, რო­მე­ლიც კი­დევ უფ­რო მე­ტი ბან­დი­ტუ­რი გა­დახ­რე­ბი აქ­ვს ზო­ლო­ტოვ­თან შე­და­რე­ბით), მას არც პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ერა არ ელ­ოდ­ება, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­რე­შე.

რუ­სე­თის ერ­ოვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან სწრა­ფი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სპე­ცი­ალ­ური რაზ­მი (СОБР), რო­მე­ლიც ფაქ­ტი­ურ­ად ში­ნა­გა­ნი ჯა­რი­სა და „ომ­ონ“-ის პა­რა­ლე­ლურ ქვე­და­ნა­ყოფს წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ის­ინი ით­ვლე­ბი­ან ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­საყ­რდე­ნად სახ­ლხო პრო­ტეს­ტე­ბის დროს. შე­სა­ბა­მი­სად, „როს­გვარ­დი­ელ­ებს“ ბო­ლო დრომ­დე პა­ტივს სცემ­დნენ და ან­ებ­ივ­რებ­დნენ — მა­ღა­ლი ხელ­ფა­სე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი, დი­დი ბი­უჯ­ეტი — ყვე­ლა­ფერს, რა­საც კი ვიქ­ტორ ზო­ლო­ტო­ვი ითხოვ­და, და­უყ­ონ­ებ­ლივ იღ­ებ­და.

მაგ­რამ უკ­რა­ინ­აში შეჭ­რამ ამ სიმ­ბი­ოზ­ზეც — „როს­გვარ­დი­აზ­ეც“ მო­ახ­დე­ნა ზე­გავ­ლე­ნა. ვლა­დი­მერ პუ­ტინს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰქონ­და, რომ უკ­რა­ინ­ის მთავ­რო­ბა პირ­ვე­ლი­ვე რყე­ვის შე­დე­გა­დაც და­ინ­გრე­ოდა, ხო­ლო მის ნაც­ვლად მა­რი­ონ­ეტ­ულ რე­ჟიმს შექ­მნი­და. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, უკ­რა­ინ­ელ­ტა უმ­რავ­ლე­სო­ბა არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას მორ­ჩი­ლად შეხ­ვდე­ბო­და და მას მომ­ხდარ ფაქ­ტად აღ­იქ­მი­და. და მა­ინც, ალ­ბათ, გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ ის­ეთი ად­ამი­ან­ებ­იც, რო­მე­ლიც მა­რი­ონ­ეტ­ულ რე­ჟიმს გა­აპ­რო­ტეს­ტებ­და და ამ­იტ­ომ­აც ერ­ოვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა ოლ­ქებ­ში შეკ­რე­ბი­ლი, შეჭ­რის ძა­ლებ­ში ჩარ­თეს (ანუ უკ­რა­ინ­აში რე­გუ­ლა­რულ არ­მი­ას­თან ერ­თად შე­ვი­და), ე.წ „სპე­ცო­პე­რა­ცი­ის“ დროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის და­სა­ცა­ვად.

რა თქმა უნ­და, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გეგ­მა უკ­რა­ინ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სწრაფ დამ­ხო­ბა­ზე არ გა­მარ­თლდა და ამ­იტ­ომ „როს­გვარ­დი­ელ­ები“ ომ­ის წი­ნა ხაზ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ: სამ­წუ­ხა­როდ, ის­ინი ამ­ის­ათ­ვის არც გაწ­რთვნი­ლე­ბი არ იყ­ვნენ და არც შეიარაღებულები. მა­თი და­ნა­კარ­გე­ბი ის­ეთ­ივე დრა­მა­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯა­რი­სა. შე­სა­ბა­მი­სად, სო­ცი­ალ­ური ქსე­ლე­ბი აჭ­რელ­და სა­ჩივ­რე­ბით, რომ მათ კრემ­ლი „სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად“ იყ­ენ­ებს.

ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ყვე­ლა­ფერ­მა რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის ყუ­რადღე­ბა მი­იპყრო, რო­ცა კრას­ნო­და­რელ­მა თორ­მეტ­მა „როს­გვარ­დი­ელ­მა“ უარი გა­ნაცხა­დეს უკ­რა­ინ­აში გაგ­ზავ­ნა­ზე და სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­იტ­ან­ეს იმ სა­ფუძ­ველ­ზე, რომ მათ მი­ერ და­დე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბი, მა­თი თან­ხმო­ბის გა­რე­შე, რუ­სე­თის საზღვრებს მიღ­მა გაგ­ზავ­ნას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„როს­გვარ­დი­ას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ზე მო­ულ­ოდ­ნე­ლი და სა­ოც­არი ფაქ­ტი იყო ვიქ­ტორ ზო­ლო­ტო­ვის მო­ად­გი­ლის — გე­ნე­რალ რო­მან გავ­რი­ლო­ვის და­პა­ტიმ­რე­ბა, საწ­ვა­ვის და­ტა­ცე­ბი­სა და სა­იდ­უმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის ბრალ­დე­ბით. თვი­თონ ვიქ­ტორ ზო­ლო­ტო­ვი, რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენ­ტთან მი­სას­ვლელ გზებს ეძ­ებ­და, მას­თან აუდი­ენ­ცი­ის მიზ­ნით, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ად­გი­ლე გა­ეთ­ავ­ის­უფ­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ, აშ­კა­რაა, რომ ვლდი­მერ პუ­ტინ­მა, რო­მელ­საც არ­ას­ას­ურ­ვე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი­დან თა­ვის არ­იდ­ებ­ის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქ­ვს, მას­თან სა­უბ­არი არ მო­ის­ურ­ვა.

მარ­თა­ლია, ჯერ-ჯე­რო­ბით ნა­ად­რე­ვია ე.წ. „სა­სახ­ლის გა­დატ­რი­ალ­ებ­აზე“ თუ სხვა მსგავს მოვ­ლე­ნა­ზე ლა­პა­რა­კი, რად­გა­ნაც კრემ­ლის უშ­იშ­რო­ებ­ის აპ­არ­ატი, ჩვე­ულ­ებ­რი­ვად, შთან­თქავს ხოლ­მე „გან­ტე­ვე­ბის ვა­ცებს“ და „მო­ღა­ლა­ტე­ებს“, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ რე­ჟიმს პრობ­ლე­მე­ბი აქ­ვს და ის რეპ­რე­სი­ებს მი­მარ­თავს.

ერ­ოვ­ნუ­ლი გვარ­დია კრემ­ლის წი­ნა ხა­ზის დამ­ცვე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­იტ­ის „მა­ნევ­რე­ბი­სა­გან“, ას­ევე სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტე­ბი­სა­გან. რა თქმა უნ­და, კრემ­ლის­თვის გაკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა მა­თი სიკ­ვდი­ლი უკ­რა­ინ­აში, მა­თი იმ­ედ­გაც­რუ­ება და გა­ბო­რო­ტე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გვარ­დი­ის დან­გრე­ვა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სათ­ვის სა­კუ­თა­რი სტრუქ­ტუ­რის დან­გრე­ვის სტრა­ტე­გია იქ­ნე­ბო­და.

თარ­გმნა სი­მონ კი­ლა­ძემ