ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე მეც­ნი­ერ­ებ­მა, მე­დი­კო­სე­ბის მსგავ­სად, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კა­ტას­ტრო­ფას­თან გამ­კლა­ვე­ბის გზე­ბის ძი­ებ­აში ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი შე­ის­წავ­ლეს და ატ­იპი­ური კრი­ზი­სის სინ­დრო­მი აღ­მო­აჩ­ინ­ეს. ამ გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას გვი­ზი­არ­ებს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, აკ­ად­ემ­იკ­ოსი ვლა­დი­მერ პა­პა­ვა.

„კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ამ ეკ­ონ­ომ­იკ­აში ის­ეთი ფე­ნო­მე­ნი ჩა­მო­აყ­ალ­იბა კრი­ზი­სის სა­ხით, რო­მე­ლიც თა­ვად ეკ­ონ­ომ­იკ­აში შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბით არ არ­ის გა­მოწ­ვე­ული. ვი­რუ­სი გაჩ­ნდა მო­ულ­ოდ­ნე­ლად, მო­ედო მთელ მსოფ­ლი­ოს და მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა. ქვეყ­ნე­ბის ნა­წილ­მა პან­დე­მი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმ­უნ­იტ­ეტ­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის იმ­ედ­ად გა­დაწყვი­ტეს და უარი თქვეს შეზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბა­ზე, თუმ­ცა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის კე­რე­ბად ცნო­ბილ­მა ქვეყ­ნებ­მა მა­ლე­ვე მი­მარ­თეს მკარც შეზღუდ­ვებს: შე­აჩ­ერ­ეს ავი­ამ­იმ­ოს­ვლე­ბი, და­იხ­ურა სკო­ლე­ბი და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი, შეწყდა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მი­მოს­ვლა და ა.შ. პრაქ­ტი­კუ­ლად, ეკ­ონ­ომ­იკა გა­ჩერ­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ხე­ზეა ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სი, მაგ­რამ თა­ვი და თა­ვი ის არ­ის, რომ ეს კრი­ზი­სი ეკ­ონ­ომ­იკ­აში არ ჩა­სა­ხუ­ლა! ანუ ამ კრი­ზი­სის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­ის ეკ­ონ­ომ­იკა, ეს კრი­ზი­სი შექ­მნა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის უს­უს­ურ­ობ­ამ — და­ამ­არ­ცხოს „კო­ვიდ-19“, შე­აჩ­ერ­ოს პან­დე­მია, შე­აჩ­ერ­ოს ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბა. სხვა სიტყვე­ბით რომ ვთქვათ, ეს არ არ­ის ტი­პი­ური ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სი, ის ატ­იპი­ური კრი­ზი­სია. ატ­იპი­ური კრი­ზი­სის მა­გა­ლი­თია მე­ორე მსოფ­ლიო ომ­ის დროს ქა­ლა­ქე­ბის ნგრე­ვით გა­მოწ­ვე­ული კრი­ზი­სე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წყო­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის დროს გა­მოწ­ვე­ული კრი­ზი­სე­ბი, რო­ცა არ­სე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სის­ტე­მა ჩა­ან­აც­ვლა ახ­ალ­მა. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში „,კო­ვიდ-19“-ით გა­მოწ­ვე­ული კრი­ზი­სის დროს არ­ანა­ირი ცვლი­ლე­ბე­ბი არ მომ­ხდა­რა. და­იხ­ურა ობი­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თაც ფი­ზი­კუ­რად აღ­დგე­ნა არ ეს­აჭ­ირო­ებ­ათ. ყვე­ლა­ზე ახ­ლოს ამ კრი­ზის­თან დგას მე-20-ე სა­უკ­უნ­ის 20-იან წლებ­ში ეს­პა­ნუ­რი გრი­პის პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ული კრი­ზი­სი. მსგავ­სე­ბა იმ პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ კრი­ზის­სა და დღე­ვან­დე­ლო­ბას შო­რის საკ­მა­ოდ დი­დია. მაგ­რამ, აქ­აც არ­ის სე­რი­ოზ­ული გან­სხვა­ვე­ბა: მა­შინ ტუ­რიზ­მი ის­ეთი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ იყო, რო­გორც დღე­საა, თა­ნაც სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­აფ­რე­ნე­ბიც ახ­ალი დაწყე­ბუ­ლი იყო… ამ­იტ­ომ შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კვნათ, რომ დღეს ჩა­მო­ყა­ლიბ­და უნ­იკ­ალ­ური, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რამ და აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი: ჩვენ გვაქ­ვს ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სი, რომ­ლის დაძ­ლე­ვის მე­ქა­ნიზ­მიც ეკ­ონ­ომ­ის­ტებს არ გა­აჩ­ნია… რად­გან, ეს კრი­ზი­სი ეკ­ონ­ომ­იკ­აში არ ჩა­სა­ხუ­ლა. ამ კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვის მე­ქა­ნიზ­მი მე­დი­ცი­ნა­შია. სა­ნამ მე­დი­კო­სე­ბი არ და­ამ­არ­ცხე­ბენ „კო­ვიდ-19“-ს, სა­ნამ ეს პან­დე­მია დაძ­ლე­ული არ იქ­ნე­ბა, მა­ნამ ეს კრი­ზი­სი გაგ­რძელ­დე­ბა. ამ­იტ­ომ, დღეს, ეკ­ონ­ომ­იკა არ­ის მე­დი­ცი­ნის მძე­ვა­ლი! ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, ვუ­ყუ­რებთ იმ­ას, თუ რას გვთა­ვა­ზო­ბენ მე­დი­კო­სე­ბი, თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმ­ას, რომ ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბი გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლე­ბი უნ­და იყ­ვნენ: ეკ­ონ­ომ­ის­ტთა მთა­ვა­რი ამ­ოც­ანაა კრი­ზი­სით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობ­ის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა, რა­საც პსოტ­პან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა“.