„იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ კი­დევ ერ­თი და­პი­რე­ბა შე­ას­რუ­ლა, ჩვენ უკ­ვე გა­მო­ვე­ცით ჟურ­ნალ „იუს­ტი­ცი­ის“ პირ­ვე­ლი ნო­მე­რი. ჟურ­ნა­ლი იქ­ნე­ბა ხი­დი მეც­ნი­ერ­ებ­ასა და პრაქ­ტი­კას შო­რის, მის­ცემს ბევრ ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერს შე­საძ­ლებ­ლო­ბას — თა­ვი­სი ნა­აზ­რე­ვი გა­აც­ნოს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ას“, – ასე შე­აფ­ასა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა რა­ტი ბრე­გა­ძემ ჟურ­ნალ „იუს­ტი­ცი­ის“ პირ­ვე­ლი ნომ­რის გა­მოს­ვლა.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ორ­ენ­ოვ­ანი, ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი ჟურ­ნა­ლი „იუს­ტი­ცია“ (ლათ. IUSTITIA) გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ინ­იცი­ატ­ივ­ით და­არ­სდა. ის ყო­ველ­კვარ­ტა­ლუ­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ფე­რი­რე­ბა­დი და რე­ცენ­ზი­რე­ბა­დი გა­მო­ცე­მაა. მი­სი პირ­ვე­ლი ნომ­რის პრე­ზენ­ტა­ცია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­იმ­არ­თა.

გა­მო­ცე­მა სა­მარ­თლის სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკითხველს მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს. ქარ­თულ ენ­აზე პირ­ვე­ლად ქვეყ­ნდე­ბა ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი სა­მარ­თლის ფი­ლო­სო­ფოს ვილ­ჰელმ ზაუერის თხზუ­ლე­ბა — „სა­მარ­თლი­ან­ობა“, რო­მე­ლიც სპე­ცი­ალ­ურ­ად „იუს­ტი­ცი­ის­ათ­ვის“ ით­არ­გმნა. სა­ზო­გა­დო­ებ­ის ფარ­თო წრი­სათ­ვის ნაკ­ლე­ბად არ­ის ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის სე­ნა­ტის ხელ­მძღვა­ნელ და­ვით ხელ­თუფ­ლიშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­აც, მის დღემ­დე უც­ნობ ფო­ტოს კი მკითხვე­ლი პირ­ვე­ლად ამ ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლებ­ზე იხ­ილ­ავს.

სტა­ტი­ები მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თე­მა­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ეხ­ება რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მარ­თლის აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებს, ისე სა­მარ­თლის კლა­სი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლებ­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ონ­ალ­იზ­მის მიღ­წე­ვებს, პუბ­ლი­კა­ცი­ები ხელს უწყობს სა­მარ­თლის ცალ­კე­ული დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და იურ­იდი­ულ სა­კითხებ­ზე აკ­ად­ემი­ური დის­კუ­სი­ის გაღ­რმა­ვე­ბას.