გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ფე­სო­რი, ფი­ლო­სო­ფო­სი ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი

მსოფ­ლი­ოს მშვი­დო­ბი­ანი ცხოვ­რე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა არ­ას­დროს ჰქო­ნია, თუმ­ცა დღეს მსოფ­ლი­ოში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კა­ცობ­რი­ობა ახ­ალი, უცხო გან­ცდე­ბის წი­ნა­შე და­აყ­ენა. პირ­ველ რიგ­ში, ეს გან­ცდა ში­შია, რო­მელ­საც, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე სა­ხე აქ­ვს. რამ­დენ­ნა­ირი ში­ში არ­სე­ბობს?

— უც­ბად მსოფ­ლიო ახ­ალი გლო­ბა­ლუ­რი საფ­რთხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. რუ­სე­თის აგ­რე­სია უკ­რა­ინ­აში არ არ­ის მხო­ლოდ ამ ორი ქვეყ­ნის სა­კითხი, არ­ამ­ედ დი­დი გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური კონ­ტექ­სტი აქ­ვს: იმ­პე­რი­ული ამ­ბი­ცი­ის მქო­ნე რუ­სეთ­მა გა­მო­იწ­ვია და­სავ­ლე­თი და წი­თე­ლი ხა­ზე­ბი გა­უვ­ლო, ითხოვს მის­გან გა­რან­ტი­ებს, რომ ნა­ტო აღ­არ გა­ფარ­თოვ­დეს აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ. ამ გა­რან­ტი­ებს, ცხა­დია, და­სავ­ლე­თი ვერ მის­ცემ­და, გა­მომ­დი­ნა­რე ქვეყ­ნე­ბის სუ­ვე­რე­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის უნ­ივ­ერ­სა­ლუ­რი პრინ­ცი­პი­დან. ამ­იტ­ომ­აცაა, რომ რუ­სეთ­მა გა­დაწყვი­ტა ნე­ბის­მი­ერ ფა­სად თვი­თონ მო­აგ­ვა­როს ეს პრობ­ლე­მა და კი­ევ­ის რე­ჟი­მი შეც­ვა­ლოს. ამ მხრივ, ეს საფ­რთხე ჩვენც პირ­და­პირ გვე­ხე­ბა. ამ­ერ­იკა და ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბი ვერ შევ­ლენ სამ­ხედ­რო ძა­ლით უკ­რა­ინ­ის და­სა­ცა­ვად, რად­გან ეს გლო­ბა­ლურ ომს გა­მო­იწ­ვევს, დი­დი ალ­ბა­თო­ბით ბირ­თვუ­ლი იარ­აღ­ის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც. მაგ­რამ, უამ­ის­ოდ­აც ეს საფ­რთხე არ­სე­ბობს, რო­ცა ევ­რო­პა­ში 1945 წლის მე­რე პირ­ვე­ლად გა­ჩაღ­და ამ მას­შტა­ბის კონ­ფლიქ­ტი. ბავ­შვო­ბა­ში ერ­თხელ ამ­ერ­იკ­ული ფილ­მი ვნა­ხე — „მე­ორე დღეს“ ერ­ქვა, ატ­ომ­ურ ომ­ზე იყო. მახ­სოვს, მთე­ლი ღა­მე ვერ და­ვი­ძი­ნე. მგო­ნია, ამ­გვა­რი­ვე საფ­რთხე იღ­ვი­ძებს და დღეს რე­ალ­ური ხდე­ბა. ამ­ის არ გე­ში­ნო­დეს — სიბ­რიყ­ვეა. თუმ­ცა, ში­ში სხვაა და პა­ნი­კა — სხვა.

— დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე, რო­ცა ქვე­ყა­ნა მტრის შე­მოჭ­რის საფ­რთხის წი­ნა­შე დგას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა პრე­ტენ­ზი­ებს უყ­ენ­ებ­ენ ოპ­ონ­ენ­ტე­ბი. ხში­რად გვეს­მის, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი მტრის მი­მართ ში­ში­თაა შეპყრო­ბი­ლი და ამ­იტ­ომ იკ­ავ­ებს თავს თა­მა­მი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან. სად გა­დის ზღვა­რი სიფ­რთხი­ლე­სა და შიშს შო­რის და სად იწყე­ბა სიმ­ხდა­ლე?

