რა­ოდ­ენ გა­საკ­ვი­რიც არ უნ­და იყ­ოს, ვირ­ტუ­ალ­ური სამ­ყა­რო ემ­ოცი­ებ­ის გა­მო­ხატ­ვის ყვე­ლა­ზე სან­დო სივ­რცედ იქ­ცა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბამ, ზოგ­ჯერ კი, მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა­მაც კი, დი­დი ხა­ნია, თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი­დან სო­ცი­ალ­ურ ქსე­ლებ­ში გა­და­ინ­აც­ვლა. რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის, ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, ერ­ოვ­ნუ­ლი მოძ­რა­ობ­ის მო­ნა­წი­ლის, ბიზ­ნეს­მე­ნის, ხე­ლო­ვა­ნი­სა თუ მწერ­ლის სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბე­ბი, ხში­რად, ის­ეთ ემ­ოცი­ას იწ­ვევს, რო­გორც კარ­გი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ები. ამ­ას მხო­ლოდ ერ­თი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს — გან­ცდი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გულ­წრფე­ლად გად­მო­ცე­მას ყო­ველ­თვის თა­ვი­სი ხიბ­ლი აქ­ვს.

ბო­ლო დღე­ებ­ში სო­ცი­ალ­ურ ქსე­ლებ­ში უკ­რა­ინ­აში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ომ­ის თე­მა დო­მი­ნი­რებ­და. ჩვე­ნი ყუ­რადღე­ბა რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბამ მი­იქ­ცია:

 

მწუ­ხა­რე­ბას­თან ერ­თად, ჩვენ გან­ვიც­დით სირ­ცხვილს

დი­მიტ­რი მუ­რა­ტო­ვი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­ურე­ატი მშვი­დო­ბის დარ­გში, ნო­ვაია გა­ზე­ტას“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:დღეს, ყვე­ლა­ნი დი­ლით ად­რე შე­ვიკ­რი­ბეთ რე­დაქ­ცი­აში. უბ­ედ­ურ­ება გვჭირს. ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ, პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით, და­იწყო ომი უკ­რა­ინ­ას­თან. და არ­ავ­ინ არ­ის, ვინც ამ ომს შე­აჩ­ერ­ებს. ამ­იტ­ომ, მწუ­ხა­რე­ბას­თან ერ­თად, ჩვენ გან­ვიც­დით სირ­ცხვილს. მთა­ვარ­სარ­და­ლი ხელ­ში ატ­რი­ალ­ებს „ბირ­თვულ ღი­ლაკს“, რო­გორც ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის „ბრე­ლოკს“. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი არ იქ­ნე­ბა ბირ­თვუ­ლი თავ­დას­ხმა? ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სიტყვებს შუ­რის­ძი­ებ­ის იარ­აღ­ზე სხვაგ­ვა­რად ვერ ავ­ხსნი. „ნო­ვაია გა­ზე­ტას” შემ­დეგ ნო­მერს ორ ენ­აზე — უკ­რა­ინ­ულ და რუ­სულ ენ­აზე გა­მოვ­ცემთ. იმ­იტ­ომ რომ, ჩვენ არ ვა­ღი­არ­ებთ უკ­რა­ინ­ას მტრად და უკ­რა­ინ­ულ ენ­ას მტრის ენ­ად. და­ბო­ლოს, მხო­ლოდ გლო­ბა­ლურ ან­ტი-ომ­ის მოძ­რა­ობ­ას შე­უძ­ლია სი­ცოცხლის გა­დარ­ჩე­ნა ამ პლა­ნე­ტა­ზე“.

