რას უნ­და ნიშ­ნავ­დეს ამ დროს უკ­რა­ინ­ის ელ­ჩის გაწ­ვე­ვა და ხომ არ ქმნის ეს ფაქ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­მა­ტე­ბით საფ­რთხე­ებს?

— ელ­ჩი კონ­სულ­ტა­ცი­ის მიზ­ნით გა­იწ­ვი­ეს და ეს ნიშ­ნავს დიპ­ლო­მა­ტი­ური წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის და­ბალ დო­ნე­ზე და­ყე­ნე­ბას და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ტეს­ტის გაცხა­დე­ბას. ამ­ის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი კი იქ­ნე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შეწყვე­ტა. „სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ამ­ორ­ალ­ური პო­ზი­ცია სან­ქცი­ებ­ის სა­კითხში და მო­ხა­ლი­სე­ებ­ის­თვის ხე­ლის შეშ­ლა“ — ზუს­ტად ასე გან­მარ­ტა პრე­ზინ­დეტ­მა ზე­ლენ­სკიმ ელ­ჩის გაწ­ვე­ვის მი­ზე­ზე­ბი. პა­სუ­ხად რაც მოხ­და, ესაა პო­ლი­ტი­კუ­რი გაფ­რთხი­ლე­ბა, ანუ „წი­თე­ლი” ნიშ­ნის და­ფიქ­სი­რე­ბა. კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის ფორ­მატ­ში უკ­რა­ინ­ის ელ­ჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში შეხ­ვდე­ბა პრე­ზინ­დეტს და მო­ახ­სე­ნებს სი­ტუ­აცი­ის შე­სა­ხებ, შემ­დეგ და­ელ­ოდ­ება ნე­ბას, რომ დაბ­რუდ­ნეს უკ­ან — ეს არ­ის სულ.

— რო­გორ იქ­ნე­ბა ეს ფაქ­ტი და­სავ­ლე­თის მხრი­დან აღ­ქმუ­ლი, მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, რო­ცა დღეს ბრი­უს­ელ­ში, ევ­რო­კავ­შირ­ში უკ­რა­ინ­ის გა­წევ­რი­ან­ებ­ის სა­კითხზე მსჯე­ლო­ბენ და იქ არ­ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტიც?

— იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი, რად­გა­ნაც ჩვენ გაგ­ვა­თა­ნაბ­რეს ყირ­გი­ზებ­თან, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უჭ­ირ­ეს კრემ­ლს, მე­ტიც, მგო­ნი არ­ის არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იმ­ის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს მათ სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტიც კი გა­აგ­ზავ­ნეს რუ­სე­თის და­სახ­მა­რებ­ლად. დი­ახ, ზე­ლენ­სკიმ ხაზ­გას­მით ახ­სე­ნა ყირ­გი­ზე­თი და სა­ქარ­თვე­ლო.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ნიშ­ნავს იმ­ას, რომ ჩვენ უკ­ვე ვა­წარ­მო­ებთ ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ კურ­სს. შე­იძ­ლე­ბა ამ­ან ხე­ლი არ შეგ­ვი­შა­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­აზე, მაგ­რამ ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის პრო­ცეს­ში კი უკ­ვე პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მნე­ბა. ასე რომ, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის შან­სი ჯერ კი­დევ გვრჩე­ბა. დი­დი ილი­ასი არ იყ­ოს — რა გითხრათ და რით გა­გა­ხა­როთ?!..

პ.ს. აღნიშნულ სტატიაში ჩვენ მიერ დაშვებული იყო ტექნიკური უნებური შეცდომა, რაც გასწორდა. რედაქცია იხდის ბოდიშს უნებური შეცდომისთვის.