სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ევ­რო­პამ თა­ვი­სი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­გან უნ­და ის­წავ­ლოს, რა­თა უკ­რა­ინა წევ­რო­ბის გზა­ზე და­აყ­ენ­ოს.

ჰენ­რი ფოი, ბრი­უს­ელი

„ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მი­სა­ღე­ბად უნ­და და­აჩ­ქა­როს ნა­ბი­ჯე­ბი, რა­თა სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის­გან და­იც­ვას“, — გა­ნაცხა­და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბრი­უს­ელ­მა უკ­რა­ინ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­აგ­ვი­ანა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თქვა, რომ რუ­სე­თის მი­ერ უკ­რა­ინ­აში შეჭ­რამ ევ­რო­კავ­ში­რის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა გა­აჩ­ინა, მი­იღ­ოს თა­ვის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მის ნა­წი­ლად გახ­დო­მი­სა­კენ მი­ის­წრაფ­ვი­ან.

„ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა — რუ­სეთს ის აზ­რი გა­უჩ­ნდეს, რომ არ­სე­ბობს ად­გი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არ­ავ­ინ იც­ავს“, — გა­ნუცხა­და მან Financial Times-ს.

„ევ­რო­კავ­შირ­მა უნ­და იპ­ოვ­ოს გზა უპ­ას­უხ­ოს ჩვენს ხან­გრძლივ მო­ლო­დინს და მოგ­ვცეს ნი­შა­ნი, ჩვენ ამ ოჯ­ახ­ის ნა­წი­ლი ვართ“.

ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლომ, მოლ­დო­ვამ და უკ­რა­ინ­ამ, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტნი­ორ­ობ­ის ინ­იცი­ატ­ივ­ის წევ­რე­ბი არი­ან და აქ­ვთ ევ­რო­კავ­შირ­თან ას­ოც­ირ­ებ­ის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბე­ბი, გა­ნაცხა­დეს თა­ვი­სი სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ — გახ­დნენ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი.

ორ­შა­ბათს უკ­რა­ინ­ამ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის შე­სა­ხებ გა­ნაცხა­დი გა­აკ­ეთა. კი­ევ­ში ნა­ბიჯს ვო­ლო­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ „დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი“ უწ­ოდა.

წი­ნა კვი­რას, ომ­ის გა­მოცხა­დე­ბი­სას, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ნაცხა­და, რომ სამ­ხედ­რო ძა­ლა სა­ჭი­რო იყო უკ­რა­ინ­აში „და­სავ­ლე­თის ტყუ­ილ­ებ­ის იმ­პე­რი­ის“ გა­ფარ­თო­ებ­ის თა­ვი­დან ას­აც­ილ­ებ­ლად.

„ყო­ველ­გვა­რი დაც­ვი­სა და სო­ლი­და­რო­ბის გა­რე­შე ამ ქვეყ­ნე­ბის გა­რეთ და­ტო­ვე­ბამ, რა თქმა უნ­და, წა­ახ­ალ­ისა რუ­სე­თი იფ­იქ­როს, რომ ამ ქვეყ­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი სა­მუ­და­მოდ არ არ­ის და­კარ­გუ­ლი“, — გა­ნაცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

რუ­სე­თი უკ­რა­ინ­აში, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ხან­მოკ­ლე ომ­იდ­ან, 14 წლის შემ­დეგ შე­იჭ­რა. მოს­კო­ვის მომ­ხრე სე­პა­რა­ტის­ტებ­მა რუ­სი სამ­ხედ­რო­ებ­ის მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის და­ახ­ლო­ებ­ით მე­ხუ­თე­დი და­იკ­ავ­ეს.

„უკ­რა­ინა თი­თოეული ჩვენ­გა­ნის­თვის იბ­რძვის“, — თქვა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში შე­საძ­ლო გა­წევ­რი­ან­ებ­აზე კი­ევ­ის ხან­გრძლივ­მა მო­ლო­დინ­მა ნა­წი­ლობ­რივ ხე­ლი შე­უწყო პუ­ტი­ნის თავ­დას­ხმას.

„ერ­თგვა­რად, უკ­რა­ინ­ის ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა იმ­იტ­ომ, რომ ეს პერ­სპექ­ტი­ვა ძა­ლი­ან შორს იყო და მი­სი წევ­რო­ბის მა­ტე­რი­ალ­იზ­აცია არ ხდე­ბო­და“.

