სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სტრა­ტე­გი­ული კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ისა და სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ცალ­კე­ული პი­რე­ბის მი­ერ სო­ცი­ალ­ურ მე­დი­აში გავ­რცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ოზე ას­ახ­ულია თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ერ­თე­ული სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც გა­რე­მონ­ტე­ბის შემ­დეგ გა­და­აქ­ვთ სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე.

მო­ვუ­წო­დებთ ცალ­კე­ულ მე­დი­ას­აშუ­ალ­ებ­ებს და სო­ცი­ალ­ურ მე­დი­აში ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბელ პი­რებს, რომ ნუ გა­ავ­რცე­ლე­ბენ გა­და­უმ­ოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მსგავ­სი დე­ზინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ და­მა­ტე­ბი­თი და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­ტა­ნია სა­ზო­გა­დო­ებ­აში მა­შინ, რო­ცა ამ­ის არ­ავ­ით­არი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ტე­რე­სი არ უნ­და გახ­დეს უს­აფ­უძ­ვლო პა­ნი­კი­სა და ამ ფორ­მით ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვის სა­შუ­ალ­ება, რად­გან ეს აზ­არ­ალ­ებს სა­ზო­გა­დო­ებ­ასა და მის ინ­ტე­რე­სებს.