გვე­სა­უბ­რე­ბა აკ­ად­ემ­იკ­ოსი რის­მაგ გორ­დე­ზი­ანი

რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ინ­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დაწყე­ბუ­ლია. ამ მას­შტა­ბუ­რი აგ­რე­სი­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, უკ­რა­ინა მა­ინც მი­უჯ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას, თუნ­დაც იმ­იტ­ომ, რომ გრძნობს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ომ­ის შე­ჩე­რე­ბა სურს. რო­გორ შე­აფ­ას­ებთ ამ ნა­ბიჯს?

— ეს არ­ის გო­ნივ­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბა, რად­გან უკ­რა­ინ­ას დი­დი იმ­ედი არ აქ­ვს, რომ ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას რუ­სე­თი ად­ეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა. რო­გორც უკ­რა­ინ­ის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნაცხა­და, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დას­ხდო­მის თა­ობ­აზე გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი არ­ის ის, რომ უკ­რა­ინ­ელ­ებს არ ჰქონ­დეთ შეგ­რძნე­ბა, რომ ომ­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად ყვე­ლა ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გეს. ჩე­მი აზ­რით, პრე­ზი­დენ­ტი სწო­რად და ლო­გი­კუ­რად იქ­ცე­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე რომ მომ­ხდა­რი­ყო, ჩვე­ნი ოპ­ოზ­იცი­ის და სა­ზო­გა­დო­ებ­ის ნა­წი­ლის შემ­ყუ­რე, სა­კითხი დად­გე­ბო­და შემ­დეგ­ნა­ირ­ადრო­გორ შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთს მო­ელ­აპ­არ­აკო, ამ­ას რომ აკ­ეთ­ებ, ესე­იგი პრო­რუ­სი ხარ, პუ­ტი­ნის მო­ნა ხარ და .

— სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თვე­ლე­ბი ემ­ოცი­ური ხალ­ხი ვართ, რაც ზოგ­ჯერ გა­და­დის ემ­ოცი­ურ კრე­ტი­ნიზ­მში. ეს ჰგავს ას­ეთ რა­მეს – ვთქვათ, მე ვი­ღაც მე­ზიზღე­ბა, არ მიყ­ვარს და აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ვა­კე­თო არა­ად­ეკ­ვა­ტუ­რი დას­კვნე­ბი, ან მო­ვიქ­ცე არა­ად­ეკ­ვა­ტუ­რად. ღმერ­თმა არ ჩაგ­ვაგ­დოს იმ გა­სა­ჭირ­ში, ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გორც ახ­ლა უკ­რა­ინა არ­ის, მაგ­რამ, რომ ჩავ­ვარ­დეთ და მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­იმ­არ­თოს, რო­გორ მო­იქ­ცე­ვი­ან და რას იზ­ამ­ენ — არ­ავ­ინ იც­ის.

ჩე­მი აზ­რით, ბევრ ად­ამი­ანს, რო­მე­ლიც დღეს დიდ გუ­ლა­დო­ბას იჩ­ენს და რუ­სეთს ემ­უქ­რე­ბა, აგ­ინ­ებს, წინ რომ და­უყ­ენო რუ­სი ხე­ლი­სუ­ფა­ლი — ვი­თომ იგ­ივ­ეს იზ­ამს?! მა­თი ში­ში ის­ეთი ძლი­ერი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს, რომ რა­ღაც და­ემ­არ­თოთ. და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­ური მო­ლა­პა­რა­კე­ბა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში არ­ის აუც­ილ­ებ­ელი. დაწყე­ბუ­ლი ძვე­ლი ეპ­ოქ­ებ­იდ­ან, ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბო­და რა­ღაც ურ­თი­ერ­თკომ­პრო­მი­სის სა­ფუძ­ველ­ზე შე­თან­ხმე­ბის გზით, ზა­ვით. მო­ლა­პა­რა­კე­ბას, ერ­თა­დერ­თი, მა­შინ არ აქ­ვს აზ­რი, რო­დე­საც ერ­თი მხა­რე იმ­დე­ნად ძლი­ერია, რომ მე­ორე მხა­რეს მის­თვის არ შე­უძ­ლია არ­ავ­ით­არი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბა აზ­რს კარ­გავს, რად­გან ძლი­ერი მხა­რე ყო­ველ­თვის გა­იძ­ულ­ებს გა­აკ­ეთო ის, რაც მას უნ­და.