 

შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს ბავ­შვე­ბი და ბო­რო­ტე­ბა ერ­თდრო­ულ­ად არ­სე­ბობ­დნენ სამ­ყა­რო­ში

გია მურ­ღუ­ლია: — ახ­ლა გაკ­ვე­თი­ლი მაქ­ვს. ჩე­მი ბავ­შვე­ბი სხე­დან კლას­ში და მი­ყუ­რე­ბენ. ეს გო­ნი­ერი, ფიქ­რი­ანი, კე­თი­ლი და ნა­თე­ლი მზე­რაა, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ობ­ას უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს — უზ­ნეო და მო­ძა­ლა­დე იყ­ოს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს ბავ­შვე­ბი და ბო­რო­ტე­ბა ერ­თდრო­ულ­ად არ­სე­ბობ­დნენ სამ­ყა­რო­ში. ვუ­ყუ­რებ მათ, რა­ღა­ცას ვუხ­სნი და თან ვფიქ­რობ, რომ მა­თი მშვე­ნი­ერი თვა­ლე­ბის წი­ნა­შე მინ­და უკ­ეთ­ესი გავ­ხდე, ვიდ­რე დღეს ვარ. მას­წავ­ლებ­ლის მი­სიაა — ეს აზ­რი და გან­წყო­ბა და­ან­ახ­ვოს და გა­დას­ცეს მსოფ­ლი­ოს.

 

 

 

ჯო­ნი თაყ­ნი­აშ­ვი­ლი: ის რაც ეხ­ლა უკ­რა­ინ­ის­თვის დი­დი ტრა­გე­დიაა, რუ­სე­თის­თვის გახ­დე­ბა კა­ტას­ტრო­ფა!

— პუ­ტი­ნი წერს იმ გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური გა­უგ­ებ­რო­ბის ბო­ლო ის­ტო­რი­ას, რა­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ჰქვია! რა მსოფ­ლიო ომი, რის მსოფ­ლიო ომი? ეს არ­ის რუ­სუ­ლი ომი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის დაშ­ლით უნ­და დამ­თავ­რდეს!

რუ­სის მოქ­მე­დე­ბა იმ შა­ჰი­დი ტე­რო­რის­ტის მოქ­მე­დე­ბას ჰგავს, რო­მელ­საც გა­მომ­წყვდე­ული ჰყავს მძევ­ლე­ბი და მოთხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში აფ­ეთ­ქე­ბით იმ­უქ­რე­ბა… ერ­თგან თუ გა­უვ­იდა, დო­მი­ნოს თე­ორი­ით გარ­შე­მო ყვე­ლას და­აწ­ვენს… მაქ­სიმ გორ­კი — „რუ­სი ხალ­ხის წარ­მა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­შა­ნი მა­თი სა­დის­ტუ­რი სი­სას­ტი­კეა.“„Наиважнейшею приметою удачи русского народа есть его садистская жестокость“ — Максим Горкий.

ღია წე­რი­ლი ჯო­ზეფ ბა­იდ­ენს/გავ­შა­ლე თუ არა სოც­ქსე­ლი, ბა­იდ­ენ­მაო — ეს პირ­ვე­ლი ტრან­შია რუ­სებ­ზე ახ­ალი სან­ქცი­ებ­ისა და მე­ორ­ეს­აც უკ­ვე ვამ­ზა­დებ­თო, გზა­ში და­ვა­წე­ვო. შე­ნი საქ­მი­სა შენ იცი, ბა­ტო­ნო, მაგ­რამ რე­იგ­ან­ისა არ იყ­ოს, მგო­ნი შენც სულ და­გა­ვიწყდა ქარ­თუ­ლი ან­და­ზე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ისა: — ომ­ში რა სჯო­ბიაო და — რაც ხელ­ში მოგ­ხვდე­ბაო… სან­ქცი­ებს რაც შე­ეხ­ება, თა­ვა­დაც გა­ეც­ნო­ბა მკითხვე­ლი. ეხ­ლა მე სხვა რა­მე მინ­და გა­გახ­სე­ნოთ.

მის­ტერ ბა­იდ­ენ,

თქვენ­მა დიდ­მა წი­ნა­პარ­მა, ას­ევე დე­მოკ­რატ­მა ტრუ­მენ­მა — რო­დე­საც 1952-ში სა­ოკ­უპ­აცი­ოდ მი­ად­გნენ რუ­სე­ბი სა­ბერ­ძნეთ­სა და თურ­ქეთ­სა — „მო­დით, ჯერ შე­იჭ­რნენ კო­მუ­ნის­ტე­ბი და მე­რე გა­ვუმ­კაც­რებ მა­გათ სან­ქცი­ებ­სო“ — ეგ­რე კი არა ჰქნა? პირ­და­პირ მი­იღო ნა­ტო­ში თურ­ქე­თიც და სა­ბერ­ძნე­თიც. მგო­ნი თვი­თო­ნაც რომ არ უნ­დო­დათ.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა რო­ცა მი­აწ­ვა სამ­ხრეთ კო­რე­ას 1950-ში, თან ჩი­ნე­ლებ­საც რომ იხ­მარ­და, თვა­ლიც კი არ და­უხ­ამ­ხა­მე­ბია, ისე მი­უშ­ვა იმ თვა­ლებ­და­ხამ­ხა­მე­ბუ­ლე­ბის­თვის ამ­ერ­იკ­ული ჯა­რე­ბი და სამ­ხრე­თე­ლე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მს.

