უკ­რა­ინ­ამ და სა­ქარ­თვე­ლომ ერ­თი გზა გა­ვი­არ­ეთ

დღეს ჩვენ თვალ­წინ შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი იშ­ლე­ბა: რუ­სე­თის მი­ერ და­ბომ­ბი­ლი სა­ავ­ად­მყო­ფო­ები, სა­ბავ­შვო ონ­კო­ლო­გი­ური სა­ავ­ად­მყო­ფო, ბა­გა-ბა­ღე­ბი და სკო­ლე­ბი, თუნ­დაც ერ­თმორ­წმუ­ნე ერ­ის ეკ­ლე­სი­ები; მო­ხუ­ცე­ბის და ორ­სუ­ლე­ბის ევ­აკუ­აცია; უკ­რა­ინ­ელი მე­ომ­რე­ბის თუ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის შე­უპ­ოვ­არი ბრძო­ლა სა­კუ­თა­რი მი­წის, სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად და და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. რუ­სულ აგ­რე­სი­ას­თან ას­ეთი თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლა ჩვენ­ში მხო­ლოდ პა­ტი­ვის­ცე­მას, სო­ლი­და­რო­ბა­სა და გვერ­დში დგო­მას იწ­ვევს.

სა­ქარ­თვე­ლო იდ­გა და დგას უკ­რა­ინ­ის და უკ­რა­ინ­ელ­ებ­ის გვერ­დით!

მინ­და გთხო­ვოთ ფეხ­ზე ად­გო­მით და­ვუ­დას­ტუ­როთ ჩვე­ნი სო­ლი­და­რო­ბა! გთხოვთ, წუ­თი­ერი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ თავ­და­დე­ბულ გმი­რებს!

მად­ლო­ბა მინ­და მო­ვახ­სე­ნო ჩვენ­თან მო­სულ უკ­რა­ინ­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, ბა­ტონ ან­დრი კა­სი­ან­ოვს და მას­თან ერ­თად ყვე­ლას, ვინც დღეს კი­ევ­ში, ოდ­ეს­აში თუ მა­რი­უპ­ოლ­ში ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ჩვენს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს იც­ავს.

მინ­და იც­ოდ­ეთ თქვენ, რომ აქ გა­მოვ­ხა­ტავთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ან სუ­ლის­კვე­თე­ბას. აქ გა­მოვ­ხა­ტავთ, ყვე­ლა აქ შეკ­რე­ბილ­ნი, სა­ხელ­მწი­ფოს და მი­სი ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტის, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის მხარ­და­ჭე­რას. ას­ევე მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ დღეს აქ, ჩვენ­თან ერ­თად, ეკ­ლე­სიაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ჩვენ ყვე­ლა ერ­თად სრულ მხარ­და­ჭე­რას ვუცხა­დებთ უკ­რა­ინ­ას და უკ­რა­ინ­ელ­ებს!

დღეს ამ ტრა­გე­დი­ის შემ­ყუ­რე­თა­გან, ვინც ყვე­ლა­ზე კარ­გად აც­ნო­ბი­ერ­ებს — რას ნიშ­ნავს რუ­სუ­ლი სა­უკ­უნ­ოვ­ანი იმ­პე­რი­ალ­იზ­მი, ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი ვართ! ქარ­თვე­ლებს ყვე­ლა­ზე კარ­გად გვეს­მის და ვი­ზი­არ­ებთ იმ­ას, თუ რას გა­ნიც­დის უკ­რა­ინ­ელი ერი!

უკ­რა­ინ­ამ და სა­ქარ­თვე­ლომ ერ­თი გზა გა­ვი­არ­ეთ: რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა, საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მი­ერ დაპყრო­ბა — თა­ვი­სი აჯ­ან­ყე­ბე­ბით, რეპ­რე­სი­ებ­ითა და ჰო­ლო­დო­მო­რით, და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა, რუ­სე­თის მი­ერ პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი, კი­დევ ომი და კი­დევ ოკ­უპ­აცია. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, ხე­ლი ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფერ­მა აგ­ვა­ღე­ბი­ნა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა­ზე. ზურ­გი ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფერ­მა შეგ­ვაქ­ცე­ვი­ნა ჩვენ მი­ერ არ­ჩე­ული ის­ტო­რი­ული ევ­რო­პუ­ლი გზი­სათ­ვის.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, ის­ევე, რო­გორც უკ­რა­ინ­ის, სი­ამ­აყ­ისა და თავ­და­დე­ბის ის­ტო­რიაა. ის­ტო­რიაა გან­საც­დე­ლი­სა და ტრა­გე­დი­ებ­ის, დამ­პყრობ­ლებ­თან შე­უპ­ოვ­არი, გმი­რუ­ლი, თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლის მა­გა­ლი­თე­ბის. ასე იქ­მნე­ბა ერი! ქარ­თვე­ლი ერ­ის მრა­ვალ­სა­უკ­უნ­ოვ­ანი ის­ტო­რი­ის სას­წა­ული მის გამ­ძლე­ობ­აში, ქედ­მო­უხ­რე­ლო­ბა­ში, გა­უტ­ეხ­ელ­ობ­აში, სი­ამ­აყ­ეში იყო და არ­ის! დღეს ჩვენ უკ­რა­ინ­აში სწო­რედ ას­ეთ სას­წა­ულ შე­მარ­თე­ბას ვხე­დავთ, რაც, მჯე­რა, რომ მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს.

