„ამ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლა­რი­ზე­ბის შე­მომ­ტა­ნი, დამ­წყე­ბი და მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ძა­ლა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ არ­ის. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დღეს რე­აგ­ირ­ებს იმ სი­ტუ­აცი­აზე, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­შია. მე, პი­რა­და­დაც, ამ არ­ჩევ­ნებ­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რი იმ­იტ­ომ ვი­ყა­ვი, რომ ჩვენ არ უნ­და გა­ვი­მე­ორ­ოთ ის შეც­დო­მა, რო­მელ­საც უკ­ვე ოთხი არ­ჩევ­ნე­ბია ვი­მე­ორ­ებთ. მგო­ნია, რომ ად­ამი­ან­ები, რომ­ლე­ბიც ვთან­ხმდე­ბით — თუ რა არ მოგ­ვწონს, შემ­დეგ იმ­აზ­ეც მარ­ტი­ვად შევ­თან­ხმდე­ბით — რა მოგ­ვე­წო­ნე­ბა სა­მო­მავ­ლოდ. ეს უკ­ვე 4-ჯერ გა­ვი­არ­ეთ. ამ­იტ­ომ, ვფიქ­რობ, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ პო­ზი­ცი­ები ჯერ არ უნ­და და­ეთ­მო, რად­გან ცვლი­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ეს ქვე­ყა­ნა, ამ ეტ­აპ­ზე, მზად არ არ­ის. ჯერ არ დამ­დგა­რა ის­ეთი კო­ალ­იცი­ის შექ­მნის დრო, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ონ­ალ­ური მოძ­რა­ობ­ის“ ირ­გვლივ აღ­მო­ცენ­დე­ბა და შე­ავ­იწ­რო­ებს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. „ოც­ნე­ბამ“ მა­შინ უნ­და დათ­მოს თა­ვი­სი არე­ალი, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა ცვლი­ლე­ბე­ბი­სათ­ვის მზად იქ­ნე­ბა. თუ არ­აფ­ერი შე­იც­ვა­ლა, 2024 წელ­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­ცი­ლე­ბით უფ­რო გაძ­ლი­ერ­დე­ბა და მა­ში­ნაც ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც ახ­ლა“, — გა­ნაცხა­და არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია — „პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა რო­მან კა­კუ­ლი­ამ ტვ პირ­ვე­ლის ეთ­ერ­ში.

რო­მან კა­კუ­ლია თვლის, რომ ჩვენ ყვე­ლა­ზე მე­ტი იმ­აზე უნ­და ვი­სა­უბ­როთ — რა­ტომ არ­ის დღეს ას­ეთი სი­ტუ­აცია, რა­ტომ არ­ის დღეს შე­უქ­ცე­ვა­დი ამ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა. „ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ად­ამი­ან­ებს არ გვაქ­ვს კონ­სენ­სუ­სი იმ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით — თუ რო­გო­რი ქვე­ყა­ნა გვინ­და. ჩვენ არ ვართ ერ­თად თა­ნაცხოვ­რე­ბის წეს­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლი! იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ოპ­ოზ­იცი­ის­გან მთა­ვა­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლი აქ­ტი არ­ის შუ­რის­ძი­ება, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი ვერ გახ­დე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი. რო­გორც არ უნ­და ვი­სა­უბ­როთ დღეს არ­სე­ბულ სი­ტუ­აცი­აზე, იმ ად­ამი­ან­ებს, რომ­ლე­ბიც აღ­არ არი­ან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, მა­ინც არ სურთ „ნა­ცი­ონ­ალ­ური მოძ­რა­ობ­ის“ შუ­რის­ძი­ება „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რა დო­ნის პრე­ტენ­ზი­ებ­იც არ უნ­და გვქონ­დეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ“, — აცხა­დებს რო­მან კა­კუ­ლია.