ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა და მრა­ვალ­ხმი­ანი სიმ­ღე­რა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სა­ხელ­მწი­ფოს ძა­ლის­ხმე­ვით მხო­ლოდ ოთხ ქარ­თულ ცეკ­ვას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქ­ვს არ­ამ­ატ­ერი­ალ­ური კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი. ეს­ენია:

  1. ფერ­ხუ­ლი (2013 წ.), წარ­მდგე­ნი — სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე — კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმი;
  2. ხო­რუ­მი (2013 წ.) წარ­მდგე­ნი — ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ფოლ­კლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრი;
  3. აჭ­არ­ული გან­და­გა­ნას ხალ­ხუ­რი ნა­ირ­სა­ხე­ობ­ები (2019 წ.) წარ­მდგე­ნი — აჭ­არ­ის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის დაც­ვის სა­აგ­ენ­ტო;
  4. ცეკ­ვა ქარ­თუ­ლი (2020 წ.) წარ­მდგე­ნი — სა­ქარ­თვე­ლოს შო­თა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი.

ას­ევე, არ­ამ­ატ­ერი­ალ­ური კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი აქ­ვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქა­ლა­ქურ მრა­ვალ­ჟა­მი­ერს (2013 წ.) და ქარ­თულ გა­ლო­ბას (2021 წ.),

ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ან­ობ­ას მო­ცე­მუ­ლი სტა­ტუ­სი 2014 წელს მი­ენ­იჭა, 2020 წელს კი ერ­ოვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი გა­ნე­საზღვრა (2001 წელს UNESCO-ს მი­ერ აღი­არ­ებ­ულია, რო­გორც მსოფ­ლიო ხელ­თუქ­მნე­ლი შე­დევ­რე­ბის ერთ-ერ­თი ნი­მუ­ში, ხო­ლო 2008 წლი­დან UNESCO-ს არ­ამ­ატ­ერი­ალ­ური კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში არ­ის ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი).

თუმ­ცა, სო­ცი­ალ­ური ქსე­ლის მეშ­ვე­ობ­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­მელ­შიც ხელ­ყო­ფი­ლია სვა­ნუ­რი ცეკ­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უღ­ებ­ელი ფორ­მით, მოწ­მობს, რომ დაც­ვის ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი საკ­მა­რი­სი არ არ­ის.

სა­ხელ­მწი­ფოს მი­ზა­ნია, სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე იყ­ოს და­ცუ­ლი არა მხო­ლოდ ცეკ­ვე­ბი­სა და სიმ­ღე­რე­ბის გარ­კვე­ული ნა­წი­ლი, არ­ამ­ედ ყვე­ლა ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა იმ სტა­ტუ­სით, რაც კონ­კრე­ტუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის­ათ­ვის არ­ის შე­სა­ბა­მი­სი. ამ­ას­თან, იმ­ის­ათ­ვის, რომ არ­ამ­ატ­ერი­ალ­ური კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ელ­ემ­ენ­ტი UNESCO-ს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში იყ­ოს ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი, ჯერ უნ­და მოხ­დეს ერ­ოვ­ნულ დო­ნე­ზე მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი დამ­ცა­ვი სტა­ტუ­სის გან­საზღვრა. კერ­ძოდ, უნ­და მი­ენ­იჭ­ოს არ­ამ­ატ­ერი­ალ­ური კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი. შემ­დეგ უნ­და გა­ნე­საზღვროს ერ­ოვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი და მხო­ლოდ ამ­ის შემ­დეგ ხდე­ბა UNESCO-ს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში ძეგ­ლის ნო­მი­ნი­რე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 16 თე­ბერ­ვალს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სსიპ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის დაც­ვის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­აგ­ენ­ტოს არ­ამ­ატ­ერი­ალ­ური კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის საბ­ჭოს ახ­ალი შე­მად­გენ­ლო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რომ­ლის წი­ნა­შეც და­ის­მე­ბა მო­ცე­მუ­ლი სა­კითხი და სა­მი­ნის­ტროს სსიპ ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ფოლ­კლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრთან ერ­თად და­იწყე­ბა მუ­შა­ობა მო­ცე­მუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

პრე­სა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახ­ალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო