ის, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მი­ერ უკ­რა­ინ­ის ტე­რი­ტო­რი­აზე შეჭ­რას მსოფ­ლიო უყ­ურ­ადღე­ბოდ არ და­ტო­ვებ­და, ალ­ბათ თა­ვად რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმაც იც­ოდა. თუმ­ცა, 5 დღის წინ რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იქ­ნე­ბო­და, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ება პუ­ტინს კულ­ტუ­რის, ვაჭ­რო­ბი­სა თუ სპორ­ტის სფე­რო­ებ­იდ­ან ასე გა­რი­ყავ­და. რა უჯ­დე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას უკ­რა­ინ­აში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა?

შვე­იც­არი­აში, ლუ­ცერ­ნის მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­მა ორი სიმ­ფო­ნი­ური კონ­ცერ­ტი გააუქმა, რო­მელ­თა დი­რი­ჟო­რიც ვა­ლე­რი გერ­გი­ევი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

გერ­გი­ევ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გაწყვი­ტა ლუ­ცერ­ნის ორ­კეს­ტრმა, კარ­ნე­გი ჰოლ­მა, ლა სკა­ლამ­და ახ­ლა უკ­ვე მი­უნ­ხე­ნის ფი­ლარ­მო­ნი­ის ორ­კეს­ტრმაც. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმ­იტ­ომ ხდე­ბა, რომ გერ­გი­ევი პუ­ტი­ნის ცნო­ბი­ლი მხარ­დამ­ჭე­რია, უკ­რა­ინ­აში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის უარ­ყო­ფი­თად შე­ფა­სე­ბა­ზე კი უარს ამ­ბობს.

რუ­სე­თი მო­ნა­წი­ლე­ობ­ას ვერ მი­იღ­ებს 2022 ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სში. „ფორ­მუ­ლა 1 გრან პრი“, რო­მე­ლიც სოჭ­ში სექ­ტემ­ბრის­თის იყო და­გეგ­მი­ლი, რუ­სეთ­ში აღ­არ ჩა­ტარ­დე­ბა. ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლუ­რი თა­მა­ში, რო­მე­ლიც პე­ტერ­ბურ­გში უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო, ახ­ლა უკ­ვე პა­რიზ­ში გა­იმ­არ­თე­ბა. ქვე­ყა­ნა ვე­ღარც „ფი­ფას“ და „უეფ­ას“ ჩემ­პი­ონ­ატ­ებ­ში მი­იღ­ებს მო­ნა­წი­ლე­ობ­ას.

ორ­შა­ბათს სა­ბერ­ძნეთ­მა გა­ნაცხა­და, რომ რუ­სე­თის კულ­ტუ­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ყო­ველ­გვარ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წყვეტს. ახ­ლა­ხანს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჰო­ლი­ვუ­დი ახ­ალ ფილ­მებს რუ­სე­თის კი­ნო-თე­ატ­რებ­ში აღ­არ გა­უშ­ვებს. ნიუ-იორ­კში მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ოპ­ერ­ის თე­ატ­რმა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ აღ­არ იმ­უშ­ავ­ებს იმ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან და ინ­სი­ტი­ტუ­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც პუ­ტინს მხარს უჭ­ერ­ენ ან რო­მელ­თაც თა­ვად პუ­ტი­ნი უმ­აგ­რებს ზურ­გს.

„ნიუ იორკ თა­იმ­სი“ წერს, რომ ცი­ვი ომ­ის დღე­ებ­ის შემ­დეგ რუ­სე­თი­სა და რუ­სი ხალ­ხის­თვის ამ­დე­ნი კა­რი ერ­თდრო­ულ­ად არ და­უკ­ეტ­ავთ.

და, რომ არ­აფ­ერი ვთქვათ, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მო­ღე­ბულ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სან­ქცი­ებ­ზე, რუ­სუ­ლი რუბ­ლი ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე და­ბალ ნიშ­ნულ­ზეა. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ები ცდი­ლო­ბენ, ბან­კო­მა­ტე­ბი­დან თან­ხა გა­მო­იტ­ან­ონ, სა­დაც მათ უზ­არ­მა­ზარ რი­გებ­ში უწ­ევთ დგო­მა. გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლ­აფ შოლ­ცმა გა­ნაცხა­და, რომ შე­საძ­ლოა მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფ­რო და­იძ­აბ­ოს.

„მო­დით ნუ ვი­კა­მა­თებთ, რომ ჩვენ ერთ ღა­მე­ში შევ­ცვლით მოვ­ლე­ნებს, მაგ­რამ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან მა­ლე იგ­რძნობს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ტკი­ვილს. გა­სულ კვი­რას რუ­სე­თის სა­ფონ­დო ბირ­ჟა 30%-ით და­ეცა, რაც ცხად­ჰყოფს, რომ ჩვე­ნი სან­ქცი­ები მუ­შა­ობს და ჩვენ ვი­ტო­ვებთ და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ებ­ის და­წე­სე­ბის უფ­ლე­ბას“, – აცხა­დებს გერ­მა­ნი­ის ახ­ლად არ­ჩე­ული კან­ცლე­რი ოლ­აფ შოლ­ცი.

რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ები მო­იც­ავს ქვეყ­ნის Swift-ის სის­ტე­მი­დან გა­მო­თიშ­ვა­საც, რაც შე­უძ­ლე­ბელს გახ­დის სან­ქცი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ბან­კე­ბი­დან სა­ერ­თა­შორ­სო გა­და­რიცხვე­ბის წარ­მო­ებ­ას. სან­ქცი­ები და­უწ­ეს­ეს რამ­დე­ნი­მე ფი­ზი­კურ პირ­საც, მათ შო­რის, ვლა­დი­მერ პუ­ტინს და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრს სერ­გეი ლავ­როვ­საც.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ რო­გო­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბა ამ ზო­მებს თა­ვად პუ­ტი­ნის მხრი­დან. მსოფ­ლი­ოს ას­ეთი რე­აგ­ირ­ება, შე­საძ­ლოა, პუ­ტი­ნის ხელ­ში იარ­აღ­ად იქ­ცეს, რო­მელ­საც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თის პო­ლი­ტი­კის მსხვერ­პლად წარ­მო­სა­ჩე­ნად გა­მო­იყ­ენ­ებს. თუმ­ცა და­სავ­ლე­თის ას­ეთ­მა ერ­თი­ან­ობ­ამ და რუ­სე­თის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­გან იზ­ოლ­აცი­ამ, შე­საძ­ლოა, რუ­სეთ­ში უფ­რო გა­დამ­წყვე­ტი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღაც ააგ­ორ­ოს და პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი შიგ­ნი­დან და­ას­უს­ტოს.

 

სტა­ტი­აზე იმ­უშ­ავა ლუ­კა ჯინ­ჭა­რა­ძემ