 

უკ­რა­ინ­ის ბრძო­ლა ჯერ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თუ არა, უკ­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლია!

დღეს არა მხო­ლოდ უკ­რა­ინ­ას, არ­ამ­ედ მთელ მსოფ­ლი­ოს უმ­ძი­მე­სი დღე­ები უდ­გას, თუმ­ცა, უკ­რა­ინ­ის ბრძო­ლა ჯერ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თუ არა, უკ­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლია! წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რა­მე­თუ ამ მოვ­ლე­ნებ­მა მსოფ­ლი­ოს თვა­ლი გა­ახ­ელ­ინა და გა­მო­აღ­ვი­ძა.

უდ­ავ­ოდ უკ­რა­ინ­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ლი­და­რო­ბა და ამ სო­ლი­და­რო­ბა­ში ერ­თი­ან­ობა. უდ­ავ­ოდ უკ­რა­ინ­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ევ­რო­კავ­ში­რის არ­ნა­ხუ­ლი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა და სიმ­ტკი­ცე, ამ­ერ­იკ­ის და ევ­რო­პის ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბი. მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა დღეს უკ­ვე იზ­ოლ­ირ­ებ­ული და ხვალ კი — და­სუს­ტე­ბუ­ლი რუ­სე­თი.

 

გა­მოწ­ვე­ვებ­თან ერ­თად კრი­ზი­სებს და ომ­ებს ახ­ალი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­აქ­ვთ

დღეს ყვე­ლას­თვის გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტია და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რა­მე­თუ დღეს ვდგა­ვართ დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, ხვალ კი­დევ უფ­რო მწვა­ვე გახ­დეს. თუმ­ცა, ამ­ავ­დრო­ულ­ად, რო­გორც სჩვე­ვია ის­ტო­რი­ას, გა­მოწ­ვე­ვებ­თან ერ­თად კრი­ზი­სებს და ომ­ებს ახ­ალი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­აქ­ვთ. ახ­ალი გზე­ბი იხ­სნე­ბა. ამ ახ­ალ გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი ად­გი­ლი სწო­რედ ახ­ლა უნ­და და­იმ­კვიდ­როს. უნ­და გვეს­მო­დეს — რა ხდე­ბა; გა­ვი­აზ­როთ და მო­ვემ­ზა­დოთ ყვე­ლა შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვის­თვის და არა პა­სი­ურ­ად ვის­ხდეთ და ვე­ლო­დოთ — მო­მა­ვა­ლი რას დაგ­ვახ­ვედ­რებს. ეს არ­ის ჩვე­ნი, ყვე­ლა აქ მჯდო­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­შე! დრო აღ­არ ით­მენს! თუ ახ­ალ მოვ­ლე­ნებს, საფ­რთხე­ებ­სა და ახ­ალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მზად­ყოფ­ნა­ში არ დავ­ხვდე­ბით — ეს დრო აღ­არ დაბ­რუნ­დე­ბა!

ამ­იტ­ომ ას­ეთ გა­დამ­წყვეტ ეტ­აპ­ზე არ მეს­მის და ვერ შე­ვე­გუ­ები იმ­ას, რომ დღეს, ამ გზა­გა­სა­ყარ­ზე კინ­კლა­ობ­ის, ქიშ­პო­ბის, მტრო­ბის, დამ­ღუპ­ვე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და პო­ლა­რი­ზა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის მა­გივ­რად, თქვენ აქ შეკ­რე­ბილ­ნი ივ­იწყებთ იმ­ას, რაც ას­ახ­ულია ჩვენს გერ­ბზე: „ძა­ლა ერ­თო­ბა­შია“!

სა­ზო­გა­დო­ება კი თქვენ­ზე ბევ­რად ფხი­ზე­ლია, შეგ­ნე­ბუ­ლი, მა­მა­ცი და, რაც მთა­ვა­რია, ერ­თი­ანი. დღეს ვხე­დავ, რომ ერ­ოვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის ნიშ­ნებ­მა ხალ­ხში უკ­ვე გა­იღ­ვი­ძა, თუმ­ცა თქვენ­ში ამ­ას ჯერ ვერ ვხე­დავ. ნუ­თუ არ გეს­მით — თუ რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­კის­რი­ათ ყვე­ლას ერ­თად თქვე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შე.

 

დღეს ორ­ივე მხა­რეპო­ზი­ცი­აც და ოპ­ოზ­იცი­აცსცო­დავს და სცო­დავს
ქვეყ­ნის წი­ნა­შე!

დღეს კი, ორ­ივე მხა­რე, პო­ზი­ცი­აც და ოპ­ოზ­იცი­აც სცო­დავს და სცო­დავს ქვეყ­ნის წი­ნა­შე!

უმ­რავ­ლე­სო­ბა, თან­ხმო­ბის ძი­ებ­ის მა­გივ­რად, ყვე­ლას, ვინც არ ეთ­ან­ხმე­ბა, ხან მო­ღა­ლა­ტედ და ხან ომ­ის პარ­ტი­ად ნათ­ლავს. ოპ­ოზ­იცია, თან­ხმო­ბის ძი­ებ­ის მა­გივ­რად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ გან­ცხა­დე­ბას თუ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას უაპ­ელ­აცი­ოდ პრო­რუ­სუ­ლად აცხა­დებს.

