რუ­სე­თის მი­ერ უკ­რა­ინ­აში წა­მოწყე­ბულ ომს მთელ­მა მსოფ­ლი­ომ უწ­ოდაჯო­ჯო­ხე­თი დე­და­მი­წა­ზე“. სა­ნამ გა­ერ­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო ამ არა­ად­ამი­ან­ური სი­სას­ტი­კით წარ­მო­ებ­ული ოკ­უპ­აცი­ის დამ­გეგ­მა­ვებს გან­სას­ჯე­ლის სკა­მამ­დე მი­იყ­ვანს, პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი იძ­ულ­ებ­ულიადა­სავ­ლეთს კა­ტე­გო­რი­ული ტო­ნით მა­თი მთა­ვა­რი მი­სია შე­ახ­სე­ნოს. იგი ირ­იბ­ად ეუბ­ნე­ბა და­სავ­ლეთს, რომ ევ­როატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი, დე­მოკ­რა­ტი­ული ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბისად­ამი­ან­ისდაც­ვი­სათ­ვი­საა შექ­მნი­ლი. და­სავ­ლე­თის მოქ­მე­დე­ბებ­ში მეტ გა­ბე­დუ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა ფორ­მით მო­ითხო­ვენ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ები. ამ პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბის­თვის თსუის ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, პრო­ფე­სორს ვა­სილ კა­ჭა­რა­ვას გა­ვე­სა­უბ­რეთ.

პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის ყო­ველ­დღი­ური მი­მარ­თვებ­ში, უკ­რა­ინ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ხალ­ხის მედ­გა­რი პო­ზი­ცი­ებ­ის გარ­და, საკ­მა­ოდ მკაც­რი ტო­ნიც გვეს­მის, რომ­ლის ად­რე­სა­ტი ხში­რად და­სავ­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბია. რამ­დე­ნად ად­ექ­ვა­ტუ­რად პა­სუ­ხო­ბენ ომ­ში მყო­ფი პრე­ზი­დენ­ტის მოთხოვ­ნებს მი­სი­ვე პო­ტენ­ცი­ური პარ­ტნი­ორ­ები?

— არ არ­ის გა­საკ­ვი­რი, რომ ზე­ლენ­სკი მაქ­სი­მუმს მო­ითხოვ­დეს სა­კუ­თა­რი ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად, რო­დე­საც რუ­სუ­ლი აგ­რე­სია ყო­ველ­დღე ას­ობ­ით ად­ამი­ანს ხო­ცავს, მათ შო­რის, მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ობ­ასა და ბავ­შვებს. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეს ად­ამი­ანი მო­ითხოვს მაქ­სი­მუმს, იგ­ივე, ცის და­ხურ­ვას, რაც არ­არე­ალ­ური იყო, მაგ­რამ ეს უნ­და მო­ეთხო­ვა. ის საბ­ჭო­თა წარ­მო­ებ­ის გა­მად­გუ­რე­ბე­ლი მი­გე­ბი მა­ინც გა­დას­ცენ დრო­ზე, რო­მელ­საც პო­ლო­ნე­თი სთა­ვა­ზობს. აქ­აც ზო­ზი­ნობს და­სავ­ლე­თი. ეს ყო­ვე­ლი­ვე მო­ვა­ლე­ობ­აც კია პრე­ზი­დენ­ტის, რომ შიგ­ნი­და­ნაც იბ­რძო­ლო და მო­კავ­ში­რე­ებ­ის­გან მაქ­სი­მუ­მი მო­ითხო­ვო, იმ იმ­ედ­ით, რომ ნა­წი­ლი მა­ინც მი­იღო. ასე რომ, ეს ყო­ვე­ლი­ვე ბუ­ნებ­რი­ვი და გა­სა­გე­ბია, რად­გან ეს ად­ამი­ანი ახ­ლა ძა­ლი­ან დი­დი პრე­სის ქვე­შაა და მძი­მედ გა­ნიც­დის ვი­თა­რე­ბას. რა გა­საკ­ვი­რია, ზოგ­ჯერ, მი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის მკვეთ­რი ტო­ნი?!