სხვა­თა შო­რის, ამ­ერ­იკ­ელი ჯა­რის­კა­ცე­ბის მსხვერ­პლი დი­დი არ უნ­და იყ­ოსო და არც ატ­ომ­ური ბომ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ერ­იდა იაპ­ონი­აში. ამ­ით ტუ­რა­სა­ვით რომ ის­არ­გებ­ლა რუ­სე­ბის სტა­ლინ­მა და უკ­ვე კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის­თვის გამ­ზა­დე­ბულ ქვე­ყა­ნას — ეგ­ება რა­ღა­ცა წავ­ღლი­ტოო — ომი გა­მო­უცხა­და.

სან­ქცი­ები თუ გინ­და კი­დე, ეგ­ეც ტრუ­მე­ნას მო­გო­ნი­ლია — არ და­ვი­ნა­ხო ევ­რო­პამ რა­მე იყ­იდ­ოს საბ­ჭო­ელ­ებ­ის­გა­ნო. მა­გათ 12 დო­ლა­რი­ან ნახ­შირს ამ­ერ­იკ­ული 20 დო­ლა­რი­ანი გერ­ჩივ­ნო­თო.

მარ­შა­ლის გეგ­მაო — ეხ­ლა რომ ქე­ბით ლა­პა­რა­კო­ბენ და მა­გან ააყ­ვა­ვა ევ­რო­პაო, მთა­ვა­რი მანდ კრე­დი­ტე­ბი კი არ იყო, მთა­ვა­რი იმ იდე­ოლ­ოგ­ებ­ის გა­მო­ძე­ვე­ბა და მო­შო­რე­ბა იყო, რუ­სებს რომ ეჯ­და ევ­რო­პულ მთავ­რო­ბებ­ში…

მოკ­ლედ, მე ჩე­მი გითხა­რი და ბო­ლოს ერთ ქარ­თულ ან­და­ზა­საც გა­გახ­სე­ნებ, თუ და­გა­ვიწყდა: — ნა­ქებ­მა კა­ტამ თაგ­ვი ვერ და­იჭ­ირაო…

 

 და­ვით ზარ­დი­აშ­ვი­ლი: პუ­ტი­ნის დღე­ვან­დე­ლი ბან­დი­ტუ­რი პარ­პა­ში უკ­რა­ინ­აში 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და­უს­ჯე­ლად ჩა­დე­ნი­ლის ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა

— ეს არ­ის ტი­პი­ურ­ად ვე­ლუ­რი, შეშ­ლი­ლი რუ­სუ­ლი ბუნ­ტი, ზო­გა­დად — ცი­ვი­ლუ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. არ­სე­ბობს ბირ­თვუ­ლი აპ­ოკ­ალ­იფ­სის, მარ­თა­ლია, არც თუ მა­ღა­ლი, მაგ­რამ სრუ­ლი­ად რე­ალ­ური საფ­რთხე. თუ უფ­ლის ნე­ბით მსოფ­ლიო გა­დარ­ჩა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ას­ეც იქ­ნე­ბა, მა­შინ ძა­ლი­ან მა­ლე ყვე­ლა­ნი აშ­კა­რად და­ვი­ნა­ხავთ: რუ­სე­თი წე­რას ჰყავს ატ­ან­ილი და სა­კუ­თა­რი შეშ­ლი­ლო­ბით გარ­და­უვ­ლად იქ­ით­კენ მი­დის, რომ მი­სი ბო­რო­ტი ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ობა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი — „ოქ­როს ურ­დოს“ ყა­იდ­ის ყოვ­ლად უს­ჯუ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რი, რო­გორც აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უთ­ავ­სე­ბე­ლი რა­იმე სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ში­და წეს­რიგ­თან, სა­ერ­თო­დაც აღ­იგ­ავ­ოს პი­რი­სა­გან მი­წი­სა!