ორ­ივე მიდ­გო­მა, გარ­და იმ­ისა, რომ სრუ­ლი­ად მი­უღ­ებ­ელია და საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის მე­თო­დებს გვა­გო­ნებს, ქვეყ­ნის­თვის, რო­გორც შიგ­ნით, ას­ევე, გა­რეთ, და­მა­ზი­ან­ებ­ელია და, გარ­კვე­ულ­წი­ლად, საფ­რთხის შემ­ცვე­ლი. ქვეყ­ნის შიგ­ნით იწ­ვევს და­ყო­ფას, გვა­სუს­ტებს, ძა­ლას გვაც­ლის, აბ­ნევს და აფ­რთხობს სა­ზო­გა­დო­ებ­ას. ქვეყ­ნის გა­რეთ კი გა­უგ­ებ­არს ხდის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მის­წრა­ფე­ბე­ბის მდგრა­დო­ბა­სა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბას.


რა­ში
სცო­დავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სცო­დავს, რო­ცა ვერ ბე­დავს გა­მო­ხა­ტოს ის, რა­საც ჩვე­ნი ის­ტო­რია და ღირ­სე­ბა გვკარ­ნა­ხობს. ამ­ას გა­მარ­თლე­ბა არ აქ­ვს. სიფ­რთხი­ლი­სა თუ ში­შის ვერ­ცერ­თი არ­გუ­მენ­ტი ვერ ამ­არ­თლებს იმ­ას, რომ ღირ­სე­ულ­ად, სიტყვით მა­ინც ვიდ­გეთ იქ, სა­დაც სინ­დი­სი და ქარ­თვე­ლო­ბა მო­ითხოვს!

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სცო­დავს, რო­ცა ამ გარ­დამ­ტეხ მო­მენ­ტში ქვეყ­ნის­თვის ის­ტო­რი­ული გა­ნაცხა­დი ერ­თობ­ლი­ვი ხელ­მო­წე­რით გამ­ყა­რე­ბუ­ლი კი არ წა­რად­გი­ნა ევ­რო­პის წი­ნა­შე, რო­გორც სრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კონ­სო­ლი­და­ცი­ის ნი­შა­ნი და ერ­ოვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, არ­ამ­ედ არ­ჩია თა­ვის თავ­ში ჩა­კეტ­ვა და ერ­თპი­როვ­ნუ­ლად ხე­ლის მო­წე­რა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სცო­დავს, რო­ცა პარ­ტი­ას ეძ­ლე­ვა უპ­ირ­ატ­ეს­ობა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ნაც­ვლად გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა თუ გა­სა­ჯა­რო­ებ­აში. რო­ცა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს შო­რის მთა­ვა­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვად და ინ­ფორ­მა­ცია არ ზი­არ­დე­ბა.

ვინ­მე და­იჯ­ერ­ებს, რომ ას­ეთ მძი­მე და სა­ყუ­რადღე­ბო ვი­თა­რე­ბა­ში არ­ცერ­თხელ არ შეკ­რე­ბი­ლა უს­აფ­რთხო­ებ­ის საბ­ჭო, არ­ცერ­თხელ არ ყო­ფი­ლა ერ­თობ­ლი­ვად გან­ხი­ლუ­ლი სამ­ხედ­რო საფ­რთხე­ები უმ­აღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის დას­წრე­ბით. სას­წრა­ფოდ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია ეს მან­კი­ერი ფორ­მე­ბი!


რა­ში
სცო­დავს ოპ­ოზ­იცია?

ოპ­ოზ­იცია სცო­დავს, რო­ცა ბრი­უს­ელ­ში, კი­ევ­სა თუ ამ­ერ­იკ­აში აქ­ვს მცდე­ლო­ბე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი და სა­ხე გა­აშ­ავ­ოს და ქვე­ყა­ნა ისე წარ­მო­აჩ­ინ­ოს, რომ ვი­თომ­ცდა ში­ში ვამ­ჯო­ბი­ნეთ ღირ­სე­ბას! თით­ქოს ღირ­სი არ ვართ არც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის, არც ნა­ტოს­თან და ამ­ერ­იკ­ას­თან პარ­ტნი­ორ­ობ­ის. ან კი­დევ უარ­ესი, რო­ცა ამ­ტკი­ცებს, ვი­თომ­ცდა მთავ­რო­ბამდა მა­შა­სა­და­მე ქვე­ყა­ნამშეც­ვა­ლა პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი! ეს ხომ ქვეყ­ნის და შე­ნი ხალ­ხის შე­ურ­აცხყო­ფაა, რო­ცა ვა­შინ­გტონ­ში შენს ქვე­ყა­ნას ეს­ოდ­ენ ბრალს უყ­ენ­ებ და შე­ნი­ვე ქვე­ყა­ნა შენ­გან მას­პინ­ძლის და­სა­ცა­ვი ხდე­ბა. ას­ეთი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ხომ მხო­ლოდ მთავ­რო­ბას არ აზი­ან­ებს, არ­ამ­ედ ქვე­ყა­ნას, და მტრის საქ­მეს აკ­ეთ­ებს!

