28 მარ­ტი­დან, ქუ­თა­ის­სა და რომს შო­რის პირ­და­პი­რი სა­ჰა­ერო მი­მოს­ვლა გა­ნახ­ლდე­ბა. რე­ის­ებს კვი­რა­ში ერ­თი სიხ­ში­რით ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი და­ბალ­ბი­უჯ­ეტ­ური ავი­აკ­ომ­პა­ნია Wizz air შე­ას­რუ­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს აერ­ოპ­ორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ან­ებ­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პან­დე­მი­ამ­დე არ­სე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის და­მა­ტე­ბა­სა და სიხ­ში­რე­ებ­ის ზრდა­ზე ავი­აკ­ომ­პა­ნი­ას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ები მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ას­ევე, სა­სი­ამ­ოვ­ნო სი­ახ­ლეა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, იტ­ალი­აში გამ­გზვრე­ბა უკ­ვე ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი­თაც შე­ეძ­ლე­ბათ. სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­მა­ვალ­მა მგზავ­რმა იტ­ალი­ის ტე­რი­ტო­რი­აზე შეს­ვლი­სას (გარ­და უვ­იზო მი­მოს­ვლის პი­რო­ბე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ისა) უნ­და წა­რად­გი­ნოს მგზავ­რის ლო­კა­ტო­რის ფორ­მა(PLF) https://app.euplf.eu/#/, კო­ვიდ-პას­პორ­ტი, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის მოწ­მო­ბა ან მო­ლე­კუ­ლუ­რი ან ან­ტი­გე­ნის ნე­გა­ტი­ური ტეს­ტის სერ­თი­ფი­კა­ტი.

„ ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარ­ტნი­ორ Wizz Air-თან კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის შე­დე­გად ავი­აკ­ომ­პა­ნია რომ­სა და ქუ­თა­ისს შო­რის სა­ჰა­ერო მი­მოს­ვლას ზაფხუ­ლის სა­ნა­ვი­გა­ციო სე­ზო­ნის და­საწყის­ში­ვე აღ­ად­გენს. პირ­ველ ეტ­აპ­ზე ერ­თი სიხ­ში­რით, თუმ­ცა ზაფხუ­ლის ტუ­რის­ტუ­ლად აქ­ტი­ურ სე­ზონ­ზე სიხ­ში­რე­ებ­ის რიცხვი დი­დი ალ­ბა­თო­ბით გა­იზ­რდე­ბა. ამ ეტ­აპ­ზე, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის აერ­ოპ­ორ­ტი­დან პირ­და­პი­რი გზით იტ­ალი­ის ორ ქა­ლაქ­ში მი­ლან­სა და რომ­ში იქ­ნე­ბა მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლი,-‘’გა­ნაცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს აერ­ოპ­ორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ან­ებ­ის დი­რექ­ტორ­მა თა­მარ არ­ჩუ­აძ­ემ.

ამ ეტ­აპ­ზე, ქუ­თა­ის­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო აერ­ოპ­ორ­ტი­დან Wizz Air პირ­და­პირ რე­გუ­ლა­რულ რე­ის­ებს ევ­რო­პის 11 ქვეყ­ნის 19 მი­მარ­თუ­ლე­ბით ას­რუ­ლებს.