ქუ­თა­ის­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს USAID-ის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­ტერ ვიბ­ლე­რი დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად ეწ­ვია. დე­ლე­გა­ცია გა­ეც­ნო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის საქ­მი­ან­ობ­ას, და­ათ­ვა­ლი­ერა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქი, შეხ­ვდა სტუ­დენ­ტებს, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს ალ­ექ­სან­დრე თევ­ზა­ძეს, კან­ცლერს მაგ­და მაღ­რა­ძეს, მე­ნეჯ­მენ­ტის სკო­ლის ხელ­ძღვა­ნელს ნა­თია ზედ­გი­ნი­ძეს და მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უტ­ერ­ული მეც­ნი­ერ­ებ­ის სკო­ლის ხელ­მძღვა­ნელს რა­მაზ ბო­ჭო­რიშ­ვილს.
ქუ­თა­ის­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი USAID-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური უს­აფ­რთხო­ებ­ის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით, გრან­ტის ფარ­გლებ­ში, ახ­ორ­ცი­ელ­ებს პრო­ექ­ტს — „ინ­ფორ­მა­ცი­ული და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ური (ი.ს.ტ., ICT) გა­დაწყვე­ტე­ბი მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ალო სა­წარ­მო­ებ­ის­თვის (MSMEs)“. პრო­ექ­ტში ჩარ­თულ­მა სტუ­დენ­ტებ­მა დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი გა­აც­ნეს.

„დღეს უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ეწ­ვია ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს (USAID) დე­ლე­გა­ცია. ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ულ პარ­ტნი­ორ­თან, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა მო­იპ­ოვა აშშ-ის მთავ­რო­ბის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი გრან­ტი და სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის და ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­საც­ნო­ბად გვეწ­ვია USAID-ის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი. პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც USAID-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური უს­აფ­რთხო­ებ­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­ფი­ნან­სდა, მიზ­ნად ის­ახ­ავს კერ­ძო სექ­ტო­რის გაძ­ლი­ერ­ებ­ას და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში მათ­თვის ახ­ალი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნას. KIU-ს პრი­ორ­იტ­ეტი გახ­ლავთ კერ­ძო სექ­ტორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რე­გი­ონ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ჭრილ­ში მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ალო ბიზ­ნე­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა და ეს პრო­ექ­ტი სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა“, — აღ­ნიშ­ნა ქუ­თა­ის­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კან­ცლერ­მა მაგ­და მაღ­რა­ძემ.

„ეს ინ­იცი­ატ­ივა გა­აძ­ლი­ერ­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მდგრა­დო­ბას მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და აგ­რეთ­ვე სა­შუ­ალო, მცი­რე და მიკ­რო სა­წარ­მო­ებ­ის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ის გაზ­რდით. USAID მო­ხა­რუ­ლია, რომ მხარს უჭ­ერს სა­ქარ­თვე­ლოს კერ­ძო სექ­ტორ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტე­ბის უნ­არ-ჩვე­ვე­ბის პრო­ფე­სი­ონ­ალ­ურ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბა, რაც შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნე­სის სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის­თვის. — აღ­ნიშ­ნა პი­ტერ ვიბ­ლერ­მა, USAID სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა.
პრო­ექ­ტის — „ინ­ფორ­მა­ცი­ული და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ური (ი.ს.ტ.) გა­დაწყვე­ტე­ბი მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ალო სა­წარ­მო­ებ­ის­თვის“ მი­ზა­ნია ხე­ლი შე­უწყოს სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მოქ­მე­დი ბიზ­ნე­სე­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ური კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ის გაზ­რდას ინ­ფორ­მა­ცი­ული და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ური ცოდ­ნი­თა და უნ­არ­ებ­ით აღ­ჭურ­ვის გზით. ას­ევე, შეს­თა­ვა­ზოს ბიზ­ნე­სებს ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბის ის­ეთი ინ­ოვ­აცი­ური გა­დაწყვე­ტე­ბი და მიდ­გო­მე­ბი, რაც პირ­და­პირ მათ სა­ჭი­რო­ებ­ებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი.