თურ­ქმე­ნეთ­ში ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­იმ­არ­თა. ვინ შეც­ვა­ლა თურ­ქმე­ნე­თის ცნო­ბი­ლი ლი­დე­რი, რო­მელ­მაც მთე­ლი მსოფ­ლიო გააოცა?

არ­სე­ბობს სამ­ყა­რო­ში ის­ეთი მზი­ანი, მშვი­დი და, რო­გორც თა­ვად ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ები ამ­ბო­ბენ, სი­ხა­რუ­ლის მომ­გვრე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც დი­დად სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი სა­ერ­თოდ არ ხდე­ბა. უფ­რო ზუს­ტად რომ ვთქვათ, იქ არ­აფ­ერი არ ხდე­ბა. თურ­ქმე­ნეთ­ში თეთ­რი ქუ­ჩე­ბი, მარ­მა­რი­ლოს სა­სახ­ლე­ები და ოქ­როს ძეგ­ლე­ბია.

ქვე­ყა­ნა­ში ის­ეთი სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბაა, რომ უცხო­ელი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ჩას­ვლის შემ­დეგ, ფიქ­რო­ბენ — რა­ტომ აღ­ვმოჩ­ნდი აქ, აქ ხომ არ­აფ­ერი ხდე­ბა.

სი­უჟ­ეტ­ის გა­და­სა­ღე­ბად ჩა­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს ეკ­ითხე­ბა:
– რა­ტომ არ და­დის ხალ­ხი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ამ ლა­მაზ ქუ­ჩებ­ში?
– ის­ინი სამ­სა­ხუ­რებ­ში არი­ან! — პა­სუ­ხობს რეს­პონ­დენ­ტი.
სა­ღა­მოს ჟურ­ნა­ლის­ტს იგ­ივე სუ­რა­თი ხვდე­ბა — ქა­ლა­ქის ცენ­ტრი და არც ერ­თი სუ­ლი­ერი იქ. ჟურ­ნა­ლის­ტი კვლავ უს­ვამს კითხვას ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს:
– ახ­ლა რა­ტომ არ არ­ის ხალ­ხი? სა­ღა­მოა…
– ახ­ლა ის­ინი სამ­სა­ხუ­რი­დან ბრუნ­დე­ბი­ან! — არ­ის პა­სუ­ხი.

რე­ალ­ურ­ად, თურ­ქმე­ნეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტოკ­რა­ტი­ული სის­ტე­მის გა­მო ძა­ლი­ან ცო­ტა ად­ამი­ანი თუ ბე­დავს სი­მარ­თლის თქმას იმ­ის შე­სა­ხებ, რომ უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ებს ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში სი­არ­ულ­ის უფ­ლე­ბა არ აქ­ვთ და რომ ამ ქვეყ­ნის ავ­ტოკ­რატს შა­ვი ფე­რი არ უყ­ვარს და ამ­იტ­ომ და­დის ცენ­ტრა­ლურ ლა­მაზ ქუ­ჩებ­ში მხო­ლოდ თეთ­რი მან­ქა­ნე­ბი.
უცხო­ელი ჟურ­ნა­ლის­ტის მი­ერ დას­მულ კითხვას — თუ რა­ტომ ხდე­ბა ასე? რეს­პონ­დენ­ტი პა­სუ­ხობს: — იმ­იტ­ომ, რომ ეს აშ­ხა­ბა­დია. თურ­ქმე­ნე­თი.

თურ­ქმე­ნე­თი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე იდ­უმ­ალი და ჩა­კე­ტი­ლი ქვე­ყა­ნაა. შა­ბათ-კვი­რას ქვე­ყა­ნა­ში დი­დი ის­ტო­რი­ული მოვ­ლე­ნა მოხ­და. თურ­ქმე­ნე­თის აწ უკ­ვე ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გურ­ბან­გულ მი­ალ­იკ­გუ­ლე­ვიჩ ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დოვ­მა მო­ულ­ოდ­ნე­ლად გა­მო­აცხა­და, რომ „ახ­ალ­გაზ­რდებს გზა უნ­და და­უთ­მონ“. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის­იც, რომ თა­ვად გურ­ბან­გუ­ლი არც ისე მო­ხუ­ცია, ის მხო­ლოდ 64 წლი­საა.

ყვე­ლამ კარ­გად იც­ოდა, რომ პრე­ზი­დენ­ტი კვლავ ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვი გახ­დე­ბო­და, მაგ­რამ არა გუნ­ბარ­გუ­რი, არ­ამ­ედ მი­სი 40 წლის ვა­ჟი — სე­და­რი.

ახ­ალ­გზარ­და სე­და­რის ხელ­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­დის გა­ზით და ნავ­თო­ბით მდი­და­რი სა­მე­ფო.