რაც შე­ეხ­ება და­სავ­ლე­თის პა­სუხს, ევ­რო­პა­მაც და ამ­ერ­იკ­ამ­აც კარ­გად იც­ოდა, რომ ეს ომი და­იწყე­ბო­და, თუმ­ცა, იმ­ას ვე­რა­ვინ იფ­იქ­რებ­და, რომ პუ­ტი­ნი ატ­ომ­ური იარ­აღ­ით შან­ტაჟს და­იწყებ­და, რაც კა­ტას­ტრო­ფაა რუ­სი ხალ­ხის­თვი­საც. რო­გორც კი პუ­ტი­ნი და­აჭ­ერს ატ­ომ­ურ ღი­ლაკს ხელს, 20 წუთ­ში რუ­სე­ბიც აღ­არ იარ­სე­ბე­ბენ და, შე­საძ­ლოა, ამ გას­რო­ლას პლა­ნე­ტაც მიჰ­ყვეს. ამ კა­ცის დეს­პო­ტურ­მა ჩვე­ვებ­მა ყო­ველ­გვარ ზღვარს გა­და­აბ­იჯა. სა­კუ­თა­რი ერ­ის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზეც კი თა­ნახ­მაა თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, მა­გა­ლი­თად იმ­ის გა­მო, რომ უკ­რა­ინა არ უნ­და შე­ვი­დეს ნა­ტო­ში.

რუ­სე­თის­თვის უკ­რა­ინ­ის ნა­ტო­ში შეს­ვლის პერ­სპექ­ტი­ვა თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი მი­ზე­ზი გგო­ნი­ათ?! ეს ხომ პუ­ტი­ნის­თვის სტრა­ტე­გი­ული მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კითხია?

— ამ ფონ­ზეა ეს მი­ზე­ზი თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი, რო­ცა პუ­ტი­ნი პლა­ნე­ტის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს. არც სხვა მხრივ არ აქ­ვს რუ­სეთს არ­ავ­ით­არი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტი. უკ­რა­ინ­ელ­ებს აბ­რა­ლებს — ნე­ონ­აც­ის­ტე­ბი ხარ­თო. ნა­ციზ­მის მთა­ვა­რი ხარ­ვე­ზი რა იყო? — ან­ტი­სე­მი­ტიზ­მი, ხომ? ამ დროს უკ­რა­ინ­ის პრე­ზი­დენ­ტი ებ­რა­ელია, ძა­ლი­ან ბევ­რი ებ­რა­ელია მთავ­რო­ბა­შიც და დე­პუ­ტა­ტებს შო­რი­საც. რო­გორ უნ­და გყავ­დეს შე­ნი მო­სახ­ლე­ობა იდე­ოლ­ოგი­ურ­ად გა­ბი­თუ­რე­ბუ­ლი, ან შენ თვი­თონ რო­გორ უნ­და იყო ას­ეთი, რომ ელ­ემ­ენ­ტა­რულ ცოდ­ნა­ზე უარი თქვა და ას­ეთი ბრალ­დე­ბით და­იწყო ომი?!

 

ვინ მოგ­ცემს ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის უფ­ლე­ბას? — ამ­აშია მთე­ლი უბ­ედ­ურ­ება

რა­ტომ იკ­ავ­ებს თავს ამ­ერ­იკა და ნა­ტო მკაცრ პა­სუხ­ზე? თუ რუ­სე­თი, უკ­რა­ინ­ის მსგავ­სად, მის მი­ზან­ში ამ­ოღ­ებ­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­საც დაგ­ვსჯის, მა­შინ რა­ღად გვინ­და ნა­ტოს­კენ სწრაფ­ვა?