 

მოს­წონს თუ არა რის­მაგ გორ­დე­ზი­ანს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­აგ­ირ­ებ­ის ხა­რის­ხი?

რო­გორ მოგ­წონთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიფ­რთხი­ლე. ბევ­რი აკ­რი­ტი­კებს ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებ­ის და­წე­სე­ბის ჯაჭ­ვს არ შეუერთდა. ბევ­რმა მი­იჩ­ნია, რომ პრე­მი­ერმი­ნის­ტრს ეშ­ინია და ას­ეთი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს არ­ის. ამ სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბით, თქვენ რა პო­ზი­ცია და მო­საზ­რე­ბა გაქ­ვთ?

— მე ძა­ლი­ან სე­რი­ოზ­ულ­ად ვა­დევ­ნებ თვალს სო­ცი­ალ­ურ ქსე­ლებ­ში რა კო­მენ­ტა­რე­ბიც იწ­ერ­ება და მაკ­ვირ­ვებს ზო­გი­ერ­თი ად­ამი­ან­ის შე­ხე­დუ­ლე­ბა. ის­ინი პირ­და­პირ წე­რენ: „რუ­სე­თი რა სა­ში­შია?! რა­ტომ გვე­ში­ნია?! მე არ მე­ში­ნია“… მგო­ნი, ეს არ­ის სუფ­თა სი­ყე­ყე­ჩე. შე­უძ­ლე­ბე­ლია ად­ამი­ან­მა თქვას, რუ­სე­თის არ მე­ში­ნია, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ცდი­ლობს — რო­გორ­ღაც შე­აჩ­ერ­ოს რუ­სე­თი, მი­თუ­მე­ტეს, პუ­ტი­ნის ბო­ლო გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რად­გან არ­სე­ბობს საფ­რთხე — გა­მო­იყ­ენ­ოს ბირ­თვუ­ლი იარ­აღი. ცო­ტა მე­ტი დაკ­ვირ­ვე­ბაა სა­ჭი­რო. რაც შე­ეხ­ება ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რა­საც ის აკ­ეთ­ებს, ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი მი­სა­ღე­ბია, მათ შო­რის, სიფ­რთხი­ლეც, უბ­რა­ლოდ, ერ­თი რა­ღაც არ­ის – შე­იძ­ლე­ბა, მე ჩე­მი აზ­რი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხვა ფრა­ზე­ბით გა­მო­მე­ხა­ტა, და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ში, ამ სიფ­რთხი­ლე­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი მას. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა, სიფ­რთხი­ლის გა­რე­შე ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ჩავ­ვარ­დეთ. ხომ ხე­დავთ, რუ­სე­თის ლი­დე­რი ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლია და ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის ჩარ­ჩო­ებ­იდ­ანაა ამ­ოვ­არ­დნი­ლი. მა­შინ, რო­ცა უკ­რა­ინ­ას და­უწყო ომი, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მის­თვის რამ­დე­ნად ად­ვი­ლია გა­დად­გას ეს ნა­ბი­ჯი, თუნ­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ.

 

შე­ეძ­ლო თუ არა და­სავ­ლეთს მე­ტის გა­კე­თე­ბა?

საკ­მა­რი­სად მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა უკ­რა­ინ­ის და­სახ­მა­რებ­ლად ამ­ერ­იკ­ისა და ევ­რო­პის ქმე­დი­თო­ბა? შე­ეძ­ლოთ თუ არა მათ უფ­რო მე­ტი?