— ის, რაც ახ­ლა უკ­რა­ინ­აში ხდე­ბა, არ­ის შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია. ბავ­შვე­ბი იხ­ოც­ები­ან, სახ­ლე­ბი ინ­გრე­ვა, 300 000 ლტოლ­ვი­ლი მი­იღო უკ­ვე უკ­რა­ინ­იდ­ან ევ­რო­პამ, ხალ­ხი კი­ევ­ში მეტ­რო­ში ათ­ენ­ებს ღა­მეს (ახ­ლა­ხან წა­ვი­კი­თე, რომ ქალ­მა მეტ­რო­ში იმ­შო­ბი­არა კი­დეც). ცხა­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, პირ­ველ რიგ­ში, მაქ­სი­მუ­მი უნ­და გა­აკ­ეთ­ოს, რომ თა­ვი­დან აირ­იდ­ოს რუ­სე­თის შე­მოჭ­რა და იგ­ივე ტრა­გე­დია ააც­ილ­ოს სა­ქარ­თვე­ლოს, თუმ­ცა, ამ­ავე დროს, შეუერთდეს მსოფ­ლი­ოს დე­მოკ­რა­ტი­ული ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვას, რომ ეს სის­ხლი­ანი აგ­რე­სია, რაც შე­იძ­ლე­ბა, მა­ლე დას­რულ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ოს ბევ­რი სხვა ქვეყ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით პირ­და­პი­რი საფ­რთხის ქვე­შაა: რა მი­ზე­ზი­თაც რუ­სე­თი შე­იჭ­რა უკ­რა­ინ­აში, ზუს­ტად იგ­ივე მი­ზე­ზი, ანუ ნა­ტოს არ­გა­ფარ­თო­ვე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თით, კერ­ძოდ კი, უკ­რა­ინ­ასა და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვენს მი­მარ­თაც აქ­ვს; თა­ნაც, მა­თი ბა­ზე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აზეა და ეს უფ­რო გაუადვილებს მათ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და­მან­გრე­ვე­ლი აგ­რე­სი­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას. სა­ქარ­თვე­ლომ, ამ­დე­ნად, ბეწ­ვის ხიდ­ზე უნ­და გაიაროს და, ვფიქ­რობ, ჯერ-ჯე­რო­ბით, ქვე­ყა­ნა ახ­ერ­ხებს, რომ და­აბ­ალ­ან­სოს ორი პრინ­ცი­პუ­ლი რამ: ერ­თის მხრივ, რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ საკ­მა­ოდ მკა­ფიო პო­ზი­ცია და­იკ­ავ­ოს ოფ­იცი­ალ­ური რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ის სა­ხით და, მე­ორ­ეს მხრივ, ამ­ავე დროს, არ მი­მარ­თოს ის­ეთ გა­მომ­წვევ ნა­ბი­ჯებს, რა­საც რუ­სე­თის და­მან­გრე­ვე­ლი შე­მოჭ­რა შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს. მე არ ვარ პო­ლი­ტი­კო­სი ან პო­ლი­ტა­ნა­ლი­ტი­კო­სი, რომ ვთქვა ზუს­ტად — სად არ­ის ბა­ლან­სი მი­სა­ღებ და გა­და­მე­ტე­ბულ თუ და­უშ­ვე­ბელ სიფ­რთხი­ლე­ებს შო­რის, ამ­ას სიღ­რმი­სე­ული გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური, ეკ­ონ­ომ­იკ­ური თუ სამ­ხედ­რო ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ზო­გა­დი გან­ცდა ას­ეთი მაქ­ვს, რომ, ჯერ-ჯე­რო­ბით, სწო­რი და მი­სა­ღე­ბი ბა­ლან­სია და ეს, ზო­გა­დად, ათი წლის მან­ძილ­ზეა ასე და­ჭე­რი­ლი.

— შე­ში­ნე­ბუ­ლი ად­ამი­ან­ის ხილ­ვა ის­ეთი ამ­აზ­რზე­ნი არაა, რო­გორც მხდა­ლის, ლა­ჩა­რის ხილ­ვაა. რო­გორ გგო­ნი­ათ, იმ მდგო­მა­რე­ობ­ით, რა­შიც ახ­ლა ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით, (ვგუ­ლის­ხმობ რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე აშ­კა­რა საფ­რთხე­ებ­ის გარ­და­უვ­ალ­ობ­ის მო­ლო­დინს), რა თვი­სე­ბებს გა­მო­ავ­ლენს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ება გან­საც­დე­ლის დროს, გა­მო­იჩ­ენს შიშს, თუ…. უარ­ესს?