— რე­ალ­ურ­ად და­ვი­ნა­ხეთ, რომ ნა­ტო ყოყ­მა­ნობს და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა — ვის უნ­და, ახ­ლა, მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი და ტან­კე­ბი ევ­რო­პა­ში. რაც ევ­რო­პამ გა­და­იტ­ანა, მტრი­სას. მე­ორე მხრივ, ტრამ­პმა კი გა­იხ­უმ­რა, რო­მელ­მაც ნა­ტო „ქა­ღალ­დის ვეფხვს“ მი­ამ­სგავ­სა, რომ ნა­ტომ ვერ გა­მო­ამ­ჟღავ­ნა ის ძა­ლა, რაც სა­ჭი­რო იყოო. მაგ­რამ და­სავ­ლე­თი ნელ-ნე­ლა ძა­ლას იკ­რებს და დახ­მა­რე­ბას აძ­ლი­ერ­ებს. რა გგო­ნი­ათ, ამ­ერ­იკ­ამ არ იც­ოდა ერ­თი ან ორი თვის წინ რაც მოხ­დე­ბო­და?! ჩე­მი აზ­რით, პი­როვ­ნე­ბა­საც აქ­ვს დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, იგ­ივე ბა­იდ­ენს. იგი, მი­სი უდ­ედ­ესი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, მი­სი ას­აკ­იდ­ან და ჯან­მრთე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­და­რე­ბით უფ­რო სუსტ პი­როვ­ნე­ბად მო­მეჩ­ვე­ნა ამ კრი­ტი­კუ­ლი დრო­ის­თვის. გა­მახ­სენ­და 1938 წლის ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ის პა­რა­ლე­ლი, თუმ­ცა, დე­მოკ­რა­ტი­ული სა­ხელ­მწი­ფოს პრე­მი­ერი ნე­ვილ ჩემ­ბერ­ლე­ნი, რო­მე­ლიც ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ის­ათ­ვის და­უპ­ირ­ის­პირ­და ჰიტ­ლერს, (მა­შინ ფსი­ქო­ლო­გი­ურ­ად ჰიტ­ლერ­მა მა­ინც დი­დი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ბერ­ლენ­ზე), და­არ­წმუ­ნა იგი ის­ეთ დათ­მო­ბა­ზე წა­სუ­ლი­ყო, რო­გო­რი­ცაა მი­უნ­ხე­ნის ცნო­ბი­ლი ღა­ლა­ტი. და­სავ­ლეთ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩე­ხოს­ლო­ვა­კია ჩა­აბ­არა ჰიტ­ლერს, თუმ­ცა ბრი­ტა­ნე­თი და საფ­რან­გე­თი მი­სი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის გა­რან­ტო­რე­ბი იყ­ვნენ. უკ­რა­ინ­ის შემ­თხვე­ვა­ში ამ პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა, ალ­ბათ, არაა მარ­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ შე­სას­წავ­ლია ბა­იდ­ენ­ისა და პუ­ტი­ნის რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნან­დე­ლი სა­უბ­არი, რა­საც მა­ლე­ვე მოჰ­ყვა უკ­რა­ინ­ის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და, სა­ერ­თოდ, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის მი­სა­მარ­თით პუ­ტი­ნის მე­ტის­მე­ტად თა­მა­მი ულ­ტი­მა­ტუ­მე­ბი. ამ­ას დღეს აკ­ეთ­ებს სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც, მარ­თა­ლია, აქ­ვს ბირ­თვუ­ლი იარ­აღი, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ აქ­ვს ეკ­ონ­ომ­იკა; აქ­ვს ის­ეთი ავ­ან­ტი­ურ­ის­ტუ­ლი გეგ­მა, რო­მელ­ზეც იფ­იქ­რებ, რომ ის­იც ითხოვს მაქ­სი­მუმს იმ იმ­ედ­ით, რომ იქ­ნებ მი­იღ­ოს უკ­რა­ინ­ის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი. არ­ადა, რა ნე­იტ­რა­ლი­ტეტ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ლა­პა­რა­კი?! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ოც­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ქვეყ­ნის ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი (ხომ ყვე­ლამ ვი­ცით, რომ შა­ვი ხი­ზი­ლა­ლა შავ პურს სჯო­ბია), მაგ­რამ ეს, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ უაღ­რე­სად ძნე­ლად გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ელი ოც­ნე­ბაა, რად­გან, ის­ეთ ფეთ­ქე­ბად­სა­შიშ რე­გი­ონ­ში — უზ­არ­მა­ზა­რი სა­მი სა­ხელ­მწი­ფოს გა­დაკ­ვე­თა­ში ვცხოვ­რობთ, ვინ მოგ­ცემს ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის უფ­ლე­ბას? ან ვინ იქ­ნე­ბა ამ­ის გა­რან­ტო­რი? შვე­იც­არი­ის მა­გა­ლი­თი ძა­ლი­ან უნ­იკ­ალ­ურია და სხვა „უბ­ან­იცაა“.

