სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­რა­ელ­ის მო­ქა­ლა­ქე­ები არი­ან და რომ­ლე­ბიც 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ინ­აში დაწყე­ბუ­ლი სა­ომ­არი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ვერ აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლას უკ­რა­ინ­ის უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, გა­მო­ხა­ტა­ვენ სურ­ვილს — სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლონ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრთან მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­თან ის­რა­ელ­ის დე­ლე­გა­ცი­ის შეხ­ვედ­რა­ზე გაცხად­და. შეხ­ვედ­რას ის­რა­ელ­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნი­სიმ ბენ შიტ­რი­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. შეხ­ვედ­რას, ას­ევე, ეს­წრე­ბო­და ის­რა­ელ­ის ელ­ჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში რან გი­დო­რი.

შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა სტუ­დენ­ტე­ბის უკ­რა­ინ­იდ­ან სა­ქარ­თვე­ლოს უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­ბი­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლეს. საქ­მე ეხ­ება ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ხა­ტა­ვენ სურ­ვილს — სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლონ სა­ქარ­თვე­ლო­ში.


ამ
ნა­ბი­ჯითსა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის კუთხით, სა­ქარ­თვე­ლო
რე­გი­ონ­ულ ჰა­ბად ყა­ლიბ­დე­ბა

მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რით, ქარ­თუ­ლი მხა­რე მზად არ­ის, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უწყოს ხე­ლი ის­რა­ელ­ის მო­ქა­ლა­ქე სტუ­დენ­ტებს, რა­თა მათ დრო­ულ­ად შეძ­ლონ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში. მი­ნის­ტრმა ხა­ზი გა­უს­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობს სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) მი­ერ აღი­არ­ებ­ულ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან მე­დი­ცი­ნის პროგ­რა­მებს, ას­ევე ფარ­მა­ცი­ისა და სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ აქ­ვთ უმ­აღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი.

თა­ვის მხრივ, ის­რა­ელ­ის მხა­რემ მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და პი­რა­დად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრს ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნად­გო­მი­სათ­ვის. რო­გორც ნი­სიმ ბენ შიტ­რიტ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს არ­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კარ­გი და­საწყი­სი ებ­რა­ელი სტუ­დენ­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოვ­დე­ბა. ის­რა­ელ­ის ელ­ჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რან გი­დორ­მა ხა­ზი გა­უს­ვა, რომ ამ ნა­ბი­ჯით – სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის კუთხით, სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ულ ჰა­ბად ყა­ლიბ­დე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტრო მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უწყობს ხელს მო­ბი­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­სა და სტუ­დენ­ტე­ბის დრო­ულ ჩა­რიცხვას შე­სა­ბა­მის უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.