გვე­სა­უბ­რე­ბა სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე, პრო­ფე­სო­რი და­ვით ნარ­მა­ნია

 

— დღეს, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა დი­დი დო­ზით მი­ეწ­ოდ­ება აუდ­იტ­ორი­ას და რამ­დე­ნი­მე მე­დი­ას­აშუ­ალ­ებ­ის მი­მართ აგ­რე­სი­აც კი გაჩ­და, რას ურ­ჩევთ მე­დი­ას­აშუ­ალ­ებ­ებს, რამ­დე­ნად უნ­და ვაქ­ცი­ოთ მეც­ნი­ერ­ები აზ­რის ლი­დე­რე­ბად?

— პო­ლი­ტი­კამ და­ღა­ლა ხალ­ხი, თუმ­ცა მე­დი­ის­თვის მა­ინც პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ობა, პო­ლი­ტი­კუ­რი ტა­ლა­ხის სრო­ლა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე სა­მეც­ნი­ერო მიღ­წე­ვე­ბი. მხო­ლოდ ცალ­კე­ულ ბეჭ­დურ მე­დი­ას­აშუ­ალ­ებ­ებ­სა და სა­აგ­ენ­ტო­ებ­ში ვხვდე­ბით მა­სა­ლებს წარ­მა­ტე­ბულ ახ­ალ­გაზ­რდა სტუ­დენ­ტებ­ზე, რომ­ლებ­მაც 100%-იანი გრან­ტი მო­იპ­ოვ­ეს და საზღვარ­გა­რე­თის წარ­მა­ტე­ბულ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში ჩა­აბ­არ­ეს, ან, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან კომ­პა­ნი­აში, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ასა თუ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­საქ­მდნენ. არ­ადა, სწო­რედ ამ­გვა­რი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია უნ­და მოხ­დეს, რომ სხვე­ბი, მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბი, უფ­რო მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დნენ და საქ­მე­ზე, სწავ­ლა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტირ­დნენ. პო­ლი­ტი­კა ცუ­დი არ არ­ის, არ­აფ­ერს ვერ­ჩი პო­ლი­ტი­კო­სებს, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უნ­და იყ­ვნენ და სხვა ად­ამი­ან­ები პო­ლი­ტი­კით არ უნ­და და­იღ­ალ­ონ.

– მე­დია ამ­ბობს, რომ ეს არ­ის სა­ზო­გა­დო­ებ­ის დაკ­ვე­თა და იმ­იტ­ომ ვიქ­ცე­ვით ასეო. თქვე­ნი აზ­რით, არ­ის ეს სა­ზო­გა­დო­ებ­ის დაკ­ვე­თა?

— მე მგო­ნი — არა! ბევ­რი ტე­ლე­ვი­ზორს არც უყ­ურ­ებს, მათ შო­რის მეც – პრაქ­ტი­კუ­ლად აღ­არ ვუ­ყუ­რებ ტე­ლე­ვი­ზორს და სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მებს, რად­გან ძა­ლი­ან მო­საწყე­ნი და არ­აფ­რის­მთქმე­ლი გახ­და. თუ დრო მაქ­ვს, უფ­რო შე­მეც­ნე­ბით და ან­ალ­იტ­იკ­ურ გა­და­ცე­მებს ვა­დევ­ნებ თვალს.