„პა­რაგ­რაფ შეკ­ვე­თი­ლის“ დო­ნის $ 69 მი­ლი­ონ­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სას­ტუმ­რო აბ­ას­თუ­მან­ში შენ­დე­ბა

აბ­ას­თუ­მან­ში სას­ტუმ­რო Autograph Collection-ის მშე­ნებ­ლო­ბა 2023 წელს დას­რულ­დე­ბა. სა­უბ­არია Marriott International-ის უმ­აღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის ბრენ­დზე – ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ბიზ­ნეს­პარ­ტნი­ორი“ ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დს ესა­უბ­რა. რო­გორც ფონ­დში ამ­ბო­ბენ, პრო­ექ­ტის ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჯა­მუ­რი მო­ცუ­ლო­ბა 69 მლნ დო­ლა­რია. სას­ტუმ­რო იგ­ივე სეგ­მენ­ტზეა გათ­ვლი­ლი, რა­ზეც „პა­რაგ­რაფ შეკ­ვე­თი­ლი“.

ცნო­ბის­თვის, 150 ნომ­რი­ან სას­ტუმ­რო­ში — Autograph Collection — თავ­მოყ­რი­ლი იქ­ნე­ბა სპა, აუზი, რეს­ტო­რა­ნი, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი, ტე­რა­სა 360 გრა­დუ­სი­ანი ხე­დით და ა.შ. წიწ­ვო­ვა­ნი ტყით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი სას­ტუმ­რო 20 000 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვეთ­ზე გან­თავ­სდე­ბა.

http://guriismoambe.com/

 

რა ბე­დი ეწია 2011 წელს ან­აკ­ლი­ის პორ­ტის­თვის გა­მო­ყო­ფილ 1.5 მლნ ლარს?

სა­ერ­თოდ რას უპ­ირ­ებთ ან­აკ­ლი­ის პორ­ტს? – ამ კითხვით მი­მარ­თა „ნა­ცი­ონ­ალ­ური მოძ­რა­ობ­ის“ წევ­რმა, დე­პუ­ტატ­მა ანა წით­ლი­ძემ ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრ ლა­შა ხუ­ციშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტში სიტყვით გა­მოს­ვლი­სას.

„თქვენ ხართ სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ვა­ში ან­აკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­თან ან­აკ­ლი­ის არ­ას­წო­რი პო­ლი­ტი­კის გა­მო, რო­მე­ლიც ბი­უჯ­ეტს უჯ­დე­ბა მი­ლი­ონ­ობ­ით ლა­რი. მაგ­რამ თუ ეს და­ვა სა­ქარ­თვე­ლომ წა­აგო, ინ­ვეს­ტო­რე­ბი ჩვენ გვე­და­ვე­ბი­ან, ას­ევე, უკ­ვე გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ ინ­ვეს­ტი­ცი­ას, 80 მი­ლი­ონს და სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უჯ­ეტს და­მა­ტე­ბით ას­ობ­ით მი­ლი­ონი ლა­რის გა­დახ­და მო­უწ­ევს.

2021 წელს ბი­უჯ­ეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გქონ­დათ 1.5 მლნ ლა­რის და­ხარ­ჯვა ან­აკ­ლი­ის პორ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით. რა ბე­დი ეწია ამ თან­ხას? ზუს­ტად ამ­დე­ნი­ვე თან­ხა გაქ­ვთ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 2022 წლის ბი­უჯ­ეტ­ში და მა­ინ­ტე­რე­სებს — რას უნ­და მოხ­მარ­დეს ეს თან­ხა? ას­ევე, 2021 წელს 10 მი­ლი­ონი ლა­რის და­ხარ­ჯვა იყო და­გეგ­მი­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის და რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტებ­ზე, მა­ინ­ტე­რე­სებს — რა ბე­დი ეწია ამ თან­ხას? სა­ერ­თოდ, რას უპ­ირ­ებთ ან­აკ­ლი­ის პორ­ტს?“ – მი­მარ­თა ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრს წით­ლი­ძემ.

