სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი თავ­დგი­რი­ძე უკ­რა­ინ­აში მიმ­დი­ნა­რე ომ­ის ან­ალ­იზს აქ­ვეყ­ნებს. სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში თავ­დგი­რი­ძე წერს, რომ 24 მარ­ტის მდგო­მა­რე­ობ­ით უკ­რა­ინ­ის შეიარაღებული ძა­ლე­ბი, ფრონ­ტის მთელ ხაზ­ზე, თავ­დაც­ვით ბრძო­ლებს წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლე­ბენ, თუმ­ცა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა მათ შე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლის აუც­ილ­ებ­ლო­ბის წი­ნა­შე აყ­ენ­ებს.

„რუ­სე­თის შეიარაღებული ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი ვერ ახ­ერ­ხებს ძა­ლე­ბის გა­დაჯ­გუ­ფე­ბას, სტრა­ტე­გი­ული ინ­იცი­ატ­ივ­ის დათ­მო­ბის შემ­დეგ მი­სი ხე­ლახ­ლა მო­პო­ვე­ბის არ­ცერ­თი მცდე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ინ­ერ­ცი­ით გრძელ­დე­ბა და არ იგ­რძნო­ბა ერ­თი­ანი ოპ­ერ­ატი­ული ჩა­ნა­ფიქ­რის ქვეშ მოქ­მე­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე შე­იმ­ჩნე­ვა ინ­ერ­ცი­ით მიმ­დი­ნა­რე შე­ტე­ვა. ქვე­და­ნა­ყო­ფებს არა აქ­ვთ სა­ჰა­ერო და სა­არ­ტი­ლე­რიო მხარ­და­ჭე­რა. არ­ტი­ლე­რია და ავი­აცია გა­მო­იყ­ენ­ება ეპ­იზ­ოდ­ურ­ად და გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს ოპ­ერ­ატი­ულ ვი­თა­რე­ბა­ზე. გე­ნე­რა­ლურ შტაბს უჭ­ირს თავ­დაც­ვა­ზე გა­დას­ვლის ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მა და პო­ზი­ცი­ური ბრძო­ლის დაწყე­ბა, რა­კი, სა­ვა­რა­უდ­ოდ პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა არ შეც­ვლი­ლა. არ­ის ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, რომ ძა­ლე­ბის ერ­თი­ანი მარ­თვა მოშ­ლი­ლია ან აღ­სრუ­ლე­ბის ფა­ზა­ში აქ­ვს გა­მოკ­ვე­თი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, ოპ­ერ­აცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას ზემ­დგო­მი შტა­ბე­ბი ვერ ფლო­ბენ ოპ­ერ­ატი­ულ ვი­თა­რე­ბას და უჭ­ირთ ოპ­ერ­აცი­ის უწყვე­ტი მარ­თვა.

უკ­რა­ინ­ის შეიარაღებული ძა­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლე­ბენ ფრონ­ტის მთელ ხაზ­ზე თავ­დაც­ვით ბრძო­ლებს, მაგ­რამ მათ არ მო­უპ­ოვ­ები­ათ სტრა­ტე­გი­ული ინ­იცი­ატ­ივა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ახ­ორ­ცი­ელ­ებ­ენ შე­ტე­ვით ოპ­ერ­აცი­ებს, ბრძო­ლის ველ­ზე არ ჩანს უკ­რა­ინ­ული მსხვი­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ეც­დე­ბი­ან ოპ­ერ­ატი­ული სივ­რცე­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბას და და­იწყე­ბენ რუ­სუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას არა ლო­კა­ლურ ბრძო­ლებ­ში, არ­ამ­ედ ღრმა შე­ტე­ვი­თი ოპ­ერ­აცი­ებ­ით.

სა­ვა­რა­უდ­ოდ, მი­უხ­ედ­ავ­ად ხელ­საყ­რე­ლი ვი­თა­რე­ბი­სა, უკ­რა­ინ­ის შეიარაღებულ ძა­ლებს აკ­ლი­ათ თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, ხო­ლო სარ­დლო­ბას გა­მოც­დი­ლე­ბა (გამ­ბე­და­ობა) ას­ეთი ტი­პის (ტაქ­ტი­კუ­რად რთუ­ლი) ოპ­ერ­აცი­ებ­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. შე­საძ­ლოა, უკ­რა­ინა აგ­რძე­ლებ­დეს ტაქ­ტი­კუ­რი რე­ზერ­ვის ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ზრდის პრო­ცესს და თვლი­დეს, რომ ის­ინი ჯერ არ არი­ან მზად, თუნ­დაც, ფრონ­ტის რო­მე­ლი­მე მო­ნაკ­ვეთ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ონ გარ­ღვე­ვა, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ოპ­ერ­ატი­ული ვი­თა­რე­ბა უკ­ვე ითხოვს მათ­გან ას­ეთ მოქ­მე­დე­ბას.

მი­ნიშ­ნე­ბე­ბი­სა და ინ­დი­კა­ტო­რე­ბის არ­არ­სე­ბო­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, მა­თი შე­ტე­ვა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში და­იწყოს, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ოპ­ერ­ატი­ული პლაც­დარ­მის შექ­მნის გა­რე­შე, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის­თვის ტაქ­ტი­კუ­რი მო­ულ­ოდ­ნე­ლო­ბის ეფ­ექ­ტის მი­საღ­წე­ვად და ამ ეფ­ექ­ტის სრუ­ლად გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად“, — გან­მარ­ტავს თავ­დგი­რი­ძე.