— მემ­გო­ნი, ახ­ლა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ება გო­ნივ­რუ­ლად იქ­ცე­ვა და ბუ­ნებ­რი­ვი და რა­ცი­ონ­ალ­ობ­აზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ში­შის თუ სიფ­რთხი­ლის გან­ცდა პა­ნი­კა­ში არ გა­და­აქ­ვს. „გარ­და­უვ­ალ­ობ­ის მო­ლო­დი­ნიც“ არ მგო­ნია იყ­ოს; მარ­თა­ლია, რე­ალ­ურ­ად დენ­თის კას­რზე ვზი­ვართ და ყვე­ლა­ფერს შე­იძ­ლე­ბა ელ­ოდო ის­ეთი აგ­რე­სი­ული და არ­არ­აცი­ონ­ალ­ური ქვეყ­ნის­გან, რო­გო­რიც ახ­ლან­დე­ლი რუ­სე­თია, მაგ­რამ მა­ინც იმ­ედი მაქ­ვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის შე­მოჭ­რის თა­ვი­დან აც­ილ­ება შე­საძ­ლე­ბე­ლია და სცი­ლა­სა და ქა­რიბ­დას შო­რის გავ­ლას მო­ვა­ხე­რებთ. ის, თუ რო­გორ გა­მო­ავ­ლენს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ება თავს გან­საც­დელ­ში, ამ­ას გან­საც­დე­ლი თუ აჩ­ვე­ნებს; ეს გან­საც­დე­ლე­ბი არ გვაკ­ლდა უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის დროს და შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­გორ გა­მო­ვავ­ლი­ნეთ თა­ვი — ცუდ­საც ვნა­ხავთ და კარ­გსაც, ღირ­სე­ბა­საც და უღ­ირ­სე­ბა­საც, და ამ­ით სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლე­ბი გა­მორ­ჩე­ულ­ები არ ვართ სხვა ერ­ებ­ის­გან. თუმ­ცა ბევ­რი რამ სხვე­ბის­გან სას­წავ­ლი გვაქ­ვს, მა­გა­ლი­თად, მახ­სოვს რო­გორ წე­სი­ერ­ად, ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მით იდ­გნენ საჭ­მლის და წყლის რიგ­ში იაპ­ონ­ელ­ები ფუ­კუ­ში­მას ტრა­გე­დი­ის დღე­ებ­ში 2011 წელს — ეს ჩვენ ნამ­დვი­ლად გვაკ­ლია და გან­საც­დე­ლი ამ ნაკ­ლე­ბო­ბას უფ­რო წარ­მო­აჩ­ენს. ჩვენ კი უნ­და ვი­სურ­ვოთ, რომ გან­საც­დელ­ში არ შე­ვი­დეთ და თუ, ღმერ­თმა და­იფ­არ­ოს და, შე­ვალთ, პა­ნი­კას არ მი­ვე­ცეთ და ღირ­სე­ულ­ად გა­და­ვი­ტა­ნოთ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ღირ­სე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვის უნ­და გე­ში­ნო­დეს ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად, მაგ­რამ სპე­ცი­ალ­ურ­ად გან­საც­დე­ლის ძი­ება და მე­ტიც, მი­სი გა­მოწ­ვე­ვა, თუნ­დაც იმ­ის­თვის, რომ მის დროს შე­ნი სი­მა­მა­ცის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ალ­ება და გა­სა­ქა­ნი მო­გე­ცეს — ის­ედ­აც არ­ას­წო­რია და, მით უმ­ეტ­ეს, თუ ამ­ას შე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცოცხლის რის­კი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. სი­მა­მა­ცეც და ში­შის დაძ­ლე­ვაც ღვთის წყა­ლო­ბაა სა­კუ­თარ ძა­ლის­ხმე­ვას­თან ერ­თად: ყვე­ლა­ზე ომ­ახი­ან­ად პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი პირ­დე­ბო­და იეს­ოს, რომ არ მი­ატ­ოვ­ებ­და და თავ­საც და­დებ­და მის­თვის, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ომ­ახი­ან­ად სწო­რედ მან უარ­ყო იმ­ავე დღეს და ეს სამ­ჯერ გა­აკ­ეთა. იოანე ოქ­რო­პი­რი წერს, იმ­ის გა­მო მოხ­და ეს, რომ სა­კუ­თარ თავს და ძა­ლებს იყო მხო­ლოდ მინ­დო­ბი­ლი და არა ღვთის დახ­მა­რე­ბა­სო. გან­საც­დელს უნ­და მო­ვე­რი­დოთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ მას­ში არ შე­ვი­დეთ, მაგ­რამ თუ მო­იწია ჩვენ­ზე, ღირ­სე­ულ­ად დავ­ხვდეთ ღვთის დახ­მა­რე­ბით.