ღმერ­თო, შენ გვიშ­ვე­ლე!

რა მოხ­და და პუ­ტინ­მა მთელ მსოფ­ლი­ოს გვითხრა: თქვენ თავ­ზეც გა­ვი­არეო! და რა ქნა ამ დროს მსოფ­ლი­ოში ყვე­ლა­ზე მე­ტი ძა­ლა­უფ­ლე­ბით აღ­ჭურ­ვილ­მა კაც­მა — აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა მის შე­სა­ჩე­რებ­ლად? აი რა: ბა­იდ­ენი ად­გა და და­ადო! დი­ახ. და­ადო… მკაც­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები ლუ­გან­სკსა და დო­ნეც­კს (?!!). მ­არ­თლაც გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია, რად­გან უკ­რა­ინ­აში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური ტრი­ლე­რი სა­ბო­ლო­ოდ იღ­ებს ში­ზო-პო­ლი­ტი­კის ანუ „ში­ზო­ტი­კის“ სა­ხეს. ჰიჩ­კო­კის „ფსი­ქო“ მი­მი­ქა­რავს! შე­იძ­ლე­ბა და­ბე­ჯი­თე­ბით ით­ქვას: ე.წ. მსოფ­ლიო წეს­რი­გი თა­ვი­სი ე.წ. უს­აფ­რთხო­ებ­ის სის­ტე­მე­ბით — ში­ზო­იდ­ურია. რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს — არ­ავ­ინ იც­ის. ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია — უარ­ესი გვე­ლის.

სა­აკ­აშ­ვი­ლი­სა და ნა­ცე­ბის წრე­გა­და­სუ­ლი უტ­იფ­რო­ბა, თით­ქოს­და პუ­ტი­ნის დღე­ვან­დე­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა უკ­რა­ინ­აში აგ­ვის­ტოს ომ­ში ჩა­დე­ნილ მათ ღა­ლატს „ჩა­მო­წერს,“ ის­ტო­რი­ული სი­მარ­თლის, სა­მარ­თლი­სა და სა­მარ­თლი­ან­ობ­ის მთლი­ან­ად აბ­უჩ­ად აგ­დე­ბაა!

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პუ­ტი­ნის დღე­ვან­დე­ლი ბან­დი­ტუ­რი პარ­პა­ში უკ­რა­ინ­აში 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და­უს­ჯე­ლად ჩა­დე­ნი­ლის ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა: სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და მსოფ­ლიო წეს­რი­გის და­სან­გრე­ვად, მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ისა და კონ­კრე­ტულ სუ­ვე­რე­ნულ ერი-სა­ხელ­მწი­ფო­თა წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი უს­ას­ტი­კე­სი, გან­გრძო­ბა­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბაა. მაგ­რამ ამ გან­გრძო­ბა­დი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის სა­თა­ვე, მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ის ჯაჭ­ვი, რაც 2008 წლი­დან შე­იკ­რა, სა­აკ­აშ­ვი­ლის მო­ღა­ლა­ტე­ობ­ას­თან, მის გამ­ცემ­ლო­ბას­თან ას­ევე პირ­და­პირ და უშუ­ალ­ოდ არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი!