და მა­ინც, რა არ­ის ეს თურ­ქმე­ნე­თი? (სა­დაც ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი პურს დე­დის
სა­ხელს არ­ქმევს…

90-იანი წლე­ბის ბო­ლოს, ქვე­ყა­ნას სა­ფარ­მუ­რატ ნი­აზ­ოვი მარ­თავ­და და მა­შინ ყვე­ლა ფიქ­რობ­და, რომ ის მსოფ­ლი­ოში ყვე­ლა­ზე ექ­სცენ­ტრი­ული მმარ­თვე­ლი იყო. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის­თა­ნა­ვე მან დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში სა­კუ­თარ თავს ძეგ­ლი და­უდ­გა. ძეგ­ლი 50 მეტ­რის სი­მაღ­ლი­საა და ქა­ლა­ქის შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას, კოშ­კუ­რა­ზე დგას, სა­იდ­ან­აც ის მთელ ქა­ლაქს გა­დაჰ­ყუ­რებს.

იმ წლებ­ში დსთ-ში დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცია მძვინ­ვა­რებ­და, ხალ­ხი ეჩ­ვე­ოდა თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებს და რო­დე­საც თურ­ქმე­ნეთ­ში უჩ­ვე­ულო პრე­ზი­დენ­ტი შე­ამ­ჩნი­ეს — გა­უხ­არ­დათ. მა­შინ თურ­ქმე­ნეთ­ში ტუ­რის­ტუ­ლი ბუ­მი იყო და ტუ­რის­ტებს ფო­ტო­ებ­ის გა­და­ღე­ბა სურ­დათ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც, რო­გორც იქ­ნა, ავ­ტოკ­რა­ტია კვდე­ბო­და (მა­შინ ასე ფიქ­რობ­დნენ). სხვა­თა­შო­რის, პრე­ზი­დენტ ნი­აზ­ოვს ძა­ლი­ან ბევ­რი იდეა უტ­რი­ალ­ებ­და თავ­ში. თურ­ქმე­ნე­თის სი­დი­დით მე­ორე ქა­ლაქს მან თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­არ­ქვა. სა­კუ­თარ ნა­თე­სა­ვებს ძეგ­ლე­ბი და­უდ­გა, და­წე­რა წიგ­ნი — „რუხ­ნა­მა“ (სუ­ლი­ერ­ება), რომ­ლებ­საც უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და სკო­ლებ­ში ას­წავ­ლიდ­ნენ. გააუქმა სიტყვა — „პუ­რი“ და მის მა­გივ­რად სა­კუ­თა­რი დე­დის სა­ხე­ლი უწ­ოდა. გააუქმა ცირ­კი, ბა­ლე­ტი, ოპ­ერა და სიმ­ღე­რა პენ­სი­ონ­ერ­ებ­ის­თვის. გა­დაწყვი­ტა უდ­აბ­ნო­ში ზო­ოპ­არ­კი აეშ­ენ­ებ­ინა პინ­გვი­ნე­ბის­თვის. ამ­რი­გად, თურ­ქმე­ნე­თის ექ­ვსგზის გმი­რი პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ცხოვ­რობ­და, სა­ნამ უეც­რად არ გარ­და­იც­ვა­ლა.

მი­უხ­ედ­ავ­ათ იმ­ისა, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა ამ სა­მე­ფო­ებ­ში მა­მი­დან შვილ­ზე ხდე­ბო­და, ნა­ზა­რო­ვის შვი­ლებს „ტახ­ტზე“ პრე­ტენ­ზია არ ჰქო­ნი­ათ, რად­გა­ნაც ის­ინი ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობ­დნენ. შე­დე­გად არ­ჩე­ვა­ნი ყო­ფილ მოკ­რძა­ლე­ბულ სტო­მა­ტო­ლოგ­ზე, მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ზე, ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დოვ­ზე გა­კეთ­და. მარ­თა­ლია, კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი უნ­და გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ ის სას­წრა­ფოდ და­აკ­ავ­ეს და მას შემ­დეგ ის ცოცხა­ლი არ­ავ­ის უნ­ახ­ავს.


თურ­ქმე­ნე­თის ახ­ალ­მა მმარ­თველ­მა კვლავ და­იწყო საყ­ვა­რე­ლი ხალ­ხის გა­ოც­ება

