5 აპ­რილს გა­იმ­არ­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თე­იმ­ურ­აზ ჯან­ჯა­ლი­ას შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ინ­ის საქ­მე­თა დრო­ებ­ით რწმუ­ნე­ბულ­თან ან­დრიი კა­სი­ან­ოვ­თან.

უკ­რა­ინ­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ქარ­თულ­მა მხა­რემ შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა უკ­რა­ინ­ული მხა­რის მი­ერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­აზე, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს სპე­ცი­ალ­ურ სამ­სა­ხუ­რებ­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს შო­რის ფა­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი არ­სე­ბობს და სან­ქცი­რე­ბუ­ლი კონ­ტრა­ბან­დუ­ლი ტვირ­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით გა­და­იზ­იდ­ება. ცალ­სა­ხად აღ­ინ­იშ­ნა, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ეს­აბ­ამ­ება და რომ მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი ორი ქვეყ­ნის მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს აზ­არ­ალ­ებს, ის­ევე, რო­გორც საფ­რთხის შემ­ცვე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს უს­აფ­რთხო­ებ­ის­თვის. შეხ­ვედ­რა­ზე უკ­რა­ინ­ელ დიპ­ლო­მატს გა­დას­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის — უს­აფ­რთხო­ებ­ის სამ­სა­ხუ­რის და ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­ები აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათ შო­რის დიპ­ლო­მატს გა­და­ეცა ქარ­თუ­ლი მხა­რის მოთხოვ­ნა შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნის თა­ობ­აზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შეხ­ვედ­რა­ზე უკ­რა­ინ­ულ­მა მხა­რემ ვერ წარ­მო­ად­გი­ნა რა­იმე სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

უკ­რა­ინ­ის საქ­მე­თა დრო­ებ­ით­მა რწმუ­ნე­ბულ­მა კი­დევ ერ­თხელ გა­მო­ხა­ტა მად­ლი­ერ­ება სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ უკ­რა­ინ­ის­ად­მი გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რი­სა და სო­ლი­და­რო­ბი­სათ­ვის, მათ შო­რის, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის, უკ­რა­ინ­ელ ლტოლ­ვილ­თა მი­ღე­ბის საქ­მე­ში გა­წე­ული წვლი­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მტკი­ცე პო­ზი­ცი­ის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის ფარ­გლებ­ში უკ­რა­ინ­ის მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ისა თუ გან­ცხა­დე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

თა­ვის მხრივ, ქარ­თულ­მა მხა­რემ კი­დევ ერ­თხელ გა­მო­ხა­ტა შეშ­ფო­თე­ბა უკ­რა­ინ­აში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც საფ­რთხეს წარ­მო­ად­გენს არა მხო­ლოდ უკ­რა­ინ­ის­თვის, არ­ამ­ედ ევ­რო­პი­სა და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის.

ხა­ზი გა­ეს­ვა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ინ­ის მე­გობ­რო­ბა­სა და სტრა­ტე­გი­ულ პარ­ტნი­ორ­ობ­ას და ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ უფ­რო გან­მტკი­ცე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას ორ­ივე ქვეყ­ნის­თვის.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ კი­დევ ერ­თხელ და­აფ­იქ­სი­რა ქარ­თუ­ლი მხა­რის მზა­ობა უკ­რა­ინ­ისა და უკ­რა­ინ­ელი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე რო­გორც ორ­მხრივ, ისე მრა­ვალ­მხრივ ფორ­მა­ტებ­ში.