 

ოღ­ონდ ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან აჭ­იდ­ავე და აღ­არც უკ­რა­ინ­ის ომი ახ­სოვთ
და აღ­არც არ­აფ­ერი

დღეს სა­ზო­გა­დო­ება, რო­მე­ლიც პირ­და­პი­რი ეთ­ერ­ით ად­ევ­ნებს უკ­რა­ინ­აში სის­ხლის­ღვრას თვალს, გა­ღი­ზი­ან­ებ­ულია რო­გორც და­სავ­ლე­თის სიფ­რთხი­ლით, ას­ევე, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიფ­რთხი­ლით, რო­მელ­საც ხში­რად სიმ­ხდა­ლე­დაც კი ნათ­ლა­ვენ. თქვენ რა შე­ფა­სე­ბე­ბი გაქ­ვთ?

— პო­ლი­ტი­კა­ში სიფ­რთხი­ლე და სი­მა­მა­ცე ძა­ლი­ან რთუ­ლი და ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლი ცნე­ბე­ბია. ეს არაა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, რომ დი­უმ­ას რო­მა­ნე­ბის გმი­რე­ბი­ვით მო­იქ­ცე. პო­ლი­ტი­კურ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, მი­თუ­მე­ტეს, ომ­ის­წი­ნა და/ან ომ­ის ვი­თა­რე­ბა­ში მი­ლი­ონ­ობ­ით სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქის, არც მე­ტი და არც ნაკ­ლე­ბი, სი­ცოცხლე­ზეა სა­უბ­არი. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მაქ­სი­მა­ლუ­რი პრაგ­მა­ტიზ­მია აუც­ილ­ებ­ელი.

მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი არ­ავ­ის უნ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ — რუ­სებ­საც. უბ­რა­ლოდ, ეს კა­ცი, ალ­ბათ, ნამ­დვი­ლად გა­გიჟ­და იმ თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში და, სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლი­ად უპ­ას­უხ­ის­მგებ­ლო თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­იც ჰყავს.

ამ­ერ­იკა და­საწყის­ში უფ­რო ფრთხი­ლობ­და, ახ­ლა კი სულ უფ­რო აძ­ლი­ერ­ებს ზე­წო­ლას რუ­სეთ­ზე, მაგ­რამ მგო­ნი — მე­ტის გა­კე­თე­ბაც შე­უძ­ლია. ერთ მარ­ტივ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ — რა­შია პუ­ტი­ნის ძა­ლა? ნავ­თობ­ში, ხომ? ნავ­თო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლით აფ­ინ­ან­სებს ამ არ­მი­ას, აწ­არ­მო­ებს ამ ომს და აშ­ან­ტა­ჟებს იქ გერ­მა­ნი­ას, მთელ ევ­რო­პას და დღე­საც ფულს უხ­დი­ან პუ­ტინს, არა? ამ­ერ­იკ­ამ, რო­გორც თა­ვის დრო­ზე რე­იგ­ან­მა, ფა­სე­ბი რომ და­აგ­დე­ბი­ნოს ნავ­თობ­ზე და ევ­რო­პას ალ­ტერ­ნა­ტი­ული ენ­ერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბი მი­აწ­ოდ­ოს, ეს ყვე­ლა სან­ქცი­აზე მე­ტად შე­ას­უს­ტებ­და რუ­სეთს. არ­ადა, ამ­ის სა­შუ­ალ­ება არ­სე­ბობს.