გან­სხვა­ვე­ბით დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბის­გან, სრუ­ლი­ად სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო მდგო­მა­რე­ობა გახ­ლდათ 2008 წელს; დღეს და­უს­ჯე­ლო­ბით თავ­გა­სულ პუ­ტინს ცა ქუ­დად აღ­არ მი­აჩ­ნია და დე­და­მი­წა ქა­ლამ­ნად, სუ­ვე­რე­ნულ ქვე­ყა­ნა­ზე ბან­დი­ტუ­რი თავ­დას­ხმი­სათ­ვის არც რა­იმე ფორ­მა­ლუ­რი სა­ბა­ბი, ან­და „გაპ­რა­ვე­ბა“, გარ­და იმ­ისა, რომ თურ­მე რუ­სის „ძა­ლა აღ­მარ­თსა ხნავს“, აღ­არა სჭირ­დე­ბა; სწო­რედ „ძა­ლის არ­გუ­მენ­ტს“, ე.ი. ოდ­ენ ძა­ლით მით­ვი­სე­ბულ „უფ­ლე­ბას“ ეყ­რდნო­ბა, რო­ცა ამ ბრუ­ტა­ლუ­რი ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს მსოფ­ლი­ოს და­სა­შან­ტა­ჟებ­ლად, რა­თა გა­მოგ­ლი­ჯოს ის, რაც, სა­ცა ღმერ­თი და ოდ­ნა­ვი სა­მარ­თა­ლია, არ ეკ­უთ­ვნის და არც არ­ას­დროს შე­იძ­ლე­ბა ეკ­უთ­ვნო­დეს!

მაგ­რამ: 2008 წელს პუ­ტინს ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბი­სათ­ვის აუც­ილ­ებ­ლად ფორ­მა­ლუ­რი სა­ბა­ბი­ცა სჭირ­დე­ბო­და და თა­ვი­სი აგ­რე­სი­ის „გაპ­რა­ვე­ბაც“. სწო­რედ ეს რო­ლი შე­უს­რუ­ლა სა­აკ­აშ­ვილ­მა — რო­ცა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ ნა­კის­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით იკ­რძა­ლე­ბო­და და­მა­ტე­ბით ერ­თი ჯა­რის­კა­ცის შეყ­ვა­ნაც კი, არ­მი­ის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დაწყე­ბის უკ­ან­ონო, ან­ტი-კონ­სტი­ტუ­ცი­ური და ან­ტი-სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძა­ნე­ბა გას­ცა; სა­აკ­აშ­ვილ­მა და პუ­ტინ­მა, რო­გორც თა­ნა­ოკ­უპ­ან­ტებ­მა, მა­შინ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­იდ­ინ­ეს სა­არ­აკო უს­ჯუ­ლო­ება სა­მარ­თლი­სა და სა­მარ­თლი­ან­ობ­ის, ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და, რო­გორც დღეს აშ­კა­რად გა­მოჩ­ნდა, მთლი­ან­ად ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ; სწო­რედ ეს, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა გახ­და ის სა­ბე­დის­წე­რო კა­რიბ­ჭე, რა­მაც პუ­ტინს გზა გა­უხ­სნა შემ­დგო­მი გლო­ბა­ლუ­რი აგ­რე­სი­ის­კენ და რო­ცა ეს, „კავ­კა­სი­ონ­ის კა­რი“ გად­მოიარა, იგი სა­ბო­ლო­ოდ შე­უკ­ავ­ებ­ელი გახ­და მთელ მსოფ­ლი­ოში.

სა­აკ­აშ­ვი­ლის „ის­ტო­რი­ული მი­სია“ თურ­მე ეს ყო­ფი­ლა — იგი სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ოკ­უპ­ან­ტია და პუ­ტი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­გრძო­ბა­დი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის კავ­კა­სი­ის კა­რის, რაც ჩვენ­და სა­ვა­ლა­ლოდ მას ებ­არა, გამ­ცემ­ლუ­რად გამ­ღე­ბი! სწო­რედ ამ­იტ­ომ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პუ­ტი­ნის ბან­დი­ტიზ­მი სა­აკ­აშ­ვი­ლის „ალ­იბ­ად“ ვე­რას­გზით გა­მოდ­გე­ბა, არ­ამ­ედ პი­რი­ქით: სა­აკ­აშ­ვი­ლის ღა­ლა­ტი არ­ის სწო­რე­დაც ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი საწყი­სი და მი­ზე­ზი იმ­ისა, რა­საც პუ­ტი­ნის დღე­ვან­დე­ლი ამ­აზ­რზე­ნი სა­ხის შე­დე­გად ვხე­დავთ!

 

 

და­ვით გა­დე­ლია: სა­სა­ცი­ლოა იმ­აზე სა­უბ­არი,
რომ ჩვენ­ზე ვინ­მე გაბ­რაზ­დე­ბა
რა­ტომ არ ვეკ­ვე­თეთ უზ­არ­მა­ზარ გვე­ლე­შაპს!

