სა­ქარ­თვე­ლოს ენ­ერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ერ­ოვ­ნუ­ლი კო­მი­სია (სე­მეკ) უკ­რა­ინ­ელი ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ტვირ­თს აგ­ზავ­ნის. უკ­რა­ინ­აში გა­საგ­ზავ­ნი სა­მე­დი­ცი­ნო და პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ებ­ის საგ­ნე­ბი სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რის ინ­იცი­ატ­ივ­ით, მი­სი და კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ფი­ნან­სუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით შეგ­როვ­და.
„ვაგ­ზავ­ნით პირ­ველ დახ­მა­რე­ბას უკ­რა­ინ­ელი ხალ­ხის­თვის. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უკ­რა­ინ­ელ­მა ხალ­ხმა ქარ­თვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა და გვერ­დში დგო­მა ყვე­ლა­ნა­ირ­ად იგ­რძნოს. ჩვენ ვი­ცით, რა არ­ის ომი, ვი­ცით, რამ­დე­ნად დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს მხარ­და­ჭე­რა­სა და თა­ნად­გო­მას ას­ეთ წუ­თებ­ში. ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ტვირ­თში გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ყვე­ლა სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტი, სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნივ­თე­ბი და სხვა­დას­ხვა მშრა­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი. ეს არ­ის პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა სე­მე­კის მხრი­დან. სა­ჭი­რო­ებ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ვუ­წევთ სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბებ­საც,“- გა­ნაცხა­და სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.
უკ­რა­ინ­ელი ხალ­ხის­თვის სე­მე­კის მი­ერ გაგ­ზავ­ნი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი მო­იც­ავს სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტებს, სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნივ­თებს, ჰი­გი­ენ­ურ სა­შუ­ალ­ებ­ებ­სა და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნებს, არა მალ­ფუ­ჭე­ბად, მშრალ პრო­დუქ­ტებს.