ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადავ უკრაინელი ქალი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინიტრს ბორის ჯონსონს ემოციურად მიმართავდა:
„უკრაინელი ხალხი უიმედოდ სთხოვს დასავლეთს ჩვენი ცის დაცვას. ვითხოვთ უკრაინის ცა ფრენებისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადდეს“.
„უკრაინელი ქალები და ბავშვები ღრმა შიშში არიან ბომბებისა და რაკეტების გამო, რომლებიც ციდან ცვივა“, — თქვა დარია კალენიუკმა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმიის ძალები დიდი ხანია გასცდნენ ბრძოლის ველს და ახლა ისინი უკრაინაში საცხოვრებელ უბნებს და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ, მაინც მცირე შანსია, რომ დასავლეთი უკრაინის ცას ფრენებისთვის აკრძალულს გახდის.
— რა არის აკრძალული ზონა?
— საჰაერო აკრძალვის შემთხვევაში, დგინდება არეალი და მასზე ვერც ერთი თვითმფრინავი ვეღარ იფრენს. ძირითად შემთხვევებში მას მიმართავენ დაუცველი ტერიტორიის დასაცავდ, როგორებიცაა: სამეფო სასახლეები და რეზიდენციები, ხშირად იყენებენ სპორტული ღონისძიებების გამართვისას და ხალხმრავალი შეკრებების დროს.
სამხედრო კონტექსტში, ფრენის აკრძალვა განკუთვნილია იმისთვის, რომ აიცილონ თავდასხმა ან უკანონო დაზვერვა. ამის უზრუნველყოფა კი მხოლოდ სამხედრო საშუალებებით ხდება. თუ დადგენილ ზონას ვინმე დაარღვევს, პრევენციის მიზნით ხდება ამ თვითმფრინავის ჩამოგდება.
უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონა ნიშნავს, რომ სამხედრო ძალები, ამ შემთხვევაში, ნატოს ძალები, პირდაპირ მიიტანენ იერიშებს ნებისმიერ რუსულ თვითმფრინავსა თუ სხვა მფრინავ ობიექტზე.
— რატომ არ მიმართავს დასავლეთი ამას?
— ნატოს ძალების სწრაფი მოქმედების შედეგად საფრთხე გაიზრდება ომის ესკალაციის მხრივ.
გენერალი, რომელიც ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მეთაური იყო 2013 წლიდან 2016 წლამდე, თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის გამოცხადებას, „ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება იქნება“, — აცხადებს ფილიპ ბრიდლავი.
„ეს ომის ტოლფასია. თუ ჩვენ ვაპირებთ ფრენის აკრძალული ზონის გამოცხადებას, მტერს უნდა წავართვათ ცეცხლის გახსნის შესაძლებლობა, რაც გავლენას ვეღარ მოახდენს აკრძალულ ზონაზე“.
ბრიტანელი დეპუტატი ტობიას ელვუდი, რომელიც თავმჯდომარეობს თავდაცვის კომიტეტს, მხარს უჭერს ნაწილობრივი ან სრული ფრენის აკრძალული ზონის იდეას და მოუწოდებს ნატოს — ჩაერიოს მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილისა და სავარაუდო ომის დანაშაულებების აღკვეთის კუთხით.
მაგრამ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამორიცხა ორგანიზაციის მონაწილეობა ამ კონფლიქტში და ორშაბათს NBC-ის განუცხადა, რომ: „ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინაში შეჭრას არც სახმელეთო და არც საჰაერო გზით“.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა ნათლად განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ აპირებს უკრაინის თავზე აკრძალული ზონის შექმნას, რადგან რუსულ თვითმფრინავებთან შეჯახება გამოიწვევს „ომს ევროპაში”. BBC-ის რადიო 4-ის გადაცემა Today-ზე საუბრისას მან თქვა: „მე არ მოვუწოდებ ევროპას ომისკენ, მაგრამ მე დავეხმარები უკრაინას ქუჩისთვის ბრძოლაში ყველა იმ ტექნიკით, რაც შეგვიძლია მივაწოდოთ, ჩვენ ამით დავუჭერთ მხარს“.
შეერთებულმა შტატებმაც გამორიცხა ეს, იგივე მიზეზების გამო.
რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის დამატებით რისკს წარმოადგენს ბირთვული იარაღით პროვოცირება. ეს შიშები განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მან რუსეთის ბირთვული ძალები „სპეციალურ“ მზადყოფნაში მოაქცია.
ექპერტები ამბობენ, რომ პუტინის ეს ნაბიჯი სიგნალია ევროპისთვის და არა — იარაღის გამოყენების რეალური განზრახვა.
— გამოყენებულა თუ არა მსგავსი აკრძალული ზონები ადრე?
— სპარსეთის ყურის პირველი ომის შემდეგ, 1991 წელს, შეერთებულმა შტატებმა და კოალიციის პარტნიორებმა დააარსეს ორი ფრენის აკრძალული ზონა ერაყში, რათა თავიდან აეცილებინათ თავდასხმები გარკვეულ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებზე. ეს გაერო-ს მხარდაჭერის გარეშე გაკეთდა.
1992 წელს, ბალკანეთის კონფლიქტის დროს, გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრძალავს უნებართვო სამხედრო ფრენებს ბოსნიის საჰაერო სივრცეში.
გაეროს უშიშროების საბჭომ ასევე დაამტკიცა ფრენის აკრძალული ზონა ლიბიაში სამხედრო ინტერვენციის ფარგლებში 2011 წელს.
ბოსნიისა და ლიბიის ზონებს ნატოს ძალები იცავდნენ.
მოამზადა ლუკა ჯინჭარაძემ
წყარო – BBC — https://www.bbc.com/news/world-europe-60576443