— ყვე­ლას გო­ნე­ბა და გუ­ლის­ყუ­რი მა­ინც იქ­ითაა და მეც ვიტყვი ორ სიტყვას: მსოფ­ლი­ოს დიდ ნა­წილ­ში ომი აღ­იქ­მე­ბა ტე­ლე­ვი­ზორ­ში გად­მო­ცე­მულ ნი­უს­ად, რა­ღაც ვირ­ტუ­ალ­ურ სი­უჟ­ეტ­ად — რო­გორც ფილ­მი, ისე! ამ­იტ­ომ­აც ისე ვერ მი­აქ­ვთ გულ­თან. მხო­ლოდ ვი­საც უშუ­ალ­ოდ დაგ­ვტა­კე­ბია ეს უბ­ედ­ურ­ება — იმ ქვეყ­ნებ­მა ვი­ცით და ზოგ­ჯერ ჩვენც კი გვა­ვიწყდე­ბა და ჩვენც კი­ნო­სა­ვით ვუ­ყუ­რებთ, სა­ნამ გვერ­დი­თი შე­დე­გე­ბი მა­ინც არ შეგ­ვე­ხე­ბა, თუნ­დაც ლტოლ­ვი­ლე­ბის სა­ხით… რო­გორ გან­ვიც­დი იმ ად­ამი­ან­ებ­ის მდგო­მა­რე­ობ­ას, ვინც უშუ­ალ­ოდ კონ­ფლიქ­ტის პი­რას ცხოვ­რობს! ყო­ველ წუ­თი­ერი მო­ლო­დი­ნი დი­დი უბ­ედ­ურ­ებ­ის, ოჯ­ახ­ური ტრა­გე­დი­ის, დაწყო­ბი­ლი საცხოვ­რე­ბე­ლი არი­ალ­ის არ­ევ­ის, ძა­ლა­დო­ბის ში­ში! სა­ში­ნე­ლე­ბაა! მე­ომ­რის­თვი­საც, ცხა­დია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით, მშვი­დო­ბი­ანი მაცხოვ­რე­ბე­ლის­თვის. ის­ეთი რა სტრა­ტე­გი­ული მიზ­ნე­ბი უნ­და გქონ­დეს ქვე­ყა­ნას — უფ­რო ზუს­ტად კი მის მე­თა­ურს, რომ მი­სი გა­დაწყვე­ტა ცეცხლით, მახ­ვი­ლით ან ხოც­ვა-ჟლეტ­ვით გი­ღირ­დეს! მე უფ­რო სხვაგ­ვა­რად დავ­სვამ­დი სა­კითხს: რამ­ხე­ლა დე­გე­ნე­რა­ტი უნ­და იყო ად­ამი­ანი (კა­ცის თქმა არ მო­მინ­და ამ შემ­თხვე­ვა­ში), რომ 21-ე სა­უკ­უნ­ეში ასე აზ­როვ­ნებ­დე! სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მა­ლე მო­ვა დრო, რო­ცა ომი ჩა­ით­ვლე­ბა არ­ქა­ულ, კა­ცობ­რი­ობ­ის არ­სე­ბო­ბა­ში სრუ­ლი­ად მი­უღ­ებ­ელ მოვ­ლე­ნად და რო­ცა ქვეყ­ნის მე­თა­ური გქვია, რა­ტომ ვერ უნ­და მიხ­ვდე, რომ ძა­ლი­ან ახ­ლო მო­მა­ვალ­ში გა­ბა­ტონ­დე­ბა ეს იდეა და ჩა­ით­ვლე­ბი სრუ­ლი­ად დე­გე­ნე­რატ მმარ­თვე­ლად?!