ოპ­ოზ­იცია სცო­დავს, რო­ცა შე­ურ­აცხყო­ფას აყ­ენ­ებს პო­ლი­ცი­ას და პო­ლი­ცი­ელ­ებს. ეს არ­ის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და უს­აფ­რთხო­ებ­ის­ათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკ­ის­რია, მი­თუ­მე­ტეს, ამ უაღ­რე­სად და­ძა­ბულ პე­რი­ოდ­ში. მათ მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა და მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლას გვე­ვა­ლე­ბა და, პირ­ველ რიგ­ში, ვინც ხალ­ხის არ­ჩე­ულია!

რადროაკეტ­ჩუ­პის და ფქვი­ლის? ესსირ­ცხვი­ლია“!

ოპ­ოზ­იცია სცო­დავს, რო­ცა რა­დი­კა­ლურ ზო­მებ­ზე აპ­ელ­ირ­ებს და ამ­ითი ცდი­ლობს მთავ­რო­ბის შერ­ყე­ვას, ანუ შექ­მნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­თა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის მიღ­წე­ვას. ამ დროს კი ქვე­ყა­ნას აყ­ენ­ებს ჩი­ხურ მდგო­მა­რე­ობ­აში და, შე­საძ­ლოა, საფ­რთხის ქვეშ ისე, რომ ამ­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე არ იღ­ებს. გა­ერ­თი­ან­ებ­აზე სიტყვი­ერ­ად აპ­ელ­ირ­ებს და, რე­ალ­ურ­ად, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნის მო­გე­ბას და პრო­ვო­კა­ცი­ებს არ, თუ ვერ ელ­ევა.

. . .

თუმ­ცა ვე­თან­ხმე­ბი ორ­ივ­ეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმ­აში, რომ გარ­კვე­ული სიფ­რთხი­ლეც გვჭირ­დე­ბა და ოპ­ოზ­იცი­ას იმ­აში, რომ გარ­კვე­ული გამ­ბე­და­ობ­აც შეგ­ვიძ­ლია.

. . .

ამ­იტ­ომ, მე არ და ვერ შე­ვალ, აქ, მთავ­რო­ბის ცალ­კე­ული გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა თუ მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ინ­ის ომს და ჩვენს უს­აფ­რთხო­ებ­ას ეხ­ება. ას­ეთი გან­ხილ­ვე­ბი და­ხუ­რულ, ოღ­ონდ ინ­კლუ­ზი­ურ ფორ­მატ­ში, ყვე­ლას ჩარ­თუ­ლო­ბით, მოს­მე­ნით და აზ­რთა გაც­ვლით უნ­და ხდე­ბო­დეს და შემ­დეგ ყვე­ლა უნ­და იღ­ებ­დეს მი­ღე­ბულ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბებ­ზე ერ­თობ­ლივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ამ ფორ­მა­ტის შექ­მნა კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ევ­ალ­ება.

ამ­იტ­ომ, მე არ და ვერ შე­ვალ აქ იმ ცალ­კე­ული პი­როვ­ნე­ბე­ბის ქმე­დე­ბე­ბის გარ­ჩე­ვა­ში, რომ­ლე­ბიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ და ცდი­ლო­ბენ ამ უმ­ძი­მეს დროს ორ მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნას შო­რის და­თე­სონ გა­უგ­ებ­რო­ბა, წყე­ნა, უთ­ან­ხმო­ება და გა­აჩ­ინ­ონ რა­იმე ბზა­რი. ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია და ამ­ას ჩვე­ნი პარ­ტნი­ორ­ებ­იც კარ­გად ხვდე­ბი­ან, რომ უკ­რა­ინ­ასა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ნე­ბის­მი­ერი უთ­ან­ხმო­ება რუ­სე­თის­თვის და მხო­ლოდ რუ­სე­თის­თვი­საა ხელ­საყ­რე­ლი.


მე
არ და ვერ შე­ვალ სა­აკ­აშ­ვი­ლის შეწყა­ლე­ბის თე­მის ხე­ლახ­ლა გან­ხილ­ვა­ში

მე არ და ვერ შე­ვალ, სა­იდ­ან­აც არ უნ­და მო­დი­ოდ­ეს ეს, სა­აკ­აშ­ვი­ლის შეწყა­ლე­ბის თე­მის ხე­ლახ­ლა გან­ხილ­ვა­ში, რა­მე­თუ პა­სუ­ხი ერ­თხელ უკ­ვე გა­ცე­მუ­ლია. უკ­რა­ინ­ის ომ­ით ამ სა­კითხის გა­ცოცხლე­ბა კი მხო­ლოდ ში­და პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­ვი­ვე­ბის გა­მომ­წვე­ვია.

 

 ზე­ლენ­სკის ვთხოვდა­აბ­რუ­ნოს ელ­ჩი, რა­თა ჩვენ ორ ერს შო­რის კავ­ში­რი
სრუ­ლი­ად გამ­ყარ­დეს და იყ­ოს უფ­რო მჭიდ­რო და უდ­რე­კი

კი­დევ ერ­თხელ, ჩვენ­სა და უკ­რა­ინ­ას შო­რის რა­იმე გა­უგ­ებ­რო­ბის შე­მო­ტა­ნის მცდე­ლო­ბაც კი მი­უღ­ებ­ელია. მე ამ­ას არ და­ვუშ­ვებ! ამ­იტ­ომ, რო­გორც შარ­შან, 9 აპ­რილს, ჩე­მი სა­პარ­ლა­მენ­ტო მოხ­სე­ნე­ბი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მივ­მარ­თე — და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი ელ­ჩი უკ­რა­ინ­აში, ას­ევე, დღეს, აქ­ედ­ან, ამ ტრი­ბუ­ნი­დან მივ­მარ­თავ, ჩემს კო­ლე­გას და მე­გო­ბარს, უკ­რა­ინ­ის პრე­ზი­დენ­ტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის და ვთხოვ, და­აბ­რუ­ნოს ელ­ჩი, რა­თა ჩვენ ორ ერს შო­რის, ამ უმ­ძი­მეს წუ­თებ­ში, კავ­ში­რი სრუ­ლი­ად გამ­ყარ­დეს და იყ­ოს უფ­რო მჭიდ­რო და უდ­რე­კი.

