1 ოქ­ტომ­ბრამ­დე და­ბა­დე­ბულ ბავ­შვებს უფ­ლე­ბა მი­ეც­ემ­ათ, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, სკო­ლა­ში შე­ვიდ­ნენ. მი­სი­ვე თქმით, ეს უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე წელს გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა შე­ჯე­რე­ბუ­ლია ყვე­ლა უწყე­ბას­თან. ამ ეტ­აპ­ზე ეს ეხ­ება ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ კა­ტე­გო­რი­ას — სექ­ტემ­ბრის თვე­ში და­ბა­დე­ბულ ბავ­შვებს“, — გა­ნაცხა­და პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი ამ­ილ­ახ­ვარ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ნონ­პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის­ათ­ვის 2022 წელს აუც­ილ­ებ­ელი იქ­ნე­ბა 3,644.6 ათ­ასი ლა­რი (აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ჯი გათ­ვლი­ლია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში), რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს ას­იგ­ნე­ბებ­ში. კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­ღე­ბა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უჯ­ეტ­ის ხარ­ჯვით ნა­წილ­ზე, ვი­ნა­იდ­ან ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც უნ­და ყო­ფი­ლიყ­ვნენ სკო­ლან­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სწავ­ლას და­იწყე­ბენ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ჯე­ბის ოდ­ენ­ობა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­აზე, რო­მელ­თაც 1 ოქ­ტომ­ბრამ­დე უს­რულ­დე­ბათ ექ­ვსი წე­ლი.

კა­ნონ­პრო­ექ­ტს პარ­ლა­მენ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლავს, რად­გან პირ­ველ­კლა­სელ­თა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი რე­გის­ტრა­ცია 15 მარ­ტს გა­მოცხად­და და ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს