სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა თბი­ლის­ში ახ­ალი ტუ­რის­ტუ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრის შექ­მნას გეგ­მავს, რის­თვი­საც ე.წ. რი­ყის დო­ქე­ბი აუქ­ცი­ონ­ზე გა­იყ­იდ­ება — პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, იქ გან­საზღვრუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცის მოწყო­ბა, მათ შო­რის, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მუ­ზე­უმ­ის. ამ­ის შე­სა­ხებ ვი­ცე-პრე­მი­ერ­მა, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს-კონ­ფე­რენ­ცი­აზე ისა­უბ­რა.

„ეს არ­ის თე­მა, რო­მელ­ზეც სა­ზო­გა­დო­ებ­აში ხში­რად იყო პო­ლე­მი­კა, სა­უბ­არი, რად­გან ჩვენ გვაქ­ვს უნ­იკ­ალ­ური არ­ტე­ფაქ­ტე­ბის კო­ლექ­ცია, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი კო­ლექ­ცია, რაც კი მსოფ­ლი­ოში შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს და რო­მე­ლიც ერ­ოვ­ნულ მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. მაგ­რამ გვჭირ­დე­ბა ის­ეთი ინ­ტე­რაქ­ტი­ული სა­მუ­ზე­უმო სივ­რცე, რო­მე­ლიც ღვი­ნის თე­მა­ტი­კას შე­ეხ­ება და მნახ­ვე­ლებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის უნ­იკ­ალ­ურ­ობ­ას აჩ­ვე­ნებს, წარ­მო­აჩ­ენს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ალ­ებ­ებ­ით. ვფიქ­რობ, რომ დი­დი, მსხვი­ლი, მას­შტა­ბი­ანი მუ­ზე­უმ­ის პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბო­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ამ კუთხი­თაც არ­ის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა „დო­ქებ­ში“ ერთ-ერ­თი სივ­რცე და­ეთ­მოს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მუ­ზე­უმს“, — აღ­ნიშ­ნა ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­ნის­ტრმა.

ამ­ას­თან, მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, რი­ყის ტე­რი­ტო­რია თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლია, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი მნახ­ვე­ლი, ვი­ზი­ტო­რი არ­ის და შე­სა­ბა­მი­სად, ეს, ერ­თის მხრივ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მო­ნა­პოვ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­უწყობს ხელს და, მე­ორ­ეს მხრივ, თბი­ლისს სა­ერ­თა­შო­რი­სო რუ­კა­ზე ამ კუთხი­თაც მიმ­ზიდ­ველ ად­გი­ლად აქ­ცევს. „და მეტ ტუ­რის­ტს მო­ვი­ზი­დავთ. ასე რომ, ვფიქ­რობ, ას­ეთი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ობი­ექ­ტე­ბი ხელს შე­უწყობს ტუ­რიზ­მის ზრდის დი­ნა­მი­კას“, — ამ­ბობს ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­ნის­ტრი.

რაც შე­ეხ­ება აუქ­ცი­ონ­ზე გა­მო­სა­ტან ფასს — ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. „დო­ქე­ბის“ საწყი­სი ფა­სი 10 მლნ ლა­რი იქ­ნე­ბა და შემ­დგომ­ში, აუქ­ცი­ონ­ის პი­რო­ბის თა­ნახ­მად, ინ­ვეს­ტორ­მა მი­ნი­მუმ 20 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ოს. ამ­ას­თან, ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, კი­დევ ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბა ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის ვა­დებს უკ­ავ­შირ­დე­ბა. „ჩვენ გვსურს, რომ სწრა­ფად მი­ვი­ღოთ შე­დე­გე­ბი და არა­უმ­ეტ­ეს 3 წლის, ანუ 36 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და მოხ­დეს აუქ­ცი­ონ­ის პი­რო­ბე­ბით გან­საზღვრუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. მათ შო­რის იმ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ება, რაც ამ პი­რო­ბით არ­ის მო­ცე­მუ­ლი — ეს არ­ის არ­ან­აკ­ლებ 20 მლნ ლა­რი, თუმ­ცა, ჩვენ წარ­მოდ­გე­ნა გვაქ­ვს, რომ იმ მას­შტა­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას, რო­მელ­ზეც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ, მე­ტი რე­სურ­სი დას­ჭირ­დე­ბა. სა­უბ­არია ის­ეთი ამ­ბი­ცი­ური პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აზე, რო­გო­რი­ცაა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის, ციფ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ები და სხვა სივ­რცე­ები“, — აცხა­დებს ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი.