რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ, რომელიც კიევთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეწინაღმდეგება.
მედინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიები არ ვრცელდება ყირიმსა და სევასტოპოლზე. რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა უარს ამბობს ამ ტერიტორიების სამხედრო ძალების მეშვეობით დაბრუნებაზე და თანხმდება, რომ ეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება მოხდეს.
„რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ ემთხვევა ჩვენს პოზიციას, თუმცა უკრაინამ საკუთარი მიდგომა ჩამოაყალიბა“, — განაცხადა მედინსკიმ.