ან რა­ში აწყობს რუ­სებს ეს სა­ში­ნე­ლი სიბ­რიყ­ვე?! ძა­ლი­ან ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს სჭირ­დე­ბა პუ­ტინს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში რე­იტ­ინ­გის­თვის. არა მგო­ნია, მარ­თა­ლი იყ­ოს ეს გათ­ვლა. რო­ცა კავ­კა­სი­ელ­ებს, ან თუნ­დაც ევ­რო­პე­ლებს ებ­რძვი­ან, რუ­სულ „ბიდ­ლოს” აქ­ვს გარ­კვე­ული ვე­ლუ­რი ჟი­ნი და ერ­თი­ანი აგ­რე­სი­ული სუ­ლის­კვე­თე­ბა, მაგ­რამ რო­ცა სლა­ვებს, ფაქ­ტი­ურ­ად ძმებს ებ­რძვი­ან — მი­ლი­ონ­ნა­ირი გა­დახ­ლარ­თუ­ლი ნა­თე­სა­ური კავ­ში­რე­ბით, მათ „ბიდ­ლურ“ გო­ნე­ბა­შიც კი, პრო­პა­გან­დის მი­უხ­ედ­ავ­ად, გა­იხ­რჭი­ალ­ებს ეჭ­ვნა­რე­ვი აზ­რი: „არი­ან კი უკ­რა­ინ­ელ­ები ჩვე­ნი მტრე­ბი?“ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ეჭ­ვი ახ­ლა ყვე­ლა რუ­სის თავ­ში დაძ­ვრე­ბა და ამ­ას პრო­პა­გან­და ვერ გა­და­ფა­რავს! ეს რომ იყ­ოს წა­მი­ერი და­ში­ნე­ბა, რო­მელ­საც მოყ­ვე­ბო­და უკ­რა­ინ­ის უხ­მო და­ნე­ბე­ბა, რო­გორც ყი­რი­მის შემ­თხვე­ვა­ში — მა­შინ, კი ბა­ტო­ნო! წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­ნევ­რი თა­ვის „კრიმ ნაშ”-ით, მარ­თლაც ას­წევ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­იტ­ინ­გს. ხო­ლო ახ­ლა ასე არ­ანა­ირ­ად არ იქ­ნე­ბა! ომი თუ და­იწყო — მა­ლე არ დამ­თავ­რდე­ბა, გა­იწ­ელ­ება, დიდ და­ნა­კარ­გად და­უჯ­დე­ბა რუ­სეთს და გარ­კვე­ული გა­მარ­ჯვე­ბე­ბის შემ­დე­გაც სულ სა­ომ­არი და არ­ას­აცხოვ­რე­ბე­ლი გახ­დე­ბა წარ­თმე­ული ტე­რი­ტო­რია! ომი გა­და­იქ­ცე­ვა საბ­რძო­ლო ჭა­ობ­ად, რომ­ლი­და­ნაც რუ­სე­თი დიდ­ხანს ვერ გა­მო­ვა. ავ­ღა­ნეთ­ზე უარ­ეს ჭა­ობ­ად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დაწყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კი­დევ უფ­რო და­ეხ­მა­რე­ბა და­სავ­ლე­თი იარ­აღ­ით უკ­რა­ინ­ას. რუ­სებს ტან­კე­ბი ფაქ­ტი­ურ­ად აღ­არ შერ­ჩე­ბათ! ზე­ლენ­სკი, ის­ევე რო­გორც ძა­ლი­ან ბევ­რი ად­ამი­ანი, მშვე­ნივ­რად ხვდე­ბა, რომ ას­ეთი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან წამ­გე­ბი­ანია, გან­სა­კუთ­რე­ბით ორი ქვეყ­ნის­თვის — რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ინ­ის­თვის! ამ­იტ­ომ, რა თქმა უნ­და, მად­ლო­ბე­ლია სა­ომ­არი დახ­მა­რე­ბის­თვის, მაგ­რამ ომს ურ­ჩევ­ნია ის­ეთი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა მი­იღ­ოს ევ­რო­პამ, რი­თაც პირ­და­პირ და­უკ­არ­გავს მა­დას რუ­სეთს, რის შემ­დე­გაც რუ­სეთს ეც­ოდ­ინ­ება, რომ პირ­და­პირ სრუ­ლი­ად ევ­რო­პას, ნა­ტოს ეომ­ება! გინ­და თუ არა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მახ­სოვ­რო­ბი­დან ამ­ოტ­ივ­ტივ­დე­ბა თუნ­დაც ინ­გლი­სის მოქ­მე­დე­ბა მე­ორე მსოფ­ლიო ომ­ის დაწყე­ბამ­დე — რო­ცა ყვე­ლა ცალ-ცალ­კე ცდი­ლობ­და „მო­ეგ­ვა­რე­ბია” ჰიტ­ლერ­თან და ასე გა­ათ­ავ­ხე­დეს და წა­აქ­ეზ­ეს ის მოქ­მე­დე­ბე­ბის­კენ. გინ­და — არ­გინ­და, გიჩ­ნდე­ბა ეჭ­ვი, რომ და­სავ­ლეთს სურს რუ­სე­თის რიცხობ­რი­ვი უპ­ირ­ატ­ეს­ობა შეიარაღებაში გა­ათ­ან­აბ­როს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იარ­აღ­ით და „სხვი­სი ხე­ლით“ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ას­უს­ტოს, სის­ხლის­გან და­ცა­ლოს რუ­სე­თი, ამ­ავე დროს, პა­რა­ლე­ლუ­რად აუც­ილ­ებ­ლად შე­ეც­დე­ბი­ან რუ­სე­თის შიგ­ნით მდგო­მა­რე­ობ­ის არ­ევ­ას — სი­ტუ­აცი­აც სა­თა­ნა­დო იქ­ნე­ბა და ეგ­ებ ამ ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის და­ცე­მაც მოხ­დეს. ყვე­ლა­ფე­რი ეს გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ზე­ლენ­სკი, ცხა­დია, ხვდე­ბა, ვის და რის ხარ­ჯზე მოხ­დე­ბა ეს! ამ­იტ­ომ­აც საყ­ვე­დუ­რობს და­სავ­ლეთს… რაც შეგ­ვე­ხე­ბა ჩვენ, ჩვე­ნი კონ­ტრი­ბუ­ცია ამ ომ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია დი­დი იყ­ოს — უბ­რა­ლოდ, პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვართ! ცხა­დია, მშვე­ნივ­რად იცი­ან ეს უკ­რა­ინ­ელ­ებ­მაც და სა­სა­ცი­ლოა იმ­აზე სა­უბ­არი, რომ ჩვენ­ზე ვინ­მე გაბ­რაზ­დე­ბა — რა­ტომ არ ვეკ­ვე­თეთ უზ­არ­მა­ზარ გვე­ლე­შაპს!

