რუ­სე­თის მი­ერ უკ­რა­ინ­აში წარ­მო­ებ­ული არა­ად­ამი­ან­ური სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის ფონ­ზე მსოფ­ლი­ოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის აღ­შფო­თე­ბას და­სავ­ლე­თისშეშ­ფო­თე­ბე­ბიცემ­ატ­ება და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­ერ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბულ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სკეპ­ტი­ციზ­მიც ღრმავ­დე­ბა. თუმ­ცა, და­სავ­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მუ­შა­ობ­ენ და ამ­ჯე­რად ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის შექ­მნილ­მა ევ­რო­პის საბ­ჭომ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ერთერ­თი ბერ­კე­ტი გა­მო­იყ­ენარუ­სე­თი 216 ხმით არ­ცერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ წევ­რი ქვეყ­ნე­ბის რი­გე­ბი­დან გა­ირ­იცხა. მარ­თა­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­ის დი­დი ნა­წი­ლის­თვის გა­სა­გე­ბია, რომ ევ­რო­პის საბ­ჭოს შე­ნო­ბის წინ რუ­სუ­ლი დრო­შის ჩა­მოხ­სნა ამ სა­ხელ­მწი­ფოს უკ­ვე და­ზი­ან­ებ­ულ რე­პუ­ტა­ცი­ას უარ­ეს­ად და­აზი­ან­ებს, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოარა პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის სხვა მხრივ?!

იც­ოდა რა ამ შე­დე­გის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს მი­ერ აგ­რე­სო­რად შე­რაცხულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ, წი­ნას­წარ „თა­და­რი­გი“ და­იჭ­ირა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ევ­რო­პის საბ­ჭოს შე­ატყო­ბი­ნა, რომ იტ­ოვ­ებს უფ­ლე­ბას — ორ­გა­ნი­ზა­ცი­იდ­ან „სა­კუ­თა­რი პი­რო­ბე­ბით“ გა­ვი­დეს — „უპ­რე­ცე­დენ­ტო სან­ქცი­ებ­ით რუ­სეთ­სა და მის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ზე­წო­ლის გა­მო“.