მი­ნის­ტრის თქმით, გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა იხ­არ­ჯე­ბა იმ­ის­თვის, რომ მოხ­დეს ახ­ალი პი­რო­ბე­ბით ტენ­დე­რის გა­მოცხა­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაოების და­ფი­ნან­სე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უბ­არია მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შაოებზე, რა­თა მოხ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტენ­დე­რის გა­მოცხა­დე­ბა.

„რაც შე­ეხ­ება გზის და რკი­ნიგ­ზის მიყ­ვა­ნას, სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ, რომ რო­გორც კი პრო­ექ­ტი საწყის ეტ­აპ­ზე იქ­ნე­ბა, თან­ხებს მო­ვი­ძი­ებთ იმ­ის­თვის, რომ ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან შეს­რულ­დეს. ამ ნა­წილ­ში ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შეს­რულ­დე­ბა იმ­აზე ად­რე, ვიდ­რე პრო­ექ­ტით ამ­ის სა­ჭი­რო­ება დად­გე­ბა“, – გა­ნაცხა­და ლა­შა ხუ­ციშ­ვილ­მა.

http://guriismoambe.com/

 

სა­საფ­ლა­ობ­ის ძარ­ცვის მო­რი­გი ფაქ­ტი ლან­ჩხუთ­ში

ლან­ჩხუთ­ში სა­საფ­ლა­ობ­ის გა­ძარ­ცვის მო­რი­გი ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. ამ­ჯე­რად სო­ფელ ლე­სა­შია საფ­ლა­ვე­ბი გა­ძარ­ცვუ­ლი.

ად­გი­ლობ­რივ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ებ­ით, ტო­ნამ­დე სხვა­დას­ხვა სა­ხის ლი­თო­ნია საფ­ლა­ვე­ბი­დან წა­ღე­ბუ­ლი. მა­თი­ვე თქმით, ათ­ამ­დე საფ­ლა­ვია გა­ძარ­ცვუ­ლი და და­ზი­ან­ებ­ული.

„ჩე­მი სოფ­ლის სა­საფ­ლა­ოზე ათ­ამ­დე საფ­ლა­ვი გა­ძარ­ცვეს რამ­დე­ნი­მე დღის წინ (ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი). ას­ევე, გა­ძარ­ცვუ­ლია ბე­ბი­აჩ­ემ­ის საფ­ლა­ვი (ალ­უმ­ინ­ის ღო­ბე), რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. მეს­მის, რომ ად­ამი­ან­ებს უჭ­ირთ, თუმ­ცა, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ად­ამი­ანი, რო­მე­ლიც პურს ვერ ყი­დუ­ლობს, ათ­ამ­დე საფ­ლავს ძარ­ცვავ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ვინც ეს ჩა­იდ­ინა (სა­ვა­რა­უდ­ოდ, ჯგუფ­მა), ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად მოქ­მე­დებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, არ მაქ­ვს იმ­ედი, რომ ეს სულ­მდა­ბა­ლი, უღ­ირ­სი ად­ამი­ან­ები შე­სა­ბა­მის სას­ჯელს მი­იღ­ებ­ენ“, — წერს ფე­ის­ბუქ­გვერ­დზე მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე.

წა­ღე­ბუ­ლია საფ­ლა­ვე­ბის ღო­ბე­ები, ალ­უმ­ინ­ის და სხვა მე­ტა­ლის კონ­სტრუქ­ცი­ები, დამ­ტვრე­ული და გა­ძარ­ცვუ­ლია მთლი­ან­ად სა­საფ­ლაო.

https://gurianews.com/

 

„ეს ჩე­მი სოფ­ლის გზაა და ნუ­რა­ვის გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ „ოც­ნე­ბა­ზე“ კარ­გს არ­აფ­ერს ვიტყვი“

