„უკრაინა ომსაც მოიგებს, ევროკავშირშიც შევა და ნატოშიც. ამ პროცესში ჩვენ 1000%-ით უნდა ვიყოთ ჩართული და არათუ ყველაფრით ვეხმარებოდეთ უკრაინას, არამედ მასთან ერთად უნდა გავააქტიუროთ ჩვენი გაწევრიანების მოთხოვნა. შესაძლოა ეს აღმოჩნდეს ისტორიული შანსი საქართველოსთვის. ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლებისგან გზავნილები, რომ უკრაინას უკვე აღარაფერი ეშველება და ჩვენ ჩვენს საქმეს ჩუმად უნდა მივხედოთ, მიუღებელია.
ასეთ დროს განსაკუთრებით იზრდება საქართველოს პრეზიდენტის როლი. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიიწვია. ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ახლა ამ ვიზიტს“, — აცხადებს პოლიტიკოსი თამარ ჩუგოშვილი.