ტრამ­პის დროს ამ­ერ­იკ­ამ უდ­იდ­ესი ნავ­თო­ბის რე­ზერ­ვე­ბი გახ­სნა, ბა­იდ­ენ­მა კი შე­აჩ­ერა ეს პრო­ცე­სი. ახ­ლა კვლავ რომ გახ­სნას (და და­იწყებს კი­დეც) და ამ­ავე დროს ირ­ან­ისა და სა­უდ­ებ­ის მა­რა­გიც რომ აქ­ტი­ურ­ად გა­მო­იყ­ენ­ონ ბა­ზარ­ზე, ევ­რო­პა­საც ეყ­ოფა და ფა­სე­ბიც და­ვარ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პუ­ტი­ნის რუ­სე­თის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბიც უფ­რო მა­ლე დაშ­რე­ბა. (რო­გორც წარ­სუ­ლის ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი ამ­ბობ­და: ომ­ის წარ­მო­ებ­ის­თვის სა­ჭი­როა სა­მი რამ — პირ­ველ რიგ­ში, ფუ­ლი, მე­ორე რიგ­ში, ფუ­ლი და მე­სა­მე რიგ­ში, კვლავ ფუ­ლი). სწო­რედ მსგავ­სი გზით აიძ­ულა რე­იგ­ან­მა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი — და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ცი­ვი ომი. მრა­ვა­ლი სხვა გზაც არ­სე­ბობს. და­სავ­ლეთს, ალ­ბათ, კი­დევ ცო­თა მე­ტი სი­თა­მა­მე და შე­უპ­ოვ­რო­ბა მარ­თებს და ეს პრო­ცე­სი მი­დის კი­დეც.

სა­ქარ­თვე­ლოს რაც შე­ეხ­ება, 1992 და 2008 წლე­ბი რომ გა­ვა­ერ­თი­ან­ოთ, სა­ქარ­თვე­ლო­ზე მე­ტი „სის­ხლი“ რუ­სეთ­თან ბრძო­ლა­ში არ­ავ­ის არ და­უღ­ვრია. არ მეს­მის რა­ტომ ხდე­ბა 1992-99 წლე­ბის რუ­სეთ­თან ომ­ის მი­ჩუ­მა­თე­ბა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­ერ. მთა­ვა­რი მსხვერ­პლი და ტე­რი­ტო­რი­ებ­ის და­კარ­გვა სწო­რედ მა­შინ მოხ­და. ეს ძა­ლი­ან სა­ზი­ანოა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს­თვის, მი­თუ­მე­ტეს, დღეს. მგო­ნია, რომ ჩვენ ჩვე­ნი ვა­ლი ძა­ლი­ან კარ­გა­დაც გვაქ­ვს მოხ­დი­ლი და ახ­ლაც შეძ­ლე­ბის­დგა­ვა­რად ვცდი­ლობთ ჩვენს უს­აფ­რთხო­ებ­ას­აც მივ­ხე­დოთ და უკ­რა­ინ­ას­აც გვერ­დით და­ვუდ­გეთ. სა­ზო­გა­დო­ებ­ის სხვა­დას­ხვა სეგ­მენ­ტი ამ­ას თა­ვი­სე­ბუ­რად აკ­ეთ­ებს.

მაგ­რამ, ჩვე­ნი პრობ­ლე­მა იმ­აშია, რომ ოღ­ონდ ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან აჭ­იდ­ავე და აღ­არც უკ­რა­ინ­ის ომი ახ­სოვთ და აღ­არც არ­აფ­ერი. ღმერ­თმა და­იფ­არ­ოს და მტე­რი აქ რომ შე­მო­ვი­დეს, ალ­ბათ, ორ და­პი­რის­პი­რე­ბულ დე­მონ­სტრა­ცი­ას და­ინ­ახ­ავს რუს­თა­ველ­ზე (მო­მი­ტე­ვეთ შა­ვი იუმ­ორი).

ას­ევე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პლა­ნე­ტა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის აშ­კა­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი ძლი­ერი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი ნაკ­ლე­ბად არი­ან. არი­ან კარ­გი ბი­ურ­ოკ­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­დაწყვე­ტი­ლე­ბებს ასე ერ­თბა­შად ვერ იღ­ებ­ენ. რა­საც აკ­ეთ­ებ­ენ, ალ­ბათ, სწო­რად აკ­ეთ­ებ­ენ და კარ­გი შე­დე­გიც იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ და­კარ­გულ დღე­სა თუ სა­ათს უკ­რა­ინ­ელი ბავ­შვე­ბის სი­ცოცხლე ეწ­ირ­ება. ეს არ­ის დღვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი დი­ლე­მა.