ექ­სპერ­ტე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რომ რუ­სეთ­მა შე­საძ­ლოა უარი გა­ნაცხა­დოს ევ­რო­პის საბ­ჭო­ში სა­წევ­რო­სა და ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­ერ და­კის­რე­ბუ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და­ზე, რო­მე­ლიც 40 მი­ლი­ონ ევ­როს შე­ად­გენს. რუ­სე­თი­სა და მი­სი მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის­თვის ამ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას საკ­მა­ოდ გარ­დამ­ტე­ხი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი წე­რილ­ში ევ­რო­პის საბ­ჭოს და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა მი­იღ­ეს ევ­რო­პის საბ­ჭოს წეს­დე­ბის მეშ­ვი­დე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად.
მას­ში ნამ­დვი­ლად სა­უბ­არია, რომ ევ­რო­პის საბ­ჭოს ნე­ბის­მი­ერ წევ­რს აქ­ვს უფ­ლე­ბა — და­ტო­ვოს საბ­ჭო და ამ­ის შე­სა­ხებ შე­ატყო­ბი­ნოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს. აქ­ვე გა­წე­რი­ლია გას­ვლის ვა­დე­ბი — მიმ­დი­ნა­რე ფი­ნან­სუ­რი წლის ბო­ლო.
ამ­ას­თა­ნა­ვე, ევ­რო­პის საბ­ჭო­დან გას­ვლის პი­რო­ბე­ბი გა­წე­რი­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტი თვი­თონ შეს­თა­ვა­ზებს სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მელ­მაც უხ­ეშ­ად და­არ­ღვია ევ­რო­პის საბ­ჭოს წეს­დე­ბა, სა­კუ­თა­რი ნე­ბით და­ტო­ვოს ორ­გა­ნი­ზა­ცია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გა­რიცხა­ვენ.
თუმ­ცა, რუ­სე­თი ამ შე­თა­ვა­ზე­ბას არ და­ლო­დე­ბია, ლავ­რო­ვის წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია: „ვი­ტო­ვებთ უფ­ლე­ბას დავ­ტო­ვოთ ევ­რო­პის საბ­ჭო სა­კუ­თა­რი პი­რო­ბე­ბით“. ზუს­ტად რა­ზეა სა­უბ­არი, წე­რილ­ში და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არ­ის.
ას­ევე გა­უგ­ებ­არია, რა ნიშ­ნავს რუ­სე­თის შეტყო­ბი­ნე­ბა „ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის დე­ნონ­სი­რე­ბის გან­ზრახ­ვის“ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ბერ­კე­ტია.
კონ­ვენ­ცი­ის და­ტო­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რა რე­გუ­ლირ­დე­ბა 58-ე მუხ­ლით. ლავ­რო­ვი მხო­ლოდ ერ­თს ას­ახ­ელ­ებს — რომ დე­ნონ­სი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ნაცხა­დის გა­კე­თე­ბი­დან ნა­ხე­ვა­რი წლის შემ­დეგ.
რო­გო­რი იქ­ნე­ბა დე­ნონ­სი­რე­ბის პი­რო­ბე­ბი, ვა­დე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი, ას­ევე გა­უგ­ებ­არია. წე­რი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­ნონ­სი­რე­ბა 15 აგ­ვის­ტომ­დე ვერ მოხ­დე­ბა, ევ­რო­პის საბ­ჭოს და­ტო­ვე­ბა კი 2023 წლის 1 იან­ვრამ­დე.
ამ­ას­თა­ნა­ვე ლავ­რო­ვის წე­რილ­ში არ­აფ­ერია ნათ­ქვა­მი 58-ე მუხ­ლის და­ნარ­ჩე­ნი პუნ­ქტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. ის­ინი, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეხ­ება სა­ხელ­მწი­ფოს გას­ვლის პი­რო­ბებს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს იურ­ის­დიქ­ცი­იდ­ან და სა­სა­მარ­თლოს მი­ერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.
რუ­სე­თის მი­ერ ევ­რო­საბ­ჭო­დან გას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ას­ამ­ბლე­ამ მხა­რი და­უჭ­ირა რუ­სე­თის ევ­რო­საბ­ჭო­დან გა­რიცხვის პრო­ცე­დუ­რას. ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტი ას­ამ­ბლე­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა პი­რებ­მა გა­ნაცხა­დეს, რომ რუ­სეთს წევ­რო­ბას უკ­რა­ინ­აში და­უს­აბ­უთ­ებ­ელი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის გა­მო უჩ­ერ­ებ­ენ.


რა
მოხ­დე­ბა რუ­სე­თის სა­წევ­რო გა­და­სა­ხა­დის სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბით?

ევ­რო­პის საბ­ჭოს ექ­სპერ­ტი, რო­მელ­მაც ის­ურ­ვა ან­ონ­იმ­ურ წყა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მი­იჩ­ნევს, რომ „სა­კუ­თა­რი პი­რო­ბე­ბი“, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეხ­ება ფულს.

2022 წელს რუ­სეთს ევ­რო­პის საბ­ჭო­ში სა­წევ­რო გა­და­სა­ხა­დის სა­ხით 34 მი­ლი­ონი ევ­რო უნ­და შე­ეტ­ანა. მთლი­ანი ბი­უჯ­ეტი 477 მი­ლი­ონი ევ­როს­გან შედ­გე­ბა. ას­ეთი მას­შტა­ბის დო­ნო­რი ევ­რო­პის საბ­ჭო­ში კი­დევ 4 ქვე­ყა­ნაა: დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია და იტ­ალია.

