სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ინა მეც­ნი­ერ­ებ­ისა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის ევ­რო­პუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ას­ოცი­აცია COST-ის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ანი წევ­რე­ბი გახ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აქ­ტი­ურ­ად მუ­შა­ობ­და COST-ის ას­ოცი­აცი­აში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ან­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჯერ კი­დევ 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში, ბრი­უს­ელ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა ევ­რო­პუ­ლი ას­ოცი­აცია COST-ის დი­რექ­ტორ­თან რო­ნალდ დე ბრუ­ინ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა და მას­თან პი­რა­დად გა­ნი­ხი­ლა COST-ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლად გა­წევ­რი­ან­ებ­ის სა­კითხი.

2022 წლის 14 თე­ბერ­ვალს მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა ას­ოცი­აცი­აში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ან­ებ­ის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი გა­ნაცხა­დი გა­აკ­ეთა. შე­დე­გად, 30-31 მარ­ტს პა­რიზ­ში უმ­აღ­ლეს ხელ­მძღვა­ნელ­თა კო­მი­ტე­ტი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი ას­ამ­ბლე­ის სხდო­მა გა­იმ­არ­თა, სა­დაც COST-ის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ინ­ის ევ­რო­პუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ოჯ­ახ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ას ერ­თხმად და­უჭ­ირ­ეს მხა­რი და ორ­ივე ქვე­ყა­ნა COST-ის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ანი წევ­რი გახ­და.

მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი: „ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ას მეც­ნი­ერ­ებ­ისა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის ევ­რო­პუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ას­ოცი­აცია COST-ის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რო­ბას. ეს გახ­ლავთ კი­დევ ერ­თი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. COST-ის უმ­აღ­ლე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­ერ ჩვენს გა­ნაცხად­ზე ერ­თსუ­ლოვ­ნად მი­ღე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ნა­თე­ლი დე­მონ­სტრი­რე­ბაა იმ­ისა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მეც­ნი­ერო სფე­რო ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვი­თი სივ­რცის ნა­წი­ლია.

მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამი­ერ­იდ­ან ქარ­თველ მკვლევ­რებ­სა და ინ­ოვ­ატ­ორ­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, სრუ­ლად ის­არ­გებ­ლონ COST-ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქსე­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით, გა­აფ­არ­თო­ონ და გა­აძ­ლი­ერ­ონ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კავ­ში­რე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყონ თა­ვი­ან­თი კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბა.

მეც­ნი­ერ­ებ­ისა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის ევ­რო­პუ­ლი ას­ოცი­აცია COST-ის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ანი წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­პო­ვა­რია, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­მეც­ნი­ერო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­შუ­ალ­ებ­ას მის­ცემს, ჩა­ერ­თონ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ული მო­მავ­ლის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­შიც.“

თა­ვის მხრივ, COST-ის ას­ოცი­აცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა პრო­ფე­სორ­მა ალ­ენ ბე­რეც­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ინ­ის­თვის COST-ის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ანი წევ­რო­ბის მი­ნი­ჭე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას გა­უს­ვა ხა­ზი. მი­სი თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ცია ხელს შე­უწყობს ამ ორი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ლან­დშაფ­ტში ინ­ტეგ­რა­ცი­ას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ COST-ის ას­ოცი­აცია მეც­ნი­ერ­ებ­ისა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის სფე­რო­ში მოქ­მედ ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს ევ­რო­პულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც 1971 წელს და­ფუძ­ნდა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს ევ­რო­პელ მკვლევ­რებს შო­რის კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას, ას­ევე, მა­თი კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას სე­მი­ნა­რე­ბის, ვორ­ქშო­ფე­ბის, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ის ჩა­ტა­რე­ბის, სა­ზაფხუ­ლო სა­მეც­ნი­ერო სკო­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბი­თა და ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის გზით.