— ყო­ვე­ლი­ვე ამ­ას გა­მოააშკარავებს ის, თუ რით დამ­თავ­რდე­ბა ეს პრო­ცე­სი. თუ მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­და ისე, რო­გორც უკ­რა­ინ­ას და ჩვენ გაგ­ვი­ხარ­დე­ბა, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ — იმ­ოქ­მე­და მიღ­ბულ­მა ზო­მებ­მა, რაც და­სავ­ლეთ­მა და­იწყო და რა­საც მთე­ლი მსოფ­ლიო შეუერთდა. რუ­სე­თის­თვის ყვე­ლა­ზე დი­დი დარ­ტყმა არ­ის ის, რომ ტა­ივ­ანი აღ­არ აძ­ლევს სქე­მებს, ჩი­პებს, რომ­ლი­თაც მთე­ლი ტექ­ნი­კა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ალ­ებ­ები მუ­შა­ობ­ენ. ამ­დე­ნად, ამ საქ­მე­ში აზი­აც ჩარ­თუ­ლია და ევ­რო­პაც. მგო­ნია, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყო­ვე­ლი­ვე ამ­ან სე­რი­ოზ­ული ნა­ყო­ფი გა­მო­იღო და ისე დამ­თავ­რდა, რო­გორც ნორ­მა­ლუ­რია XXI სა­უკ­უნ­ის­ათ­ვის, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვა­ღი­არ­ოთ — და­სავ­ლე­თის მი­ერ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მუ­შა­ვე­ბულ­მა სან­ქცი­ებ­მა გა­ამ­არ­თლა. რა­საც რუ­სე­თი აკ­ეთ­ებს, იმ­დე­ნად ალ­ოგ­იკ­ურია, რთუ­ლია იმ­ის თქმა, რა არ­ის კარ­გი ან არ­ას­აკ­მა­რი­სი. და კი­დევ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა უკ­რა­ინ­ელ­ებ­ის სიმ­ტკი­ცე­სა და სი­მა­მა­ცეს. პი­რა­დად მე გა­ოც­ებ­ული ვარ, ას­ეთ მტერს რო­გორ ძლი­ერ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწ­ევს უკ­რა­ინა. ეს არ­ის სა­ნი­მუ­შო. ვფიქ­რობ, უკ­რა­ინ­ამ მთელ მსოფ­ლი­ოს მის­ცა სა­ოც­არი მა­გა­ლი­თი — რო­გორ და­უპ­ირ­ის­პირ­დეს ძლი­ერ ძა­ლას, რო­მე­ლიც მო­ინ­დო­მებს შე­ნი ქვეყ­ნის წა­ლეკ­ვას.

ფაქ­ტობ­რი­ვად, უკ­რა­ინ­აში ომ­ის დაწყე­ბა არ­ის რუ­სე­თის მი­ერ არა მხო­ლოდ უკ­რა­ინ­ის, არ­ამ­ედ მთე­ლი ევ­რო­პის გა­მოწ­ვე­ვა. რო­გორ შე­აფ­ას­ებთ ამ ომს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა წა­მო­იწყო?

— ჩე­მი აზ­რით, ეს არ­ის ომი, რომ­ლი­თაც რუ­სეთ­მა სა­კუ­თარ თავს გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უტ­ანა. ამ ნა­ბი­ჯით მთელ მსოფ­ლი­ოს შე­აზ­იზღა თა­ვი. მი­ზა­ნი არ­ის გაცხა­დე­ბუ­ლი — რუ­სეთს არ სურს ირ­წმუ­ნოს, რომ უკ­რა­ინა არ­ის სა­ხელ­მწი­ფო. ყო­ვე­ლი­ვე ეს კარ­გად გა­მო­იხ­ატა პუ­ტი­ნის სიტყვა­ში, რო­მე­ლიც მან ომ­ის დაწყე­ბის წინ წარ­მოთ­ქვა. ვფიქ­რობ, რუ­სე­თის ძი­რი­თა­დი ამ­ოც­ანაა — უკ­რა­ინა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, გააუქმოს და შეუერთოს რუ­სეთს. ამ­დე­ნად, ეს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში არ­ის გა­მოწ­ვე­ვა არა მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი, არ­ამ­ედ ად­ამი­ან­ობ­ისა და მსოფ­ლიო წეს­რი­გი­სად­მი. არ მგო­ნია, რომ ამ ომს ვინ­მემ და­უჭ­ირ­ოს მხა­რი აზი­აში, სამ­ხრეთ ამ­ერ­იკ­აში, ან რო­მე­ლი­მე სხვა კონ­ტი­ნენ­ტზე. ამ­დე­ნად, ეს მარ­ტო ევ­რო­პუ­ლი კი არა, მსოფ­ლიო წეს­რი­გის გა­მოწ­ვე­ვაა. მსოფ­ლიო რა­ღაც კა­ნო­ნე­ბით მოქ­მე­დებს, ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს და რუ­სეთ­მა ისე და­არ­ღვია ეს წეს­რი­გი, რომ ამ­ის აღ­დგე­ნას ძა­ლი­ან დი­დი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

მო­ამ­ზა­და მე­გი მი­ქა­ბე­რი­ძემ