გვესაუბრება უკრაინის ყოფილი ელჩი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის სახალხო პოეტი და საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი რაულ ჩილაჩავა
„მე ვეკუთნი იმ ქართველთა ნაწილს, რომელთაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ნაბიჯი არ მოეწონა. თქვეს, რომ ის გაიწვიეს კონსულტაციისთვის, მაგრამ ელჩის გაწვევა არის უკმაყოფილების ფორმის დაფიქსირება იმ ქვეყნის მისამართით, სადაც ეს ელჩი მსახურობს, არა ელჩის საქმიანობის გამო, არამედ იმ ქვეყნის მოქმედებების გამო. ანუ კიევმა გამოხატა საქართველოს მიმართ გარკვეული წყენა.
მე არ ვიცი, რაში მდგომარეობდა ეს წყენა, მაგრამ ასეთი ნაბიჯი მეგობრული ქვეყნის მიმართ საკმაოდ ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც იწვევს ჩვენში ერთგვარ გულის ტკივილს, რადგან მე არ მგონია, რომ იყო ამის რეალური საბაბი. რატომ გააკეთა ეს ზელენსკიმ, ეს უკვე სხვა საქმეა და, ალბათ, სახელმწიფოებს შორის გარკვეული ახსნა-განმარტება იყო ან შეიძლება შემდეგ მოხდეს. თვით ფაქტი ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო და ერთგვარად შეურაცხმყოფელიც კი. მე თვითონ ვიყავი ელჩი და ვიცი ეს რასაც ნიშნავს,” — ამბობს რაულ ჩილაჩავა.
კითხვაზე — თქვენ უკრაინაში გქონდათ თუ არა საშუალება, რომ ამ თემაზე ვინმეს დალაპარაკებოდით? — გვპასუხობს: „არა, მაშინ უკვე ისეთი სიტუაცია იყო, რომ ამაზე საუბარი არავისთან არ მქონია”.