„ეს ჩე­მი სოფ­ლის გზაა და ნუ­რა­ვის ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ „ოც­ნე­ბა­ზე“ კარ­გს არ­აფ­ერს ვიტყვი. ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო იწყე­ბა ამ ქუ­ჩი­დან და ამ წერ­ტი­ლი­დან. მი­უხ­ედ­ავ­ად ბევ­რი და­პი­რე­ბი­სა, ეს გზა ის­ევ ამ დღე­შია“, — ამ პოს­ტს ვი­დე­ოს­თან ერ­თად სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში ჩო­ხა­ტა­ურ­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შუ­აფ­არ­ცხმის მცხოვ­რე­ბი და­ვით ბე­რიშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც „გუ­რია ნი­უსს“ აღ­ნიშ­ნუ­ლი უბ­ნის მცხოვ­რებ­ლებ­მა უთხრეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ვე­ლი ცვლი­ლე­ბი­სას თუ მო­სახ­ლე­ობ­ას­თან შეხ­ვედ­რი­სას სა­უბ­არია სოფ­ლის ში­და გზე­ბის სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ობ­აზე. მა­თი თქმით, შეხ­ვედ­რა და სა­უბ­არი მუ­დამ და­პი­რე­ბით სრულ­დე­ბა, თუმ­ცა, „გზა იმ­აზე უარ­ეს მდგო­მა­რე­ობ­აშია, ვიდ­რე აქ­ამ­დე იყო“.

„და­ვი­ღა­ლეთ ამ­დე­ნი თხოვ­ნა-მუ­და­რით. ჩვე­ულ­ებ­ის­ამ­ებრ, დას­ჭირ­დე­ბათ სოფ­ლი­დან ხმე­ბი, მოვ­ლენ და დაგ­ვპირ­დე­ბი­ან — ასე ვი­ზამთ, ისე ვი­ზამ­თო და წავ­ლენ. ჩვენც ვართ იმ­ედი­ან­ად. წლე­ბი გა­ვი­და ამ და­პი­რე­ბებ­ში და გზა, რომ­ლის გა­კე­თე­ბა­საც თით­ქმის მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ვითხოვთ, უარ­ეს დღე­შია. ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბას ვინ­ღა ამ­ბობს, მან­ქა­ნი­თაც ჭირს. ბავ­შვე­ბი ცხოვ­რო­ბენ, სკო­ლა­ში და­დი­ან, სახ­ლი­დან სკო­ლამ­დე თუ წვი­მაა ან ნაწ­ვი­მა­რია, ტა­ლახ­ში ამ­ოს­ვრი­ლე­ბი მი­დი­ან. რა ვქნათ? — გვითხრას ვინ­მემ. ჩვენ არ ვე­კუთ­ვნით ჩო­ხა­ტა­ურს?! თუ არ ვე­კუთ­ვნით, გვითხრან და გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ არ უნ­და ვე­ლო­დოთ მა­გათ­გან არ­აფ­ერს“, — ამ­ბო­ბენ „გუ­რია ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას იმ უბ­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც და­ვით ბე­რიშ­ვი­ლი წერს.

სო­ფელ შუ­აფ­არ­ცხმის აღ­ნიშ­ნუ­ლი უბ­ნის მცხოვ­რებ­თა პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით „გუ­რია ნი­უსი“ ჩო­ხა­ტა­ურ­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერს და­ვით შა­რა­ში­ძეს ესა­უბ­რა. შა­რა­ში­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნულ გზას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­პი­რე­ბა არ გა­უცია, თუმ­ცა, მაქ­სი­მა­ლურს გა­აკ­ეთ­ებს მო­სახ­ლე­ობ­ის და­სახ­მა­რებ­ლად.