ამ ურ­თუ­ლესს პე­რი­ოდ­ში, დღეს მა­ინც გა­ვა­ხი­ლოთ თვა­ლი და შე­ვიგ­ნოთთუ რა ხდე­ბა ჩვენს თავს. ყვე­ლა ერ­თად აზ­რზე მო­ვი­დეთ, ჩავ­დგეთ ამ ახ­ალ კა­ლა­პოტ­ში და ქვე­ყა­ნას ვაჩ­ვე­ნოთ გე­ზი და გზა!

გა­მო­ვას­წო­როთ ის, რაც წინ­სვლის და წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე გვა­ფერ­ხებს. ერ­თი­ან­ობა ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია! ეს ერ­თი­ან­ობა იწყე­ბა პრე­ზი­დენ­ტით, რა­მე­თუ კონ­სტი­ტუ­ცი­ით ის ერ­თი­ან­ობ­ის გა­რან­ტია.

ამ­იტ­ომ აბ­სურ­დია, სხვა რომ არა ვთქვა რა, რო­ცა პრე­ზი­დენ­ტს ბრალს სდებ სა­ზო­გა­დო­ებ­ის და­ყო­ფა­ში, მა­შინ, რო­ცა ის რუს­თა­ველ­ზე გა­მოჩ­ნდა იმ­ის­ათ­ვის და იმ­ის გა­მო, რომ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ედ­გი­ნა! წარ­მო­ედ­გი­ნა ყვე­ლა, ვინც პო­ლი­ტი­კუ­რი პლა­კა­ტე­ბის გა­მო არ მი­ვი­და და ვინც უბ­რა­ლოდ ვერ მი­ვი­და. ამ­ავ­დრო­ულ­ად, პრე­ზი­დენ­ტი რუს­თა­ველ­ზე მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის მას­პინ­ძლად წარ­სდგა, რო­გორც ამ­ას ქარ­თუ­ლი ზრდი­ლო­ბა მო­ითხოვს! ეს და­ყო­ფა კი არაა, ეს ერ­ოვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის პირ­ვე­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა! ვი­საც ეს არ ეს­მის, ერ­ის ხმაც არ ეს­მის! პო­ლი­ტი­კო­სებ­მა თუ ვე­რა, სა­ზო­გა­დო­ებ­ამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნივ­რად გა­იგო.

 

პრე­ზი­დენ­ტი არც ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის კუთ­ვნი­ლე­ბა არაა

და დროა — ყვე­ლამ გა­იგ­ოს, რომ პრე­ზი­დენ­ტი არც ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის კუთ­ვნი­ლე­ბა არაა და არც მე­ორ­ეს კუთ­ვნი­ლე­ბა გახ­დე­ბა. ის ას­რუ­ლებს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ინა­უგ­ურ­აცი­აზე და­დე­ბულ პი­რო­ბას: „კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ვი­ყო ყვე­ლას პრე­ზი­დენ­ტი, ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პრე­ზი­დენ­ტი“.

პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს მხო­ლოდ პა­ტი­ვის­ცე­მა არ ჰყოფ­ნის, მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აუც­ილ­ებ­ელია, მი­თუ­მე­ტეს ამ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში. ომი უკ­რა­ინ­აში, ევ­რო­კავ­ში­რის ახ­ალი მიდ­გო­მე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი ამ ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე, საფ­რთხე­ები და მზად­ყოფ­ნა… ეს ის თე­მე­ბია, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში გან­ხილ­ვის და მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი იქ­ნე­ბო­და და უნ­და იყ­ოს არა მხო­ლოდ მთავ­რო­ბის წი­აღ­ში, არ­ამ­ედ მთავ­რო­ბა­სა და პრე­ზი­დენ­ტს შო­რის, პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და სხვა­დას­ხვა ოპ­ოზ­იცი­ას შო­რის.

ამ­იტ­ომ ორი კვი­რის წინ ხე­ლი მო­ვა­წე­რე პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მის მოწ­ვე­ვას, რო­მელ­საც უკ­რა­ინ­ის სა­კითხი უნ­და გა­ნე­ხი­ლა. ამ­იტ­ომ მო­ვითხო­ვე უს­აფ­რთხო­ებ­ის საბ­ჭოს გა­ფარ­თო­ებ­ულ ფორ­მატ­ში ჩა­ტა­რე­ბა.

