რო­გორც თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მევ­ლუთ ჩა­ვუ­შოღ­ლუ აცხა­დებს, 29 მარ­ტს, სტამ­ბულ­ში გა­მარ­თულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე უკ­რა­ინ­ისა და რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბა ომ­ის დაწყე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე დიდ წინ­სვლას მი­აღ­წი­ეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას „ბიბისი„ ავ­რცე­ლებს.

რუ­სე­თი ამ­ბობს, რომ რა­დი­კა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რებს სამ­ხედ­რო აქ­ტი­ვო­ბებს კი­ევ­ის და ჩერ­ნი­გო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ­ის შე­სა­ხებ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ალ­ექ­ან­დრ ფო­მინ­მა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნაცხა­და.

ამ­ას­თა­ნა­ვე, უკ­რა­ინა მზად არ­ის გა­მო­აცხა­დოს ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უს­აფ­რთხო­ებ­ის გა­რან­ტი­ებს მი­იღ­ებს. ნე­იტ­რა­ლუ­რი სტა­ტუ­სის გა­მოცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკ­რა­ინა არ­ცერ­თი სამ­ხედ­რო გა­ერ­თი­ან­ებ­ის, მათ შო­რის, არც ნა­ტოს წევ­რი არ გახ­დე­ბა. ას­ევე, უკ­რა­ინ­ის ტე­რი­ტო­რი­აზე არ შე­იქ­მნე­ბა სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი. უკ­რა­ინ­ის უს­აფ­რთხო­ებ­ის გა­რან­ტო­რე­ბი შე­საძ­ლოა პო­ლო­ნე­თი, ის­რა­ელი, თურ­ქე­თი და კა­ნა­და გახ­დნენ.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, სტამ­ბულ­ში გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფონ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა მხა­რე­ებს შო­რის სა­მო­მავ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მი­მართ ნდო­ბის გაზ­რდა­სა და უკ­რა­ინ­ას­თან სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად აუც­ილ­ებ­ელი გა­რე­მო­ებ­ებ­ის შექ­მნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„რად­გან, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის და უკ­რა­ინ­ის ბირ­თვუ­ლი სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ, ას­ევე, უკ­რა­ინ­ის­თვის უს­აფ­რთხო­ებ­ის გა­რან­ტი­ებ­ის მი­ცე­მის პრო­ცე­სი პრაქ­ტი­კულ ფა­ზა­ში გა­და­დის, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გან­ხი­ლუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის ფონ­ზე, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მხა­რე­ებს შო­რის ნდო­ბის ას­ამ­აღ­ლებ­ლად, ას­ევე, სა­ბო­ლოო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად — მაღ­ლა ხსე­ნე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის მი­სა­ღე­ბად და ხელ­მო­სა­წე­რად — მი­ვი­ღეთ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რომ რა­დი­კა­ლუ­რად შე­ვამ­ცი­როთ აქ­ტი­ვო­ბა კი­ევ­ის და ჩერ­ნი­გო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, — გა­ნაცხა­და ფო­მინ­მა.