პარ­ტი­ამ „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მძი­მე სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური ფო­ნის სა­პა­სუ­ხოდ პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონ­პრო­ექ­ტი დააინიცირა, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნ­დის წევ­რმა ბე­ქა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უჯ­ეტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე დღეს წა­რად­გი­ნა.

ინ­იცი­ატ­ივა, სო­ცი­ალ­ურ­ად და­უც­ვე­ლი ოჯ­ახ­ებ­ის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი სა­არ­სე­ბო შემ­წე­ობ­ის ინ­დექ­სა­ცი­ის წე­სით, ოჯ­ახ­ის თი­თე­ულ წევ­რზე ყო­ველ­წლი­ურ­ად გაზ­რდას ით­ვა­ლის­წი­ნებს, უკ­ვე წელს (2022) ეს ზრდა თვე­ში 15-20 ლა­რი იქ­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­იცი­ატ­ივა პა­სუ­ხობს ქვე­ყა­ნა­ში უკ­იდ­ურ­ეს­ად დამ­ძი­მე­ბულ სო­ცი­ალ­ურ- ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მდგო­მა­რე­ობ­ას, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­რიბ და სო­ცი­ალ­ურ­ად მოწყვლად ოჯ­ახ­ებ­ზე აის­ახ­ება, რო­მელ­თა რა­ოდ­ენ­ობ­ამ­აც ქვე­ყა­ნა­ში რე­კორ­დულ ნიშ­ნულს — 650 ათ­ას ად­ამი­ანს მი­აღ­წია.

სო­ცი­ალ­ურ­ად და­უც­ვე­ლი ოჯ­ახ­ებ­ის სა­არ­სე­ბო შემ­წე­ობა ოჯ­ახ­ის თი­თოეულ წევ­რზე 60-დან 30 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს და ეს თან­ხა არ შეც­ვლი­ლა 2015 წლის შემ­დეგ; მა­შინ, რო­დე­საც 2015 წლი­დან დღემ­დე ფა­სე­ბი გა­ორ­მაგ­და (გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ინ­ფლა­ცი­ამ 14 %-საც კი მი­აღ­წია — რაც ბო­ლო 11 წლის ან­ტი­რე­კორ­დია) და სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი ქვე­ყა­ნა­ში შე­ად­გენს 168 ლარს, ხო­ლო სა­არ­სე­ბო შემ­წე­ობა სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­ზე თით­ქმის 3-ჯერ ნაკ­ლე­ბია.

პარ­ტი­ას “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” მი­აჩ­ნია, რომ სო­ცი­ალ­ური დახ­მა­რე­ბის ზრდი­სა და ინ­დექ­სა­ცი­ის კა­ნო­ნის მი­ღე­ბა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ოჯ­ახ­ებ­ის­თვის.

პარ­ტია “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” ინ­იცი­ატ­ივ­ას სა­ფი­ნან­სო კო­მი­ტე­ტე­ტის სხდო­მა­ზე მხა­რი ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ არ და­უჭ­ირა.