სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი უკ­რა­ინ­ის რა­დას თავ­მჯდო­მა­რეს რუს­ლან სტე­ფან­ჩუკს ას­ეთი ში­ნა­არ­სის წე­რილს უგ­ზავ­ნის:

„თქვენ მი­ერ ცო­ტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბულ ვი­დეო-მი­მარ­თვა­ზე პა­სუ­ხად, გი­დას­ტუ­რებთ ჩვენს სრულ მხარ­და­ჭე­რას უკ­რა­ინ­ელი ხალ­ხის, უკ­რა­ინ­ის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ის მი­მართ. სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ინ­ას სტრა­ტე­გი­ული პარ­ტნი­ორ­ობა და სა­უკ­უნ­ოვ­ანი ის­ტო­რი­ული მე­გობ­რო­ბა აერ­თი­ან­ებთ. ჩვენ ვი­ზი­არ­ებთ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ხედ­ვას ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

1990-იანი წლე­ბის და­საწყის­ში და შემ­დგომ — 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლომ სა­კუ­თა­რი სის­ხლის ფა­სად პირ­ველ­მა გა­მოს­ცა­და რუ­სუ­ლი სრულ­მას­შტა­ბი­ანი სამ­ხედ­რო აგ­რე­სია. ათ­წლე­ულ­ებია გრძელ­დე­ბა რუ­სუ­ლი ოკ­უპ­აცია, რო­მელ­საც ჩე­მი ქვეყ­ნი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მაცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ყო­ველ­დღი­ურ­ად ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გე­ბი მო­აქ­ვს. დღეს კი უკ­რა­ინ­აში ვართ მომ­სწრე რუ­სე­თის კი­დევ ერ­თი სრულ­მას­შტა­ბი­ანი აგ­რე­სი­ის.

სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის გა­მო­ხა­ტავ­და ერ­თგუ­ლე­ბას ჩვე­ნი მოძ­მე უკ­რა­ინ­ის­ად­მი, გან­სა­კუთ­რე­ბით, 2014 წელს რუ­სე­თის მი­ერ თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული აგ­რე­სი­ის შემ­დეგ. ამ ის­ტო­რი­ულ­მა უს­ამ­არ­თლო­ბამ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ბე­დი ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­როდ და­აკ­ავ­ში­რა. სწო­რედ ამ­იტ­ომ, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ თქვე­ნი დახ­მა­რე­ბის­თვის, ომ­ისა და აგ­რე­სი­ის შე­ჩე­რე­ბი­სა და ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის­კენ ჩვე­ნი სა­ერ­თო მო­მავ­ლის გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის­თვის.

სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ენ­აზე სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­ური ძა­ლის­ხმე­ვით უკ­რა­ინ­ის მხარ­და­ჭე­რის წი­ნა ხაზ­ზე დგას. ჩვენ თქვენ გვერ­დით ვი­დე­ქით გა­ერ­ოს გე­ნე­რა­ლურ ას­ამ­ბლე­აზე რუ­სე­თის შეჭ­რის დაგ­მო­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში — რუ­სე­თის ომ­ის და­ნა­შა­ულ­ებ­ის გა­მო­ძი­ებ­ის მო­წო­დე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით, ევ­რო­პის საბ­ჭო­ში — რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ობ­ის შე­ჩე­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით.

ამ­იტ­ომ გულ­დაწყვე­ტი­ლე­ბი ვართ, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა სპე­კუ­ლა­ცი­ებ­მა და აბ­სო­ლუ­ტურ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აზე და­ფუძ­ნე­ბულ­მა კამ­პა­ნი­ებ­მა ჩრდი­ლი მი­აყ­ენა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან უკ­რა­ინ­ის­ად­მი მტკი­ცე და უან­გა­რო მხარ­და­ჭე­რას და სო­ლი­და­რო­ბას.

ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ უკ­რა­ინ­ის მხარ­და­ჭე­რის გზი­დან გა­დახ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით უბ­რა­ლოდ არ შე­ეს­აბ­ამ­ება სი­მარ­თლეს.

ბა­ტო­ნო თავ­მჯდო­მა­რევ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ავ­ით, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვართ ერ­თი­ანი, და არა და­ყო­ფი­ლი, უკ­რა­ინ­ის­ად­მი მხარ­და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ჩვენ მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რძე­ლებთ თქვენს თა­ნად­გო­მას“, — ნათ­ქვა­მი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მი­ერ გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.