„ჩვენ­გან ამ გზას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­პი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მი­ვალ, ვნა­ხავ — რა მდგო­მა­რე­ობაა, შე­ვის­წავ­ლი სა­კითხს და მაქ­სი­მა­ლურს გა­ვა­კე­თებ, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ობა კმა­ყო­ფი­ლი იყ­ოს“, — გვითხრა და­ვით შა­რა­ში­ძემ.

https://gurianews.com/

 

გა­რე­მოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი და­ან­გა­რიშ­დე­ბა – ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა მტკვარ­ში ჩაღ­ვრილ ბი­ტუმ­ზე

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მდი­ნა­რე მტკვარ­ში ჩაღ­ვრი­ლი ბი­ტუ­მის შემ­დეგ სპე­ცი­ალ­ის­ტებ­მა წყლის სინ­ჯე­ბი აიღ­ეს. მი­სი შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­რე­მო­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი და­ით­ვლე­ბა.

„ახ­ალ­ცი­ხე-ახ­ალ­ქა­ლა­ქის გზატ­კე­ცილ­ზე თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­დაბ­რუნ­და, შე­დე­გად ბი­ტუ­მი და­იღ­ვა­რა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია რო­გორც მი­წის, ისე მდი­ნა­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა. დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ული სამ­მარ­თვე­ლოს ინ­სპექ­ტო­რებ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­ული კვლე­ვის მიზ­ნით ად­გილ­ზე აიღ­ეს შე­სა­ბა­მი­სი სინ­ჯე­ბი. ლა­ბო­რა­ტო­რი­ული კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით და­ან­გა­რიშ­დე­ბა გა­რე­მო­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ან­ის ოდ­ენ­ობა“, – წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბის­ვე გან­ცხა­დე­ბით, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ერ შედ­გა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ ოქ­მი, სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 52-ე მუხ­ლი­თა (მი­წის და­ბინ­ძუ­რე­ბა, დეგ­რა­და­ცია ან სხვაგ­ვა­რი გა­უვ­არ­გი­სე­ბა) და 58-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (წყლის ობი­ექ­ტე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა, და­ნაგ­ვი­ან­ება, წყლის ობი­ექ­ტებ­ში ნარ­ჩე­ნე­ბი­სა და სხვაგ­ვა­რი ნა­ყა­რის ჩაყ­რა).

https://gurianews.com/

 

თქვენ ხომ არ გცი­ვათ კა­ბი­ნეტ­ში ბა­ტო­ნო გი­ორ­გი? – ზა­რი ოზ­ურ­გე­თის მე­რის მო­ად­გი­ლეს­თან ყვა­ვი­ლე­ბის ბაზ­რო­ბი­დან

„არ­ჩევ­ნე­ბი დას­რულ­და და მას შემ­დეგ ერ­თი ად­ამი­ან­იც კი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და არ უკ­ითხავს — თუ რა მდგო­მა­რე­ობ­აში ვართ. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ და­პი­რე­ბე­ბი­სა, რა­საც ის­ინი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე იძ­ლე­ოდ­ნენ, მე­რი­იდ­ან ერ­თი ად­ამი­ან­იც კი არ მო­სუ­ლა და არ უკ­ითხავს, ის­ევ ქუ­ჩა­ში რა­ტომ ვართ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი. ის­იც კი არ იკ­ად­რეს, რომ შუ­ქი გა­მო­ეყ­ვა­ნათ ჩვენ­თვის და აქ სიბ­ნე­ლე­ში არ ვმჯდა­რი­ყა­ვით“, – ამ­ბო­ბენ „გუ­რი­ის მო­ამ­ბეს­თან“ ოზ­ურ­გეთ­ში, ფოლ­კლო­რის ცენ­ტრის წინ მდე­ბა­რე ყვა­ვი­ლე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე მო­ვაჭ­რე ქალ­ბა­ტო­ნე­ბი.