ამ­იტ­ომ მივ­მარ­თე პარ­ლა­მენ­ტს, რა­თა ჩე­მი ევ­რო­პი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, 5 მარ­ტს და­ენ­იშ­ნა ჩე­მი გა­მოს­ვლა. არ­ცერ­თი მო­წო­დე­ბა გა­ზი­არ­ებ­ული არ იქ­ნა, არ ჩა­ნიშ­ნუ­ლა არც რიგ­გა­რე­შე სხდო­მა, არც გა­ფარ­თო­ებ­ული უს­აფ­რთხო­ებ­ის საბ­ჭო, და­ბო­ლოს, წლი­ური გა­მოს­ვლი­სათ­ვის მოთხოვ­ნი­ლი თა­რი­ღიც არ იქ­ნა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი.

 

ამ დროს გა­უგ­ებ­არია პრე­ზი­დენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მი­ან­ობ­ის მი­მართ
და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბი

ამ დროს გა­უგ­ებ­არია, რო­ცა სა­ჭი­რო­ება ყვე­ლა­ზე დი­დია და დრო არ ით­მენს, პრე­ზი­დენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მი­ან­ობ­ის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბი.

2022 წლის 26 თე­ბერ­ვალს წე­რი­ლო­ბით მეთ­ქვა უარი პა­რიზ­ში, ბრი­უს­ელ­ში, ბერ­ლინ­სა და ვარ­შა­ვა­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბის გა­მარ­თვა­ზე. არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ვა­უქ­მე ყვე­ლა ოფ­იცი­ალ­ური ფორ­მა­ტი. ას­ეთ დროს სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნიე ჩე­მი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბის პი­რად შეხ­ვედ­რე­ბად გა­დაქ­ცე­ვა. მი­მაჩ­ნია, რომ ეს მიდ­გო­მა და ას­ეთი შეზღუდ­ვე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც ეს­ოდ­ენ რთულ რე­გი­ონ­ში იმ­ყო­ფე­ბა, და­მა­ზი­ან­ებ­ელია. შეზღუდ­ვე­ბის დრო კი არა, პი­რი­ქით, ვი­საც რა შეგ­ვიძ­ლია, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და ვი­ყოთ ჩარ­თულ­ნი, მოს­ვე­ნე­ბას არ უნ­და ვაძ­ლევ­დეთ ჩვენს პარ­ტნი­ორ­ებს! მე კი მგო­ნია, რომ ჩე­მი ორ­მოც­წლი­ანი გა­მოც­დი­ლე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ისა და სტრა­ტე­გი­ულ სა­კითხებ­ში და ამ პე­რი­ოდ­ში შე­ძე­ნი­ლი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი ამ ქვეყ­ნის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლია, ვიდ­რე და­სა­კარ­გი.

დღეს წინ გვიდ­გას ორი სა­კითხი, რომ­ლე­ბიც ერ­თად მოქ­მე­დე­ბას გვა­იძ­ულ­ებ­ენ: ეს არ­ის ახ­ლად დას­მუ­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის სა­კითხი და უკ­რა­ინ­ის მხარ­და­ჭე­რის და მის ირ­გვლივ შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კა.

ჩემ­მა ევ­რო­პა­ში ვი­ზიტ­მა და­მარ­წმუ­ნა, რომ არ­სე­ბობს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის ახ­ალი, რე­ალ­ური და ნამ­დვი­ლი შან­სი, რე­ალ­ური მზად­ყოფ­ნა ჩვე­ნი პარ­ტნი­ორ­ებ­ის მხრი­დან. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში კი აუც­ილ­ებ­ელი იყო და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, პი­რა­დი შეხ­ვედ­რე­ბით თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­აში გა­მოს­ვლე­ბით, გა­მემ­ყა­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი ამ პრო­ცე­სებ­ში, რა­თა არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო იმ­ის ცდუ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ან და­ევ­იწყე­ბი­ნათ, ან სხვა ჭრილ­ში გა­ნე­ხი­ლათ, ვიდ­რე უკ­რა­ინა ან მოლ­დო­ვა.

 

სა­ჭი­როა ერ­თი­ანი შე­თან­ხმე­ბუ­ლი გეგ­მის მომ­ზა­დე­ბა და წარ­დგე­ნა, რო­მე­ლიც
შემ­დეგ არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ან­ულ­ირ­ებ­ას!

ახ­ლა ყვე­ლა მხრი­დან ის­მის: რა გა­ვა­კე­თოთ? რო­გორ გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი შან­სე­ბი? რო­დის და რო­გორ?

გი­პა­სუ­ხებთ : ერ­თი­ან­ობა! ერ­თი­ან­ობა და ერ­თი­ან­ობა!

არ­ანა­ირი და­ყო­ფა და ცალ-ცალ­კე სირ­ბი­ლი ჩვენს პარ­ტნი­ორ­ებ­თან! სა­ჭი­როა ერ­თი­ანი შე­თან­ხმე­ბუ­ლი გეგ­მის მომ­ზა­დე­ბა და წარ­დგე­ნა, რო­მე­ლიც შემ­დეგ არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ან­ულ­ირ­ებ­ას! პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მთავ­რო­ბა და პარ­ლა­მენ­ტი, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა, მე­დია, არ­ას­ამ­თავ­რო­ბო­ები, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ები, ყვე­ლა ერ­თი გეგ­მის ირ­გვლივ და ერ­თი მიზ­ნით უნ­და გა­ვერ­თი­ან­დეთ და ვმოქ­მე­დებ­დეთ. ვმუ­შა­ობ­დეთ იმ რე­ფორ­მე­ბის პა­კეტ­ზე, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა აუც­ილ­ებ­ელი იქ­ნე­ბა, თუ სე­რი­ოზ­ულ­ად ვხე­დავთ ჩვენ მო­მა­ვალს ევ­რო­პა­ში. ეს იქ­ნე­ბა ერ­ოვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის ნამ­დვი­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რომ­ლის გა­რე­შეც, აქ­ამ­დე, ევ­რო­კავ­შირ­ში არ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა გა­წევ­რი­ან­ებ­ულა.