ძა­ლი­ან დი­დი იმ­ედი მაქ­ვს, რომ პუ­ტი­ნი გა­მიზ­ნუ­ლად ატყუ­ებს თა­ვის ხალ­ხს და თა­ვად არ სჯე­რა იმ პა­რა­ნო­ის, რაც ფორ­მა­ლუ­რი ლო­გი­კით გად­მოს­ცა (რაც სრუ­ლი­ად ჯდე­ბა პა­რა­ნო­ის სტრუქ­ტუ­რა­ში)! თუ არა და ძა­ლი­ან დიდ საფ­რთხე­შია მსოფ­ლიო და პირ­ველ რიგ­ში — ჩვენ, ორი ქვე­ყა­ნა, რად­გან ფსი­ქი­ურ­ად არ­აჯ­ან­სა­ღი ად­ამი­ან­ის ხელ­შია უზ­არ­მა­ზა­რი სამ­ხედ­რო არ­სე­ნა­ლი.

ამ პა­რა­ნო­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ბოდ­ვაა, რომ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს უნ­დათ რუ­სე­თის სა­ომ­არი გზით გა­ნად­გუ­რე­ბა! ამ საწყის თე­ზას თუ ვინ­მე მი­იღ­ებს რო­გორც ფაქ­ტს და მის მი­მართ არ ექ­ნე­ბა გო­ნე­ბას კრი­ტი­კა — და­ნარ­ჩე­ნი თა­ვის­თა­ვად ეწყო­ბა ლო­გი­კუ­რად, რო­გორც კლა­სი­კურ ბოდ­ვა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, სუ­გეს­ტი­ურ, და­ბა­ლი გა­ნათ­ლე­ბის ად­ამი­ან­ებს ის­ედ­აც ნაკ­ლე­ბად აქ­ვთ გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი აზ­რის მი­მართ კრი­ტი­კა. რუ­სეთ­ში კი ას­ეთი ძა­ლი­ან ბევ­რია… ღმერ­თო გვიშ­ვე­ლე!