და­ახ­ლო­ებ­ით 12 ად­ამი­ანი, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ღია ცის ქვეშ ვაჭ­რობს. მათ სა­ხელ­და­ხე­ლოდ აქ­ვთ გა­და­ხუ­რუ­ლი ბაზ­რო­ბა და ზაფხულ­შიც და ზამ­თრის სი­ცი­ვე­შიც სწო­რედ ას­ეთ პი­რო­ბებ­ში არი­ან. გა­რე­მო­ვაჭ­რე­ები ჩვენ­თან იმ და­პი­რე­ბებს იხ­სე­ნებ­დნენ, რა­საც პი­რა­დად ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე მათ არა­ერ­თხელ შეჰ­პირ­და:

„და­ახ­ლო­ებ­ით სამ­ჯერ იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი ჩვენ­თან. ეს ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ხდე­ბო­და. გვახ­სოვს ბა­ტო­ნი თა­ლაკ­ვა­ძე რო­გორ დაგ­ვპირ­და, რომ რო­გორც თბი­ლის­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ან­ზე არ­ის ლა­მა­ზი შე­ნო­ბა ყვა­ვი­ლე­ბით მო­ვაჭ­რე­ებ­ის­თვის, სწო­რედ ის­ეთ შე­ნო­ბას გა­გი­კე­თებთ ოზ­ურ­გეთ­შიო და ხალ­ხი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ გვი­რე­კავ­და და გვი­ლო­ცავ­და. შუქ­საც გვპირ­დე­ბოდ­ნენ, ად­ამი­ან­ურ პი­რო­ბებ­საც გვპირ­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ უკ­ვე რამ­დე­ნი ხა­ნია, დღემ­დე არ­ავ­ის უკ­ითხავს ჩვე­ნი ამ­ბა­ვი“, — იხ­სე­ნებს ქალ­ბა­ტო­ნი.

ერთ-ერ­თი გა­რე­მოვ­ჭრე იმ­ას­აც გვიყ­ვე­ბა, თუ რა შე­დე­გი გა­მო­იღო მე­რის მო­ად­გი­ლეს­თან — გი­ორ­გი ღურ­ჯუ­მე­ლი­ძეს­თან და­რეკ­ვამ:

„რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რო­დე­საც ძლი­ერი ქა­რი და თოვ­ლი იყო, პი­რა­დად და­ვუ­რე­კე გი­ორ­გი ღურ­ჯუ­მე­ლი­ძეს, მე­რის მო­ად­გი­ლეს და ტე­ლე­ფონ­ზე რომ მი­პა­სუ­ხა, ვკითხე — ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, თბი­ლად ხომ ზი­ხართ კა­ბი­ნეტ­ში-თქო. გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა მკითხა — ვინ ბრძან­დე­ბით ქალ­ბა­ტო­ნოო? ვუთხა­რი — ერთ-ერ­თი ყვა­ვი­ლე­ბით გა­რე­მო­ვაჭ­რე ვარ, რო­მელ­საც თქვენ ყვე­ლა­ნა­ირ სი­კე­თეს დაჰ­პირ­დით. ეს და­გა­ვიწყდათ, მაგ­რამ, რაც მთა­ვა­რია, თქვენ ხომ ზი­ხართ თბილ კა­ბი­ნეტ­ში? მა­შინ თით­ქოს ძა­ლი­ან შე­წუხ­და, მაგ­რამ იმ­ის შემ­დეგ რამ­დენ­ჯე­რაც ვცა­დე და­კავ­ში­რე­ბა, სულ გა­მორ­თუ­ლი აქ­ვს. ეტყო­ბა, არ­ას­ას­ურ­ვე­ლი ნო­მე­რი დაბ­ლო­კა. აი, ას­ეთ სი­ტუ­აცი­აში ვართ“, — გვიყ­ვე­ბა გა­რე­მო­ვაჭ­რე.

გა­რე­მო­ვაჭ­რე­ები უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ იმ­ის გა­მო, რომ ის­ინი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­მო­იყ­ენ­ეს, შემ­დეგ კი არა­ად­ამი­ან­ურ­ად ზურ­გი აქ­ცი­ეს და და­ივ­იწყეს.

