21 თე­ბერ­ვა­ლი მშობ­ლი­ური ენ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღედ არ­ის გა­მოცხა­დე­ბუ­ლი, რა­საც იუნ­ეს­კომ 2000 წლი­დან ჩა­უყ­არა სა­ფუძ­ვე­ლი. „ეს დღე­სას­წა­ული არ ჰგავს 14 აპ­რილს, რო­მე­ლიც უშუ­ალ­ოდ ქარ­თულ ენ­ას უკ­ავ­შირ­დე­ბა, ეს გახ­ლავთ მსოფ­ლი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მშობ­ლი­ური ენ­ის დღე“, — გან­მარ­ტავს სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე, პრო­ფე­სო­რი თი­ნა­თინ ბოლ­ქვა­ძე.

„სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო ენ­აზე არ ზრუ­ნავს და გა­მო­ხა­ტავს პა­ტი­ვის­ცე­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სხვა ენ­ებ­ის მი­მართ, დღეს ქ. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში მო­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ენ­ობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ანთ ენ­ებ­ზე წა­იკ­ითხეს ლექ­სე­ბი (მა­გა­ლი­თად, რუ­სულ, ჩეჩ­ნურ ენ­ებ­ზე); წარ­მო­ად­გი­ნეს ნაწყვე­ტე­ბი რუ­სუ­ლი, აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ული და სომ­ხუ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან. ასე რომ, დღეს, ბევრ ენ­აზე მო­ლა­პა­რა­კეს შევ­ხვდით.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბეჭ­დი­ლი სხვა­ენ­ოვ­ანი მწერ­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა იმ­არ­თე­ბა, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია სომ­ხუ­რი, აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ული, ოს­ური წიგ­ნე­ბი; ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი, ქარ­თულ-სომ­ხუ­რი, ქარ­თულ-აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ული ლექ­სი­კო­ნე­ბი, რო­მელ­თაც სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის გარ­და, სა­მეც­ნი­ერო და აკ­ად­ემი­ური და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქ­ვთ. ჩვე­ნი მხრი­დან სწო­რედ ამ ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მოვ­ხა­ტავთ თა­ნად­გო­მა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე ყვე­ლა ენ­აზე მო­ლა­პა­რა­კე ად­ამი­ან­ის მი­მართ“, — აღ­ნიშ­ნა თი­ნა­თინ ბოლ­ქვა­ძემ.