ბო­ლო დღე­ებ­ში ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ის, პრე­სი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის მი­ერ არ­ის მცდე­ლო­ბა, რომ ომ­იკ­რო­ნის შტა­მით გა­მოწ­ვე­ული ობი­ექ­ტუ­რი სიძ­ნე­ლე­ები წარ­მო­აჩ­ინ­ონ რო­გორც COVID აპ­ოკ­ალ­იფ­სი. კერ­ძოდ, კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის და კო­ლაფ­სს გა­ნიც­დის, მო­სახ­ლე­ობა ბე­დის ან­აბ­არაა მი­ტო­ვე­ბუ­ლი და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ილია, დი­დი ტყუ­ილი. უბ­რა­ლოდ მათ ძა­ლი­ან უნ­დათ, რომ ასე იყ­ოს და გულ­ზე სკდე­ბი­ან, რომ ასე არ არ­ის.

ომ­იკ­რო­ნის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ამ­ერ­იკ­ის და ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ფიქ­სირ­დე­ბა ახ­ალი შემ­თხვე­ვე­ბის ის­ტო­რი­ული მაქ­სი­მუ­მე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არ­ის. ასე მა­გა­ლი­თად, ა.წ. 26 იან­ვარს 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და 4408 შემ­თხვე­ვა, მა­შინ რო­დე­საც საფ­რან­გეთ­ში და­ფიქ­სირ­და 6534 შემ­თხვე­ვა, ყვე­ლა­ზე სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ის­რა­ელ­შიც კი – 8166 შემ­თხვე­ვა და ა.შ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აზ­რი, რომ ომ­იკ­რო­ნი იწ­ვევს ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ავ­ად­ებ­ას და გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ სიკ­ვდი­ლო­ბას. ეს სწო­რია, მაგ­რამ მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ. ახ­ალი შემ­თხვე­ვე­ბის და ე.წ. აქ­ტი­ური COVID ავ­ად­მყო­ფე­ბის გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი რიცხვის გა­მო ჯამ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და სივ­კდი­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ევ­რო­პი­სა და ამ­ერ­იკ­ის ქვეყ­ნებ­ში არ­ათუ შემ­ცირ­და, არ­ამ­ედ გა­იზ­არ­და. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია. ასე მა­გა­ლი­თად: აშშ-ში ა.წ. 26 იან­ვარს და­ფიქ­სირ­და 3244 გარ­დაც­ვა­ლე­ბა (ას­ეთი მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბა მათ ერ­თი წე­ლია არ ქო­ნი­ათ), ანუ 9,7 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე, მა­შინ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ავე დღეს გვქონ­და 27 გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ანუ 6,9 – 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რადღე­ბა – ამ დღეს ჩვენ­ზე შე­უდ­არ­ებ­ლად უფ­რო ძლი­ერ და სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ამ­ერ­იკ­ას, ის­ევე რო­გორც ბევრ სხვა სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ქვე­ყა­ნას, 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე ჰქონ­და უფ­რო მე­ტი გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­ერ­იკ­ის CDC-ს დი­რექ­ტო­რის Rochelle Walensky-ის გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლიც მან თეთრ სახ­ლში გა­აკ­ეთა „შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი არ ნიშ­ნავს მსუ­ბუქს“ „Milder does not mean mild“ (ლა­პა­რა­კია ომ­იკ­რონ­ზე). ჯან­მოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი Tedros Ghebreyesus ას­ევე აფ­რთხი­ლებს მო­სახ­ლე­ობ­ას, რომ „ომ­იკ­რო­ნი რჩე­ბა სა­შიშ ვი­რუ­სად“.

