„3 თვეა ჩვენ ვუ­ყუ­რებთ გა­მოცხა­დე­ბულ ომ­ის ქრო­ნი­კას უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ ვე­რა­ფე­რი მო­იმ­ოქ­მე­და რუ­სე­თის ახ­ალი აგ­რე­სი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად“, — აცხა­დებს ეუთ­ოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ას­ამ­ბლე­აში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მივ­მოქ­მე­დი დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძე, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო ას­ამ­ბლე­ის ზამ­თრის სე­სი­ის მუდ­მივ­მოქ­მე­დი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სიტყვით გა­მო­ვი­და. მან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ტნი­ორი ქვეყ­ნის — უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სია და მის მი­ერ დო­ნეც­კი­სა და ლუ­გან­სკის „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ად“ აღი­არ­ება დაგ­მო. მი­სი გან­ცხა­დე­ბით, 14 წლის წინ, რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის ოკ­უპ­აცი­ის შემ­დე­გაც კი რუ­სე­თი არ დას­ჯი­ლა და მის წი­ნა­აღ­მდეგ არ­ანა­ირი სან­ქცი­ები არ გა­ტა­რე­ბუ­ლა.

„სა­ქარ­თვე­ლო მკაც­რად გმობს რუ­სე­თის მი­ერ დო­ნეც­კი­სა და ლუ­გან­სკის მა­რი­ონ­ეტ­ული ერ­თე­ულ­ებ­ის „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ად“ აღი­არ­ებ­ას და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას ჩვე­ნი პარ­ტნი­ორი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს არ უნ­და იყ­ოს გა­საკ­ვი­რი რო­მე­ლი­მე ჩვენ­თა­გა­ნი­სათ­ვის. მსგავ­სი რამ უკ­ვე მოხ­და 2008 წელს ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, რო­დე­საც რუ­სე­თი შე­მო­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მო­ახ­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის ოკ­უპ­აცია. 14 წე­ლი გა­ვი­და მას შემ­დგომ და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ არ და­წე­სე­ბუ­ლა არ­ანა­ირი სან­ქცია ან რა­მე­ნა­ირ­ად არ დას­ჯი­ლა ამ შე­მოჭ­რი­სათ­ვის. ამ­იტ­ომ­აც ის­ინი შე­გუ­ლი­ან­ებ­ული არი­ან იმ­ოქ­მე­დონ იგ­ივე სცე­ნა­რით.

მინ­და პა­რა­ლე­ლი გა­ვავ­ლო „გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კას­თან“ — გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სის ბრწყინ­ვა­ლე ნო­ვე­ლას­თან: 3 თვეა ჩვენ ვუ­ყუ­რებთ გა­მოცხა­დე­ბულ ომ­ის ქრო­ნი­კას უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ ვე­რა­ფე­რი მო­იმ­ოქ­მე­და რუ­სე­თის ახ­ალი აგ­რე­სი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად. მი­მაჩ­ნია, რომ თუ გვსურს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გი, უნ­და ვი­მოქ­მე­დოთ ახ­ლა! სხვაგ­ვა­რად, რუ­სე­თის აგ­რე­სია უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ არ იქ­ნე­ბა მათ მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული ბო­ლო აგ­რე­სია, ის­ევე, რო­გორც რუ­სე­თის აგ­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ არ იყო ბო­ლო“, — გა­ნაცხა­და ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ.