სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის გა­ნაცხადს ხე­ლი 3 მარ­ტს მო­აწ­ერა. რამ­დე­ნად რე­ალ­ურია, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მოგ­ვცენ? სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მყი­სი­ერი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის გა­ნაცხა­დის გა­კე­თე­ბა­ზე რამ­დე­ნად შეც­ვლის სა­ზო­გა­დო­ებ­ის იმ ნა­წი­ლის აზ­რს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს არ­აც­ივ­ილ­იზ­ებ­ული სამ­ყა­როს მხა­რეს მოიაზრებდა ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­მო? – დღის წეს­რი­გის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­აქ­ტუ­ალ­ურ­ებ­ულ კითხვებს „პა­ლიტ­რა-ნი­უს­ის“ ეთ­ერ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სორ­მა, ექ­სპერ­ტმა თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ უპ­ას­უხა.

„არაა გა­მო­რიცხუ­ლი, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მოგ­ვცენ, რად­გან ის­ეთი რა­ღაც ხდე­ბა ახ­ლა რე­გი­ონ­ში, რომ შან­სი გაჩ­ნდა. რო­ცა ჩვენ, თა­ვის დრო­ზე, ევ­რო­კავ­შირ­თან ას­ოც­ირ­ებ­ის შე­თან­ხმე­ბის ინ­იც­ირ­ება მო­ვახ­დი­ნეთ, გახ­სოვთ, ალ­ბათ, ეს მა­შინ მოხ­და, რო­ცა იან­უკ­ოვ­იჩ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი თქვა ას­ოც­ირ­ებ­ის შე­თან­ხმე­ბა­ზე და აშ­კა­რად რუ­სე­თი­სა­კენ გა­და­იხ­არა. მა­შინ ევ­რო­კავ­შირ­მა იფ­იქ­რა – სხვე­ბიც არ დავ­კარ­გოო და სას­წრა­ფოდ შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ჩვენ ას­ოც­ირ­ებ­ის შე­თან­ხმე­ბის პრო­ცე­დუ­რა (თუმ­ცა არა მხო­ლოდ ჩვენ, რიგ­ში სომ­ხე­თიც იყო). შემ­დეგ მოხ­და „მა­იდ­ან­ის“ მოვ­ლე­ნე­ბი და ას­ოც­ირ­ებ­ის შე­თან­ხმე­ბას უკ­რა­ინ­ამ­აც მო­აწ­ერა ხე­ლი. ახ­ლა ახ­ალი, დი­დი ძვრე­ბია კონ­ტი­ნენ­ტზე და რე­გი­ონ­ში. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ მე ძა­ლი­ან კარ­გად ვერ ვერ­კვე­ვი ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კა­ში, მა­ინც ვფიქ­რობ, რომ შან­სი გაჩ­ნდა“, – აცხა­დებს თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე.

რო­გორც ექ­სპერ­ტი ამ­ბობს, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ერ­თობ­ლი­ვად სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას მხრი­დან გა­ნაცხა­დის შე­ტა­ნის სა­კითხი ბრი­უს­ელ­იდ­ან­აც იყო ორ­კეს­ტრი­რე­ბუ­ლი.

„ჩვენ­თან ბევ­რი სპე­კუ­ლა­ცია მო­ვის­მი­ნეთ იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ირ­აკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჯერ გა­ნაცხა­და – 2024 წლამ­დე გა­ნაცხადს არ შე­ვი­ტან­თო, შემ­დეგ კი გა­დათ­ქვა, ოპ­ოზ­იცია ამ­ბობს, რომ ეს მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა და ა.შ. საქ­მე იმ­აშია, რომ რე­გი­ონ­ში მოხ­და ძვრა, რო­გორც მა­შინ, 2013 წელს, მა­ში­ნაც უკ­რა­ინ­ის პრობ­ლე­მე­ბის გა­მო. ევ­რო­კავ­შირს მა­შინ შე­უძ­ლია გა­ფარ­თო­ება, რო­ცა რუ­სე­თი სუს­ტია. აი, ეს მოხ­და ახ­ლა სწო­რედ. ერ­თი დღით ად­რე, ირ­აკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნაცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ევ­რო­კავ­შირ­თან ჰქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ები და, ჯერ-ჯე­რო­ბით, მათ­გან თან­ხმო­ბა არ გვაქ­ვსო, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ევ­რო­კავ­შირ­მა ერთ დღე­ში შეც­ვა­ლა პო­ზი­ცია“, – აღ­ნიშ­ნავს თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე.

 

სა­ჯილ­დაო ქვა სან­ქცი­ებ­თან მი­ერ­თე­ბის სა­კითხი

„ჩვენ გაგ­ვლან­ძღეს იმ­იტ­ომ, რომ აქ „ვი­ღაც-ვი­ღა­ცებ­მა“ უაზ­რო სა­უბ­რე­ბი და­იწყეს და ელ­ჩიც გა­იწ­ვი­ეს. მგო­ნია, რომ ეს გა­უგ­ებ­რო­ბა მა­ლე მორ­ჩე­ბა, რად­გან უკ­რა­ინ­ის ელ­ჩის გაწ­ვე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი, ვფიქ­რობ, მარ­თლაც არ ჰქონ­დათ. ვი­ღა­ცე­ბის ლა­პა­რაკს არ უნ­და უყ­ურო, უნ­და შე­ხე­დო – რას აკ­ეთ­ებს ქვე­ყა­ნა. სან­ქცი­ებს რუ­სეთს ვერ გა­მო­უცხა­დებ, რად­გან არ გვაქ­ვს მა­გი­სი თა­ვი. ახ­ლა ჩვენ სა­ფიქ­რა­ლი გვაქ­ვს იმ­აზე, რომ ეს კრი­ზი­სი ძა­ლი­ან მძი­მედ დაგ­ვარ­ტყამს, რად­გან უკ­რა­ინ­აც ჩვე­ნი სა­ვაჭ­რო პარ­ტნი­ორია და კი­დევ უფ­რო მე­ტად – რუ­სე­თი. რუ­სე­თი­დან ირ­იცხე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი ფუ­ლი, ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა ეს არ უხ­არია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ცხოვ­რობს იქ­იდ­ან გად­მო­რიცხუ­ლი ფუ­ლით. რო­გორ ხვდე­ბა ამ დარ­ტყმას ეს მთავ­რო­ბა? – ესაა ახ­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ემ­ოცი­ურ­ობა, პატ­რი­ოტ­ობა და ვაჟ­კა­ცო­ბა ერ­თია, მაგ­რამ ხალ­ხს, პირ­ველ რიგ­ში, პუ­რის ფუ­ლი სჭირ­დე­ბა. იმ­ედია, ჩვენ ომს გა­და­ვურ­ჩე­ბით და უკ­რა­ინ­აც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვა, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა შემ­დეგ­ში სა­ფიქ­რა­ლი.

მოლ­დო­ვა ჩვენ­ზე უფ­რო პრო­და­სავ­ლუ­რია და არ მიუერთდა სან­ქცი­ებს, არ აქ­ვს ამ­ის თა­ვი, რად­გან გაზს რუ­სე­თის­გან იღ­ებს. ამ­ის გა­მო ის არ­ავ­ის გა­ულ­ან­ძღავს. რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა მიუერთდა სან­ქცი­ებს, რო­მე­ლიც არც ნა­ტოს წევ­რი არ იყო და არც ევ­რო­კავ­ში­რის?

ძი­რი­თა­დად, ის­მის ას­ეთი საყ­ვე­დუ­რე­ბი, რომ ღირ­სე­ბა უნ­და ჰქონ­დეს ქვე­ყა­ნას და .. იგ­ივ­ეს რა­ტომ არ ამ­ბო­ბენ მოლ­დო­ვა­ში ან სად­მე?! რა­ტომ­ღაც ჩვენ ვართ ყო­ველ­თვისუღ­ირ­სე­ბი და კო­ლექ­ტი­ური ხა­რა­კი­რის პრო­ცეს­ში. ვი­ღა­ცა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა გაგ­ვაკ­ტი­რი­კა და მი­ტინ­გი ამ­იტ­ომ იმ­არ­თე­ბა? ჯერ უნ­და დავ­მშვიდ­დეთ და შევ­ხე­დოთ ფაქ­ტებს თვა­ლებ­ში, რო­მე­ლიც არც თუ ისე და­მამ­შვი­დე­ბე­ლია: ჩვე­ნი ყო­ფა, სი­ღა­რი­ბე, რუ­სუ­ლი ბა­ზა და .. ღმერ­თმა ქნას, ყვე­ლა­ფე­რი ისე მორ­ჩეს, რო­გორც ჩვენ გვინ­და და ნა­ტოს პერ­სპექ­ტი­ვაც გაჩ­ნდეს, მაგ­რამ ამ­ის­თვის უნ­და გა­დავ­რჩეთ ჩვენც და უკ­რა­ინ­აც. უკ­რა­ინა უნ­და გა­დარ­ჩეს ბრძო­ლის ველ­ზე, რო­მელ­თაც მო­რა­ლი და მხნე­ობა არ აკ­ლი­ათ და იარ­აღ­საც აწ­ვდი­ან. იმ­ედი მაქ­ვს, მე­ორე მხა­რე არ გა­გიჟ­დე­ბა და ატ­ომ­ურ იარ­აღს არ გა­მო­იყ­ენ­ებს. ჩვენ ომ­ში არ ვართ და ჩვენ ომ­ში არ უნ­და შევ­ყოთ ცხვი­რი!

არც ის მსმე­ნია, რომ ჩარ­ტე­რით რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა მო­ხა­ლი­სე­ებს იქ უშ­ვებ­დეს. მო­ხა­ლი­სე­ები, რა თქმა უნ­და, იქ არი­ან. ჩარ­ტე­რით გაფ­რინ­დე და მე­რე ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა აჩ­ვე­ნონ ყვე­ლას სა­ხე­ები, ასე არ შე­იძ­ლე­ბა, ეს ომია! მე მგო­ნი, ეს არ იყო სწო­რი საქ­ცი­ელი და ამ­აზე ის­ტე­რი­კის ატ­ეხ­ვა არ იყო მარ­თა­ლი“, – ამ­ბობს თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს იმ ცნო­ბილ გან­ცხა­დე­ბებ­საც უწ­უნ­ებს, რაც პრე­მი­ერ­მა სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვა.

„სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას თუ სურს რუ­სეთს ხმა მი­აწ­ვდი­ნოს – ჭკუ­ით ვიქ­ცე­ვი, სან­ქცი­ებს არ ვუ­ერ­თდე­ბი და არ და­მარ­ტყაო, ამ­ის სამ­ჯერ თქმა არ არ­ის სა­ჭი­რო, რად­გან ერ­თხე­ლაც მშვე­ნივ­რად გა­იგ­ებ­დნენ. ას­ეც არ შე­იძ­ლე­ბა… თუ ყვე­ლა­ფერს ვერ ფუ­თავ ლა­მა­ზად და დიპ­ლო­მა­ტი­ურ­ად, მა­შინ, ჯო­ბია, გა­ჩუმ­დე. ამ­იტ­ომ­აც გვლან­ძღა­ვენ“, – აცხა­დებს შა­რა­შე­ნი­ძე.