ას­ევე, უკ­რა­ინ­ის ომ­ის მი­მართ ჩვე­ნი მიდ­გო­მა სრუ­ლი­ად კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი უნ­და იყ­ოს. არ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს, მოყ­ვას­სა თუ მტერს, ეჭ­ვი გა­უჩ­ნდეს, რომ ჩვენ ეს­ოდ­ენ ეგ­ზის­ტენ­ცი­ალ­ური ყოფ­ნა/არ ყოფ­ნის სა­კითხზე ვერ ვთან­ხმდე­ბით. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ზო­გა­დო­ება ბევ­რად სა­ღად აზ­როვ­ნებს და მი­სი კონ­სო­ლი­და­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია. ნა­თე­ლია, რომ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ულ­ად და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის დაც­ვის და უთ­ან­ას­წო­რო ომ­ებ­ის სა­მა­გა­ლი­თო მემ­კვიდ­რეა, მო­რა­ლუ­რად უკ­რა­ინ­ის მხა­რეს დგას. ას­ევე, ნა­თე­ლია, რო­გორც ამ­ერ­იკ­ის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თა­ვად ახ­სნა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს არ ეს­მო­დეს — რა გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბა ქვე­ყა­ნა, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ის 20 % ოკ­უპ­ირ­ებ­ულია და სა­ოკ­უპ­აციო ხა­ზი დე­და­ქა­ლა­ქი­დან 40 კმ-ში გა­დის.

 

ჩვე­ნი გზა ხომ ერ­თია: პრინ­ცი­პუ­ლი, თუმ­ცა გო­ნივ­რუ­ლი,
არც კონ­ფრონ­ტა­ცი­ის­კენ პრო­ვო­ცი­რე­ბა, არც წინ­სწრე­ბით
დათ­მო­ბის და ზედ­მე­ტი სიფ­რთხი­ლის ბუნ­დო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კა

ჩვე­ნი გზა ხომ ერ­თია: პრინ­ცი­პუ­ლი, თუმ­ცა გო­ნივ­რუ­ლი, არც კონ­ფრონ­ტა­ცი­ის­კენ პრო­ვო­ცი­რე­ბა, არც წინ­სწრე­ბით დათ­მო­ბის და ზედ­მე­ტი სიფ­რთხი­ლის ბუნ­დო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კა. თუ­კი ეს ხა­ზი გახ­დე­ბა ჩვე­ნი გა­მა­ერ­თი­ან­ებ­ელი, ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა ამ ჭრილ­ში გან­ვი­ხი­ლოთ ყვე­ლა სენ­სი­ტი­ური სა­კითხი, სან­ქცი­ები თუ სხვა. ერ­თი მხრივ, აუც­ილ­ებ­ელია სიფ­რთხი­ლე, გა­მომ­დი­ნა­რე ოკ­უპ­აცი­იდ­ან, რე­გი­ონ­ული გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან და ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური და სო­ცი­ალ­ური მდგო­მა­რე­ობ­იდ­ან. მე­ორე მხრივ კი, მო­ითხოვს მო­ვიქ­ცეთ უკ­რა­ინ­ის მე­გობ­რი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წევ­რის­თვის შე­სა­ფე­რი­სად. სენ­სი­ტი­ური სა­კითხია ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­თი­დან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის შე­მოს­ვლა, რო­მე­ლიც არ უნ­და გახ­დეს არც ჩვე­ნი და­ყო­ფის, არც ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის და არც პა­ნი­კის მი­ზე­ზი. აქ­აც უნ­და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პო­ზი­ცია. ამ მხრივ, და­მა­ზი­ან­ებ­ელია ის ოფ­იცი­ალ­ური გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ეთ­ნი­კუ­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის საფ­რთხე­ზე აპ­ელ­ირ­ებ­ენ. ნაც­ვლად ამ­ისა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­ას მი­აწ­ოდ­ოს ზუს­ტი და დრო­ული ინ­ფორ­მა­ცია და და­არ­წმუ­ნოს იმ­აში, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო წეს­რი­გი სა­თა­ნა­დო­დაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, რო­გორც საზღვარ­ზე, ას­ევე ქვე­ყა­ნა­ში.

მინ­და მივ­მარ­თო მთავ­რო­ბას და ოპ­ოზ­იცი­ური პარ­ტი­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ამ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვა, რა­თა შევ­ძლოთ ერ­თი­ანი პო­ზი­ცი­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა: ერ­თი მხრივ, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის სა­კითხზე და მე­ორე მხრივ — უკ­რა­ინ­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ისე რომ, არ­ცერ­თი სა­კითხი არ იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ვიწ­რო, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის. მი­ვე­სალ­მე­ბი გა­წევ­რი­ან­ებ­ის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­ის გან­ცხა­დე­ბას, მი­ვე­სალ­მე­ბი რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც მუ­შავ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, რომ ეს რე­ზო­ლუ­ცია ერ­თსუ­ლოვ­ნად იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი. ას­ევე, გა­ვე­ცა­ნი რამ­დე­ნი­მე არ­ას­ამ­თავ­რო­ბოს მი­ერ შექ­მნილ გან­ცხა­დე­ბას, სა­ზო­გა­დო­ებ­ის სხვა პე­ტი­ცი­ებს თუ ინ­იცი­ატ­ივ­ებს, რომ­ლებ­საც ას­ევე მი­ვე­სალ­მე­ბი.