14 მარ­ტს ევ­რო­პის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა მა­რია პე­ინ­ჩი­ნო­ვიჩ ბუ­რიჩ­მა თა­ვის მი­მარ­თვა­ში თქვა, რომ რუ­სე­თი, სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, ვალ­დე­ბუ­ლია თა­ვი­სი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, პროგ­რა­მის შე­სა­ბა­მი­სად, ბი­უჯ­ეტ­ში შე­იტ­ან­ოს 2022-2025 წლებ­ში. პირ­ვე­ლი შე­ნა­ტა­ნის ვა­და ორი კვი­რის წინ გა­ვი­და, მაგ­რამ რუ­სეთს ის არ შე­უტ­ანია. სა­წევ­როს სრუ­ლი გა­და­სა­ხა­დი ივ­ნი­სად­მე უნ­და და­იფ­არ­ოს. აპ­ირ­ებს თუ არა რუ­სე­თი და­ვა­ლი­ან­ებ­ის გა­დახ­დას — უც­ნო­ბია.
ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­პის საბ­ჭო­დან რუ­სე­თის გას­ვლის პრო­ცე­დუ­რის ზუს­ტი პი­რო­ბე­ბი უც­ნო­ბია, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი უნ­და გა­დაწყვი­ტოს ევ­რო­პის საბ­ჭომ. ეს შე­იძ­ლე­ბა დრო­ში გა­იწ­ელ­ოს — მა­გა­ლი­თად, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი Brexit-ის პი­რო­ბებს წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ნი­ხი­ლავ­და. მაგ­რამ არ არ­ის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ რუ­სე­თი უბ­რა­ლოდ უარს იტყვის სა­წევ­როს გა­და­სა­ხად­ზე 2022 წელს, — აღ­ნიშ­ნავს ექ­სპერ­ტი.
ევ­რო­პის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ­მა უკ­ვე გა­ნაცხა­და, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გერ­მა­ნია და საფ­რან­გე­თი უკ­ვე ზრუ­ნა­ვენ ევ­რო­პის საბ­ჭოს ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის.


რა
ბე­დი ეწ­ევა გა­და­სა­ხა­დებს, რო­მე­ლიც ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა
სა­სა­მარ­თლომ რუ­სეთს და­აკ­ის­რა?

ყვე­ლა­ზე დი­დი თან­ხა, რომ­ლის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც რუ­სეთ­მა 2021 წელს აიღო ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე — ეს არ­ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სარ­ჩე­ლი 2006-2007 წლებ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­აზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის მა­სობ­რი­ვი და­კა­ვე­ბე­ბი­სა და მა­თი რუ­სე­თი­დან გა­მო­ძე­ვე­ბის­თვის. კომ­პენ­სა­ცია 10 მი­ლი­ონ ევ­როს შე­ად­გენს.

კონ­ვენ­ცი­ის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თი ვალ­დე­ბუ­ლია შე­ას­რუ­ლოს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი მა­ნამ­დე, სა­ნამ კონ­ვენ­ცი­ის დე­ნონ­სი­რე­ბას მო­ახ­დენს ან ევ­რო­პის საბ­ჭო­დან გა­ვა. ლავ­რო­ვის წე­რი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს მოხ­დე­ბა მი­ნი­მუმ მიმ­დი­ნა­რე წლის 15 აგ­ვის­ტომ­დე, ან მაქ­სი­მუმ — 2023 წლის 1 იან­ვრამ­დე.
ას­ეთი ში­ნა­არ­სის დარ­ღვე­ვებ­ზე ყვე­ლა სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც შე­ტა­ნი­ლია დად­გე­ნილ ვა­დებ­ში (კონ­კრე­ტუ­ლად ერ­ოვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ებ­ის მი­ერ სა­ჩივ­რე­ბის უარ­ყო­ფი­დან 4 თვის შემ­დეგ), ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ ვალ­დე­ბუ­ლია გა­ნი­ხი­ლოს. რუ­სე­თი კი ვალ­დე­ბუ­ლია მი­სი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოს. ას­ეთი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი და, შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ები კონ­ვენ­ცი­ის დე­ნონ­სი­რე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია ათ­ობ­ით ათ­ასი იყ­ოს — პროგ­ნო­ზი­რებს ექ­სპერ­ტი.
ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხილ­ვას ელ­ოდ­ება სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სო საქ­მე­ები უკ­რა­ინ­ის სარ­ჩე­ლებ­ზე და, ას­ევე, ნი­დერ­ლან­დე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ — იმ­ის გა­სარ­კვე­ვად, აქ­ვს თუ არა რუ­სეთს პირ­და­პი­რი კავ­ში­რი ბო­ინგ MH17-ის ჩა­მო­ვარ­დის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ად­ამი­ან­ებ­ის შემ­თხვე­ვას­თან. ას­ევე, ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა რუ­სე­თის მი­ერ ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი 2014 წელს აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ინ­აში.
ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად რუ­სე­თის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ებ­ის გა­დახ­დის პერ­სპექ­ტი­ვა ქმნის ალ­ბა­თო­ბას, რომ გა­მე­ორ­დეს ის­ტო­რია — რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­შირს სა­მე­ფო ვა­ლე­ბის გა­დახ­და მო­უწია. ად­რე თუ გვი­ან რუ­სეთს მო­უწ­ევს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გა­მო ვა­ლე­ბის გა­დახ­და — მი­იჩ­ნევს ექ­სპერ­ტი.