რაც შე­ეხ­ება ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის და კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის მზად­ყოფ­ნას და პა­ცი­ენ­ტთა ნა­კა­დე­ბის მარ­თვას, აქ­აც სა­ქარ­თვე­ლო არ­აფ­რით ჩა­მორ­ჩე­ბა ამ­ერ­იკ­ის და ევ­რო­პის ქვეყ­ნებს. ასე მა­გა­ლი­თად, აშშ CDC-ის ოფ­იცი­ალ­ური მო­ნა­ცე­მე­ბით აშშ-ში გა­დავ­სე­ბუ­ლია კლი­ნი­კე­ბი და ინ­ტენ­სი­ური თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი. ბრი­ტა­ნეთ­ში ექ­იმ­ებს სამ­ხედ­რო­ები ეხ­მა­რე­ბი­ან და ა.შ. მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი 8000-ზე მე­ტი სა­წო­ლი­დან და­კა­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ 4894 სა­წო­ლი, ანუ მხო­ლოდ 60%. სა­ქარ­თვე­ლო­ში ა.წ. 1 იან­ვრამ­დე მოქ­მედ 60 „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კას“ და­ემ­ატა კი­დევ 40 „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა“, რომ­ლე­ბიც და­კომ­პლექ­ტდა შე­სა­ბა­მი­სად გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი ოჯ­ახ­ის ექ­იმ­ებ­ით. გაძ­ლი­ერ­და ე.წ. „ცენ­ტრა­ლუ­რი ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა“, რო­მე­ლიც ახ­ორ­ცი­ელ­ებს 100 „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა­ზე“ მო­ნი­ტო­რინ­გს და მათ გა­დაზღვე­ვას. შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში სადღე­ის­ოდ გვყავს 124 ათ­ას­ზე მე­ტი აქ­ტი­ური COVID ავ­ად­მყო­ფი და მათ­გან არ­ცერ­თი ავ­ად­მყო­ფი (იშ­ვი­ათი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და) არ დარ­ჩე­ნი­ლა ექ­იმ­ის გა­რე­შე, ყვე­ლა მათ­განს მი­ეწ­ოდ­ება დრო­ული და სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა. არ­ცერ­თი COVID ავ­ად­მყო­ფი, ვი­საც სჭირ­დე­ბო­და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია არ დარ­ჩე­ნი­ლა კლი­ნი­კის გა­რეთ. ყვე­ლა ავ­ად­მყოფს უტ­არ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა უახ­ლე­სი და ყვე­ლა­ზე ეფ­ექ­ტი­ანი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და მიდ­გო­მე­ბით. არ­ცერ­თი ავ­ად­მყო­ფი არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა ჟან­გბა­დის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ან სა­სუნ­თქი აპ­არ­ატ­ებ­ის ნაკ­ლე­ბო­ბის გა­მო და ყვე­ლა­ფე­რი ამ­ის შემ­დეგ ჩა­საფ­რე­ბულ ად­ამი­ან­ებს ყოფ­ნით სი­თავ­ხე­დე, რომ ილ­აპ­არ­აკ­ონ ქვე­ყა­ნა­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის კო­ლაფ­სზე და ავ­ად­მყო­ფე­ბის ბე­დის ან­აბ­არ­ად მი­ტო­ვე­ბა­ზე.

მივ­მარ­თავ მო­სახ­ლე­ობ­ას, რომ მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა სა­იმ­ედო ხელ­შია, ნუ აღ­იქ­ვა­მენ სე­რი­ოზ­ულ­ად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ის და ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც გა­მიზ­ნუ­ლად კეთ­დე­ბა მო­სახ­ლე­ობ­ის დას­ტრეს­ვი­სა და პა­ნი­კის გა­მო­საწ­ვე­ვად. იყ­ავ­ით მშვი­დად. ით­ან­ამ­შრომ­ლეთ ექ­იმ­ებ­თან. ატ­არ­ეთ პირ­ბა­დე. აიც­ერ­ით! აიც­ერ­ით! აიც­ერ­ით! რა­თა შე­საძ­ლოდ მოკ­ლე დრო­ში დავ­ძლი­ოთ პან­დე­მია და და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. ამ­ის გა­კე­თე­ბა რე­ალ­ურია.