გთა­ვა­ზობთ, რომ ყვე­ლა ეს წა­მოწყე­ბა იყ­ოს გა­ერ­თი­ან­ებ­ული და ყვე­ლამ ერ­თად მო­ვა­წე­როთ ხე­ლი ერთ დო­კუ­მენ­ტს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ჩვე­ნი გა­ნაცხა­დის მხარ­დამ­ჭე­რი და ნი­შა­ნი ამ სა­კითხზე ჩვე­ნი სრუ­ლი ერ­თი­ან­ობ­ისა. და გა­და­ეგ­ზავ­ნოს ევ­რო­კავ­შირს ერთ პა­კე­ტად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით.

გთა­ვა­ზობთ, რომ სას­წრა­ფოდ შე­იქ­მნას ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და აპ­არ­ატი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ოპ­ოზ­იცი­ის წი­აღ­იდ­ან იქ­ნას შერ­ჩე­ული. ის გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, რა­თა გა­წევ­რი­ან­ებ­ის მოთხოვ­ნე­ბი მყი­სი­ერ­ად იქ­ნას შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რო­გორც სხვა კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა.

მო­ვუ­წო­დებ მთავ­რო­ბას, რომ ოპ­ოზ­იცი­ურ სპექ­ტრის მო­ნა­წი­ლე­ობ­ით შე­იქ­მნას უს­აფ­რთხო­ებ­ის საბ­ჭოს გა­ფარ­თო­ებ­ული, ან სხვა ფორ­მა­ტი, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა სენ­სი­ტი­ური სა­კითხი, რო­მე­ლიც მო­ითხოვს სა­იდ­უმ­ლო ფორ­მატს. და აქ­ვე, კი­დევ ერ­თხელ მინ­და მო­გი­წო­დოთ, რომ ამ ყვე­ლა­სათ­ვის უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში გა­მო­ვაცხა­დოთ მო­რა­ტო­რი­უმი სი­ძულ­ვი­ლის ენ­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

და­ბო­ლოს, მივ­მარ­თავ ხალ­ხს, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ყვე­ლა იმ კერ­ძო წა­მოწყე­ბი­სა და სო­ლი­და­რო­ბის ინ­იცი­ატ­ივ­ებ­ის­თვის, რი­თაც უკ­რა­ინ­ის­ად­მი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტეთ.

ას­ევე, მინ­და უკ­რა­ინ­აში მაცხოვ­რე­ბე­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­ის სა­ხე­ლით და პი­რა­დად ჩე­მი სა­ხე­ლით მად­ლო­ბა მო­ვახ­სე­ნო სა­ელ­ჩოს და სა­კონ­სუ­ლო­ებ­ის თა­ნამ­შრომ­ლებს კი­ევ­ში, ოდ­ეს­ასა და ლვოვ­ში, მა­თი პერ­სო­ნა­ლუ­რი და და­უღ­ალ­ავი თავ­და­დე­ბი­სათ­ვის.

მინ­და გითხრათ, რომ გვე­ლო­დე­ბა რთუ­ლი პე­რი­ოდი, მძი­მე ეკ­ონ­ომ­იკ­ური და სო­ცი­ალ­ური ვი­თა­რე­ბა, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ოს. ეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­ის შე­სა­ტა­ნი წვლი­ლია, იმ დროს, რო­ცა ჩვე­ნი უკ­რა­ინ­ელი ძმე­ბი სის­ხლით და ბრძო­ლით იც­ავ­ენ ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბას და ახ­ალი მო­მავ­ლის კარს გვიხ­სნი­ან.

მინ­და იც­ოდ­ეთ, რომ მე არ­აფ­ერს და­ვი­შუ­რებ, რომ მთავ­რო­ბა­სა და ოპ­ოზ­იცი­ას­თან ერ­თად მოვ­ნა­ხოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და ერ­თი­ან­ობ­ის გზე­ბი. ერ­თად აღ­ვუდ­გეთ საფ­რთხე­ებს წინ და ერ­თად მოვ­ნა­ხოთ ყვე­ლა ახ­ალი კა­რის გა­სა­ღე­ბი. თქვენც გმარ­თებთ თქვე­ნი წვლი­ლი შე­იტ­ან­ოთ, თქვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოთ და ერ­ოვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა რე­ალ­ობ­ად აქ­ცი­ოთ, რა­მე­თუ ეს არ­ის ქვეყ­ნის რე­ალ­ური საყ­რდე­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს გაგ­ვაძ­ლე­ბი­ნებს და ყვე­ლა­ფერს შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნებს.

დი­დე­ბა უკ­რა­ინ­ას! დი­დე­ბა გმი­რებს! გა­უმ­არ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს!

https://president.ge/?m=250&fbclid=IwAR3By9iKVgZRynBT9dxAbanr7Z7ACVCQ74sypv-w3pLIgmFNkgLoztuI2iY