რა
ბე­დი ეწ­ევა ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში ახ­ალი საქ­მე­ებ­ის გან­ხილ­ვას?

არ­ანა­ირი „სა­კუ­თა­რი პი­რო­ბე­ბი“ წეს­დე­ბა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არ­ის.
თუმ­ცა, არ უნ­და გა­მოვ­რიცხოთ, რომ რუ­სე­თი ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 2022 წლის 16 მარ­ტის შემ­დეგ, სრუ­ლად დააიგნორებს. რუ­სე­თის მი­ერ ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი კი, ცხა­დია, ცო­ტა არ იქ­ნე­ბა“ — უთხრა BBC-ის ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ცენ­ტრის „მე­მო­რი­ალ­ის“ იურ­ის­ტმა ტა­ტი­ანა გლუშ­კო­ვამ, რო­მე­ლიც ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში რუ­სე­ბის მი­ერ შე­ტა­ნი­ლი სა­ჩივ­რე­ბის საქ­მე­ებს უძ­ღვე­ბა.
გლუშ­კო­ვა ას­ევე აცხა­დებს, რომ ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ პირ­ვე­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში რუ­სეთ­ში აქ­ცი­ებ­ის აკ­რძალ­ვას ეხ­ება, უკ­ვე გა­მო­იტ­ანა. გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ეს აკ­რძალ­ვა კონ­ვენ­ცი­ას­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის.


კი­დევ
რა შე­დეგს მო­უტ­ანს რუ­სეთს ევ­რო­პის საბ­ჭოს და­ტო­ვე­ბა?

ევ­რო­პის საბ­ჭო­სა და ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის და­ტო­ვე­ბა ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი და სა­სა­მარ­თლო ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის იმ ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­საც აღ­არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რომ­ლე­ბიც აქ­ამ­დე რუ­სეთ­ში ეჭ­ვქვეშ არ დამ­დგა­რა.
ბო­ლო წლებ­ში ეს გა­რან­ტი­ები მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­სუს­ტდა კონ­სტი­ტუ­ცი­აში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, რა­მაც რუ­სე­თის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­შუ­ალ­ება მის­ცა — ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის ნორ­მე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან შე­უს­აბ­ამ­ოდ ეც­ნო.
თუმ­ცა რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა სფე­რო­ში 20 წელ­ზე მე­ტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის გავ­ლე­ნით ვი­თარ­დე­ბა და, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, ეს არ­ის რუ­სე­თის სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი.

კონ­ვენ­ცი­იდ­ან გას­ვლის ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს სიკ­ვდი­ლით დას­ჯის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კითხი. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ად­რე აღი­არა, რომ მო­რა­ტო­რი­უმი გა­ნუ­საზღვრე­ლია სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­ზე, თუმ­ცა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სში ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს დე­ბუ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შე­სა­ხებ. რუ­სე­თის გა­მოს­ვლა ევ­რო­საბ­ჭო­დან აძ­ლი­ერ­ებს ამ რის­კებს.

წყა­რო: https://www.bbcrussian.com/russian/features-60759179?fbclid=IwAR2kThzB9tKGD5OGGxdpG2mpe88oYHeNImOrn4N9dyGuNHPORihAIaZhTOA