ოკ­უპ­ირ­ებ­ული ტე­რი­ტო­რი­ებ­იდ­ან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ალ­ური დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ ექ­იმ­ებ­თან იწყებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში იქ­მნე­ბა „მრჩე­ველ­თა საბ­ჭო“, რომ­ლის წევ­რე­ბიც საზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე, სხვა­დას­ხვა დარ­გის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კლი­ნი­ცის­ტი მე­დი­კო­სე­ბი არი­ან. „მრჩე­ველ­თა საბ­ჭო“ ჩა­ერ­თვე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, ას­ევე, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში.

საბ­ჭოს წევ­რე­ბი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­ურ, ობი­ექ­ტურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­მუ­შა­ვე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­უზი­არ­ებ­ენ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ით­ან­ამ­შრომ­ლე­ბენ ევ­რო­პი­სა და ამ­ერ­იკ­ის წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კის ექ­იმ­ები: 

  1. ან­გი­ოლ­ოგი იოს­ებ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი (ვე­ნის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა, ვე­ნა, ავ­სტრია)
  2. ნევ­რო­ლო­გი მაია პა­ტა­რაია (ვე­ნის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა, ვე­ნა, ავ­სტრია)
  3. რა­დი­ოლ­ოგი დი­მიტ­რი ტვილ­დი­ანი (დი­აგ­ნოს­ტი­კის ცენ­ტრი, ნიუ-იორ­კი, ა.შ.შ.)
  4. ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი თა­მარ ქვარ­ცხა­ვა (ში­ნა­გა­ნი მე­დი­ცი­ნის რე­ზი­დენ­ტუ­რა, „ფლა­შინგ ჰოს­პიტ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი“, ნიუ-იორ­კი, ა.შ.შ.)
  5. ქი­რურ­გი-ტრავ­მა­ტო­ლო­გი, თე­რა­პევ­ტი, ში­ნა­გა­ნი მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ალ­ის­ტი ირ­აკ­ლი შო­ში­აშ­ვი­ლი (ინ­გოლ­შდად­ტის სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კა II, ინ­გოლ­შდად­ტი, გერ­მა­ნია)
  6. ქვე­და კი­დუ­რე­ბის ვე­ნე­ბის და­ავ­ად­ებ­ებ­ის და მუც­ლის ღრუს ქი­რურ­გი ივ­ანე ჩაჩხი­ანი (ჯგუფ „ვა მედ-მე­დი­ტე­რას“ რე­გი­ონ­ული სა­ავ­ად­მყო­ფოს ქი­რურ­გი­ულ ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ური კლი­ნი­კა, პრა­ღა, ჩე­ხე­თი)
  7. ქი­რურ­გი, ვის­ცე­რუ­ლი ქი­რურ­გი­ის სპე­ცი­ალ­ის­ტი გი­ორ­გი ნა­დი­რა­ძე (ზო­გა­დი, ვის­ცე­რუ­ლი და ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ქი­რურ­გი­ის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა, ტუ­ბინ­გე­ნი, გერ­მა­ნია)
  8. პა­თო­ლოგ-ან­ატ­ომი ალ­ექ­სი ბა­იდ­ოშ­ვი­ლი (ქარ­თულ-ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­ური სა­მე­დი­ცი­ნო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ას­ოცი­აცია. ჰო­ლან­დია)
  9. ყელ-ყურ-ცხვი­რის ექ­იმი გი­ვი მაღ­რა­ძე (ფრა­იბ­ურ­გის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა, ფრა­იბ­ურ­გი, გერ­მა­ნია)
  10. ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა ფსი­ქი­ატ­რი, ნევ­რო­ლო­გი სო­ფია ქუნ.ნატ­რი­აშ­ვი­ლი (ვე­ნის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა, ვე­ნა, ავ­სტრია)