ახ­ალი პრე­ზი­დენ­ტი გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვი თა­ვი­დან პროგ­რე­სუ­ლი ად­ამი­ანი ჩან­და. მის­მა გა­დად­გმულ­მა ნა­ბი­ჯებ­მა ად­გი­ლობ­რივ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­აში დე­მოკ­რა­ტი­ის იმ­ედ­ებ­იც კი გა­აჩ­ინა. პრე­ზი­დენ­ტმა და­აბ­რუ­ნა პენ­სი­ები, და­უშ­ვა მრა­ვალ­პარ­ტი­ული სის­ტე­მა და გააუქმა ში­და მოგ­ზა­ურ­ობ­ის­თვის სა­ჭი­რო საშ­ვის სის­ტე­მა. ქა­ლა­ქე­ბი­დან თან­და­თა­ნო­ბით და­იწყო ოქ­როს ძეგ­ლე­ბის აღ­ება. ცეცხლო­ვა­ნი კერ­პი, რო­მე­ლიც მზის გარ­შე­მო ტრი­ალ­ებ­და, ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ან­ში გა­და­იტ­ან­ეს. „რუ­ხა­ნი” სწავ­ლე­ბი­დან ამო­იღ­ეს. თით­ქოს­და წი­ნა „მხი­არ­ული სა­სულ­თნოს“ იმ­იჯი წარ­სულს ბარ­დე­ბო­და და თურ­ქმე­ნე­თი ჩვე­ულ­ებ­რივ „მო­საწყენ“ ბურ­ჟუ­აზი­ულ ქვეყ­ნად ყა­ლიბ­დე­ბო­და, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, შე­უზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის აუტ­ან­ელ ვნე­ბას აღ­ვი­ძებს და თურ­ქმე­ნე­თის მმარ­თველ­მა კვლავ და­იწყო საყ­ვა­რე­ლი ხალ­ხის გა­ოც­ება. და და­იწყო…

მომ­ღე­რა­ლი, მწე­რა­ლი, მხე­და­რი, მრბო­ლე­ლი…

1 — თა­ვი­დან ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვი და­ინ­ტე­რეს­და ლი­ტე­რა­ტუ­რით და და­იწყო წიგ­ნე­ბის წე­რა ყვე­ლა­ზე მო­ულ­ოდ­ნელ თე­მებ­ზე — მა­გა­ლი­თად, სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ებ­ზე, ცხე­ნებ­ზე, სპორ­ტზე, ძაღ­ლებ­ზე, ჩა­ის შე­სა­ხებ. რო­დე­საც და­წე­რი­ლი წიგ­ნე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ამ ორ­მოც­და­ათს გა­და­აჭ­არ­ბა, ამ წიგ­ნე­ბის პრი­ზე­ბის სა­ხით გა­ჩუ­ქე­ბა და­იწყო. გაჩ­ნდა ცე­რე­მო­ნია, რომ­ლის დრო­საც ად­ამი­ანი, რო­მელ­საც ეს წიგ­ნი გა­და­ეც­ომ­ოდა, ვალ­დე­ბუ­ლი იყო — ამ წიგ­ნის­თვის შუბ­ლი და­ედო, რა­საც ად­რე მხო­ლოდ ყუ­რა­ნის ხელ­ში აღ­ებ­ის­ას აკ­ეთ­ებ­დნენ.

2 — პრე­ზი­დენ­ტმა და­ირ­ქვა სა­ხე­ლი არ­კა­და­გი („დი­დი მხარ­და­ჭე­რა“)

3 — მან შე­ას­რუ­ლა სიმ­ღე­რა „ჩე­მი თეთ­რი ყვა­ვი­ლე­ბი შენ­თვის“ (ბო­რო­ტი ენ­ები ამ­ბო­ბენ, რომ ეს სიმ­ღე­რა თა­ვის უბ­ედ­ურ­ებ­აზე და­წე­რა). ამ­ის შემ­დეგ კი­დევ ათი სიმ­ღე­რა და­წე­რა.

4 — იგი გი­ნე­სის რე­კორ­დებ­ში მოხ­ვდა სიმ­ღე­რის­თვის „წინ, წინ, მხო­ლოდ წინ, თურ­ქმე­ნე­თის მშობ­ლი­ური მი­წა!”, რო­მე­ლიც მა­შინ­ვე შე­ას­რუ­ლა 4166 ად­ამი­ან­მა.

5 — რბო­ლი­სას ცხე­ნი­დან გად­მო­ვარ­და, მაგ­რამ მა­ინც გა­იმ­არ­ჯვა და 11 მი­ლი­ონი დო­ლა­რი მი­იღო.

6 — ან­ალ­ოგი­ურ­ად მო­იგო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო რბო­ლა. მან­ქა­ნა გან­თავ­სე­ბუ­ლია სპორ­ტის ერ­ოვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში.

7 — აიკ­რძა­ლა ქვე­ყა­ნა­ში შა­ვი მან­ქა­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა, რად­გან, მი­სი თქმით, „ამ ფერს თურ­ქმე­ნე­ბის­თვის უბ­ედ­ურ­ება მო­აქ­ვს“.