ევ­რო­კავ­შირს პო­ტენ­ცი­ური მო­მა­ვა­ლი წევ­რე­ბის­თვის მკაც­რი კრი­ტე­რი­უმ­ები და გარ­კვე­ული სტან­დარ­ტე­ბი აქ­ვს, რომ­ლე­ბიც უნ­და დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, სა­ნამ გა­ნაცხა­დი რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ეტ­აპს გა­ივ­ლის.

სა­ქარ­თვე­ლოს ჯერ არ აქ­ვს გა­ნაცხა­დი ოფ­იცი­ალ­ურ­ად წარ­დგე­ნი­ლი (ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა 2 მარ­ტს), მა­შინ, რო­ცა, ევ­რო­კავ­შირ­ში ბო­ლოს გა­წევ­რი­ან­ებ­ულ ქვე­ყა­ნას — ხორ­ვა­ტი­ას გან­ცხა­დე­ბი­დან წევ­რო­ბამ­დე 10 წე­ლი დას­ჭირ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ერთ დროს ენ­ერ­გი­ული დე­მოკ­რა­ტი­ისა და ძლი­ერი და­სავ­ლუ­რი პერ­სპექ­ტი­ვე­ბის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის სა­ნი­მუ­შო აპ­ლი­კან­ტი ქვეყ­ნის კაშ­კა­ში — ბო­ლო წლებ­ში მცირ­დე­ბა კა­ნო­ნის უზ­ენა­ეს­ობ­ის დარ­ღვე­ვის, სა­დაო არ­ჩევ­ნე­ბი­სა და მი­სი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მი­ერ ოპ­ოზ­იცი­ის დარ­ბე­ვის ბრალ­დე­ბე­ბის ფონ­ზე. სა­ქარ­თვე­ლომ გა­სულ წელს გა­ნაცხა­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­ნაცხა­დის­თვის მზად იქ­ნე­ბა 2024 წელს.

პუ­ტინ­მა გა­ნა­ახ­ლა კონ­ფლიქ­ტი ტი­რა­ნი­ასა და ლი­ბე­რა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ას შო­რის.

ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თქვა, რომ მი­ეს­ალ­მე­ბა „ძლი­ერი ევ­რო­პის” გა­ჩე­ნას, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის შეჭ­რის შე­დე­გად იშ­ვა, სა­დაც ევ­რო­კავ­შირ­მა მოს­კო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ მკაც­რი სან­ქცი­ები მი­იღო და კი­ევ­ის­ათ­ვის იარ­აღ­ის მი­წო­დე­ბას და­თან­ხმდა, ხო­ლო გერ­მა­ნი­ამ თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის გაზ­რდის პი­რო­ბა და­დო.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა ვერც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ 2008 წლის ომ­ისა და ვერც უკ­რა­ინ­ის მი­მართ 2014 წელს ყი­რი­მის ან­ექ­სი­ის შემ­დეგ ვერ შეძ­ლო იგ­ივე სიმ­ტკი­ცის გა­მო­ჩე­ნა. „ამ რე­აქ­ცი­ებ­ის ნაკ­ლე­ბო­ბამ, ალ­ბათ, გა­ხა­და პუ­ტი­ნი ის­ეთი, რო­გო­რიც არ­ის“, — თქვა მან.

„სულ არ­სე­ბობ­და ის აზ­რი, რომ თუ შე­ეც­დე­ბო­დი რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სათ­ვის კომ­ფორ­ტის შექ­მნას და არა მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას, ეც­დე­ბო­დი მათ­თან რა­ღაც ფორ­მით სა­ერ­თოს გა­მო­ნახ­ვას, ეს მათ გად­მო­იბ­ირ­ებ­და, თუმ­ცა ამ­ას არ­ას­დროს უმ­უშ­ავია!“ — თქვა მან. „და ახ­ლა ჩვენ ამ­ას ვაც­ნო­ბი­ერ­ებთ“.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტს ურ­სუ­ლა ფონ დერ ლაიენს და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტს შარლ მი­შელს სამ­შა­ბათს შეხ­ვდა. მა­თი სა­უბ­რის შემ­დეგ მი­შელ­მა გა­ნაცხა­და, რომ ევ­რო­კავ­შირს „კარ­გად ეს­მის, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რე­სი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ­ის­ათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ხი­ლუ­ლი და ძლი­ერი კავ­ში­რე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყ­ოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის“.

„ჩვენც იმ­დენ ხანს ვე­ლო­დით, რამ­დენ­საც უკ­რა­ინა“,- გა­ნაცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა. „ჩვენ ერ­თსა და იმ­ავე გზა­ზე ვართ, ჩვენც უნ­და გაგ­ვით­ვა­ლის­წი­ნონ და არ უნ­და ვი­ყოთ და­ვიწყე­ბულ­ნი“.

Financial Timesის სტატია