ცნო­ბის­თვის, ყვა­ვი­ლე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე და­ახ­ლო­ებ­ით 12 ქალ­ბა­ტო­ნი არ­ის და­საქ­მე­ბუ­ლი. ის­ინი სამ წელ­ზე მე­ტია, თით­ქმის შუა ქუ­ჩა­ში სხე­დან და მათ­თვის, მი­უხ­ედ­ავ­ად უამ­რა­ვი და­პი­რე­ბი­სა, ჯერ ვერ­ცერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ მო­იც­ალა. ამ ად­ამი­ან­ებ­ის­თვის ად­ამი­ან­ური პი­რო­ბე­ბის შექ­მნა­ზე, სა­ვა­რა­უდ­ოდ, არც ახ­ალი მე­რი ფიქ­რობს.

http://guriismoambe.com/archives/62612

 

„შინ­საქ­მე ვაქ­ცი­ოთ პრო­ფე­სი­ად“ – პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია ოზ­ურ­გე­თის საკ­რე­ბუ­ლო­ში

ოზ­ურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­ში ქალ­თა გაძ­ლი­ერ­ებ­ისა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახ­ალი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლეს. საკ­რე­ბუ­ლოს გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის საბ­ჭოს წი­ნა­შე „ქალ­თა ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში“-სა და ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი – „შინ­საქ­მე ვაქ­ცი­ოთ პრო­ფე­სი­ად“ — არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­ისა და ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრი) პო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯერ­მა ნა­ნა სი­ხა­რუ­ლი­ძემ წა­რად­გი­ნა. პრო­ექ­ტი მიზ­ნად ის­ახ­ავს ოზ­ურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი მოწყვლა­დი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქა­ლე­ბის, მათ შო­რის, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თე­მის ქალ­თა ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის გა­მოკ­ვლე­ვას, მა­თი უნ­არ­ებ­ის გაძ­ლი­ერ­ებ­ას და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბას. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ პრო­ექ­ტის ბე­ნე­ფი­ცი­არი ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც, ამ ეტ­აპ­ზე, უკ­ვე მის­დე­ვენ შინ­საქ­მეს და, შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ვთ სურ­ვი­ლი და მო­ტი­ვა­ცია, რომ მა­თი საქ­მე უფ­რო მე­ტი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სარ­გებ­ლო­ბის მომ­ტა­ნი გახ­დეს მა­თი ოჯ­ახ­ებ­ის­თვის. ოზ­ურ­გე­თის საკ­რე­ბუ­ლო­სა და არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­ისა და ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრ სი­პი­სის“ შო­რის გა­ფორ­მდა ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი.

http://guriismoambe.com/archives/62612

 

ოზ­ურ­გე­თის „მერ­ცხა­ლის“ მთა­ვარ მწვრთნე­ლად და­ვით სურ­გუ­ლა­ძე ინ­იშ­ნე­ბა

რო­გორც „გუ­რი­ის მო­ამ­ბის­თვის“ ექ­სკლუ­ზი­ურ­ად ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, ოზ­ურ­გე­თის „მერ­ცხა­ლის“ მთა­ვარ მწვრთნე­ლად და­ვით სურ­გუ­ლა­ძე ინ­იშ­ნე­ბა. ჩვენ­თვის მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ პოს­ტზე სურ­გუ­ლა­ძის და­ნიშ­ვნა უკ­ვე გა­დაწყვე­ტი­ლია. რო­გორც ჩვენ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­არ­ში თა­ვად ბა­ტო­ნი და­ვი­თი აცხა­დებს, მას­თან აღ­ნიშ­ნულ სა­კითხზე სა­უბ­არი ნამ­დვი­ლად შედ­გა, თუმ­ცა გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უღია და ფიქ­რის­თვის რამ­დე­ნი­მე დღე სჭირ­დე­ბა. ცნო­ბის­თვის, 36 წლის და­ვით სურ­გუ­ლა­ძე ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, ის ამ­ჟა­მად კლუბ „მერ­ცხალ­ში“ 12-13 წლის ბავ­შვებ­თან მუ­შა­ობს.

http://guriismoambe.com/archives/62612