8 — პრე­ზი­დენ­ტის ფო­ტო­ები გან­თავ­სე­ბუ­ლია ათ­ას­ობ­ით პლა­კატ­სა და ბა­ნერ­ზე, პორ­ტრე­ტე­ბი — და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მან­ქა­ნის კა­ბი­ნებ­ში, თით­ქმის ყვე­ლა ერ­ოვ­ნუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მის ქუდ­სა და გა­ზე­თე­ბის პირ­ველ გვერ­დებ­ზე და ა.შ.

ამ­იტ­ომ მუდ­მივ სი­ურ­პრი­ზებ­ში მყოფ თურ­ქმენ მო­ქა­ლა­ქე­ებს არ გაჰ­კვირ­ვე­ბი­ათ მი­სი „გა­მო­ნა­თე­ბა“, რომ ქვე­ყა­ნა ახ­ალ­გაზ­რდებს უნ­და და­უთ­მოს.

ბო­რო­ტი ენ­ები იმ­ას­აც ამ­ბო­ბენ, რომ მე­ზო­ბელ ყა­ზა­ხეთ­ში მომ­ხდარ­მა აჯ­ან­ყე­ბამ ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვი სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დო და მან თა­ვის დაზღვე­ვა არ­ჩია. უფ­რო მე­ტიც, ნა­ზარ­ბა­ევ­ის შეც­დო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მან გა­დაწყვი­ტა ძა­ლა­უფ­ლე­ბა მი­ეცა არა ერ­თგუ­ლი მო­კავ­ში­რის­თვის (რო­მე­ლიც ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა მო­ღა­ლა­ტე გახ­დეს), არ­ამ­ედ სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თვის.

არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი უკ­ვე ცნო­ბი­ლია. აქ­ტი­ვო­ბა — 97% — რაც საკ­მა­ოდ თურ­ქმე­ნუ­ლია. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი, რა თქმა უნ­და, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლია. მან ხმე­ბის 72,97% მი­იღო, რაც, სხვა­თა­შო­რის, არ არ­ის შუა აზი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი. ად­გი­ლობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბით ეს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი შე­დე­გია.

თურ­ქმე­ნე­თის ახ­ალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა — სერ­დარ (ით­არ­გმნე­ბა, რო­გორც „ლი­დე­რი”) ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დოვ­მა და­ამ­თავ­რა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ინ­ჟი­ნერ-ტექ­ნო­ლო­გი­ის სპე­ცი­ალ­ობ­ით. რო­დე­საც მა­მა­მი­სი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და და ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვის ოჯ­ახ­მა ქვე­ყა­ნა­ში კვე­ბის სფე­რო­სა და მრეწ­ვე­ლო­ბის სრუ­ლი მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა შეძ­ლო, ის ნო­მი­ნა­ლუ­რად გახ­და ლუ­დის, უალ­კო­ჰო­ლო და ღვი­ნის მრეწ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ალ­ის­ტი.

ამ­ავ­დრო­ულ­ად, მან მო­ას­წრო ცხოვ­რე­ბა მოს­კოვ­ში, სა­დაც და­ამ­თავ­რა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დიპ­ლო­მა­ტი­ური აკ­ად­ემია, ხო­ლო ჟე­ნე­ვა­ში გა­ერ­ოს ოფ­ის­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. ბო­ლო დროს ის ვი­ცე-პრე­მი­ერ­ად მუ­შა­ობ­და.


ახ­ლა კი მთე­ლი თურ­ქმე­ნე­თი მო­უთ­მე­ნე­ლად ელ­ოდ­ება – რას უმ­ზა­დებს მა­თი
ბა­ტო­ნი ქვე­ყა­ნას?

ახ­ალ სიმ­ღე­რებს? წიგ­ნებს? ძეგ­ლებს? იქ­ნებ ცეკ­ვას?

მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ ახ­ალი „სულ­თა­ნი” მა­მის სა­პი­რის­პი­როა. სერ­და­რი არ­ას­ოცი­ალ­ურია. და ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს… დუ­მი­ლი.

აი, სულ ეს აკ­ლდა თურ­ქმე­ნეთს.

არ­ჩევ­ნე­ბის დღეს სერ­და­რი თა­ვის ოჯ­ახ­თან ერ­თად უბ­ან­ზე თეთ­რი მე-7 მო­დე­ლის ჟი­გუ­ლით მი­ვი­და. მის­მა ახ­ალ­მა სტილ­მა ხა­ზი უნ­და გა­უს­ვას მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სიმ­დიდ­რის მი­მართ, რაც მას ხალ­ხის მხრი­დან მეტ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას მი­ან­იჭ­ებს მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი მო­ნუ­მენ­ტა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტე­ბის­გან გან­სახ­ვა­ვე­ბით.

წყა­რო — https://www.kp.ru/daily/27375/4558160/?from=smm&fbclid=IwAR3yKAQq4tDDoNuukHl9fHyWHQ5lVJ9C8P2Aw0xaoN7pPgl8cxV9wwft8Dk