ვლა­დი­მერ პა­პა­ვა

2022 წლის თე­ბერ­ვა­ლი ის­ტო­რი­აში შე­ვა რო­გორც რუ­სე­თის მას­შტა­ბუ­რი აგ­რე­სია უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ. მე­ორე მსოფ­ლიო ომ­ის შემ­დეგ ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­აზე იმ მას­შტა­ბის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­გო­რიც ახ­ლა უკ­რა­ინ­ის ტე­რი­ტო­რი­აზე ხდე­ბა, არ ყო­ფი­ლა.

რუ­სეთ-უკ­რა­ინ­ის ომს სა­კუ­თა­რი პოსტ-საბ­ჭო­ური ის­ტო­რია აქ­ვს.

და­სავ­ლე­თის პირ­ვე­ლი დი­დი შეც­დო­მა ის იყო, რომ სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ ბევ­რმა პო­ლი­ტი­კოს­მა და ექ­სპერ­ტმა და­სავ­ლეთ­ში ჩათ­ვა­ლა, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი ცი­ვი ომი დამ­თავ­რდა. სსრკ-ის დაშ­ლის შემ­დეგ რუ­სე­თი ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად იმ­დე­ნად სუს­ტი იყო, რომ მას და­სავ­ლეთ­თან ცი­ვი ომ­ის გაგ­რძე­ლე­ბის არ­ავ­ით­არი რე­სურ­სი აღ­არ ჰქონ­და. და­სავ­ლეთ­მა კი ეს რუ­სე­თის მხრი­დან ამ ტი­პის ომ­ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უარ­ის თქმად აღ­იქ­ვა. ცი­ვი ომ­ის და­სას­რუ­ლის ილ­უზია თა­ვად და­სავ­ლეთ­მა შექ­მნა და და­იჯ­ერა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, რუ­სეთს უარი პოსტ-საბ­ჭო­ური სივ­რცის გა­კონ­ტრო­ლე­ბის ამ­ბი­ცი­აზე არ­ას­ოდ­ეს უთ­ქვამს.

ელ­ცი­ნის რუ­სე­თის მი­ერ ცი­ვი ომ­ის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ური უუნ­არ­ობა არა ამ ომ­ის და­სას­რულს, არ­ამ­ედ ამ ომ­ის „გა­ყინ­ვას“ ნიშ­ნავ­და (https://www.eurasiareview.com/30062014-the-end-of-the-frozen-cold-war-analysis). ენ­ერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე მზარ­დი ფა­სე­ბის ფონ­ზე რუ­სე­თი ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად უფ­რო და უფ­რო გაძ­ლი­ერ­და და და­იწყო ეკ­ონ­ომ­იკ­ური მე­თო­დე­ბით ახ­ალი ლი­ბე­რა­ლუ­რი იმ­პე­რი­ის შექ­მნა (https://www.project-syndicate.org/commentary/russia-s-economic-imperialism). გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ური იმ­პე­რი­ალ­იზ­მის რე­სურ­სე­ბი ჯერ კი­დევ არ­ის მოს­კო­ვის არ­სე­ნალ­ში და აქ­ტი­ურ­ად გა­მო­იყ­ენ­ება, რა­თა ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ზე იქ­ონი­ოს ზე­გავ­ლე­ნა (https://sites.utu.fi/bre/on-the-modern-economic-imperialism-of-russia).

იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნის­თვის ლი­ბე­რა­ლუ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­ნაცხად­თან ერ­თად, რუ­სეთ­მა არ და­იშ­ალა სამ­ხედ­რო წნე­ხის, რო­გორც ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ზე ზე­წო­ლის იარ­აღ­ის, გა­მო­ყე­ნე­ბაც, რი­სი ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წლის აგ­ვის­ტოს გა­ჩა­ღე­ბუ­ლი 5 დღი­ანი ომია, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის ოკ­უპ­აცი­ით დას­რულ­და (https://eurasianet.org/russia-being-in-the-kremlin-means-never-letting-go). პოსტ-საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში აგ­რე­სი­ული ქმე­დე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა იყო 2014 წელს რუ­სე­თის მი­ერ უკ­რა­ინ­ის ყი­რი­მის ოკ­უპ­აცია და ან­ექ­სია. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში (ვგუ­ლის­ხმობთ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ), და­სავ­ლე­თი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვი­თა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბით შე­მო­იფ­არ­გლა, ხო­ლო მე­ორე შემ­თხვე­ვა­ში, ყი­რი­მის ან­ექ­სი­ის დროს, და­სავ­ლეთ­მა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ უკ­ვე ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები შე­მო­იღო (https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract-id=2505586). პრაქ­ტი­კა­ში, და­სავ­ლე­თის ეს ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ეფ­ექ­ტი­ანი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან სან­ქცი­ები არ შე­ეხო ევ­რა­ზი­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური კავ­ში­რის იმ ქვეყ­ნებს, რომ­ლებ­თა­ნაც რუ­სეთს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის რე­ჟი­მი აქ­ვს (http://cacianalyst.org/publications/analytical-articles/item/13296).

შე­დე­გად, რუ­სეთ­ში გაჩ­ნდა შეგ­რძნე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა ყვე­ლა ტი­პის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სან­ქცი­ას გა­უძ­ლებს, თუ მო­მა­ვალ­ში მათ კი­დევ და­უწ­ეს­ებ­ენ. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, და­სავ­ლე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ რუ­სე­თის მი­მართ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­ის და რუ­სე­თის მი­ერ ყი­რი­მის ან­ექ­სი­ის შემ­დეგ მოს­კოვ­ში და­უს­ჯე­ლო­ბის გრძნო­ბის გაძ­ლი­ერ­ებ­ას შე­უწყო ხე­ლი.

2022 წელს უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ, ის­ევე, რო­გორც 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ წა­მოწყე­ბულ სა­ომ­არ ქმე­დე­ბებს რუ­სე­თი იმ­ით „ამ­არ­თლებს“, რომ უკ­რა­ინ­ის (და სა­ქარ­თვე­ლოს) შე­საძ­ლო გა­წევ­რი­ან­ება ნა­ტო­ში რუ­სე­თის ერ­ოვ­ნულ უს­აფ­რთხო­ებ­ას ემ­უქ­რე­ბა (https://www.independent.co.uk/news/world/europe/ukraine-join-nato-russia-putin-b2026572.html). მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ აშშ-მ და ნა­ტომ გა­ნაცხა­დეს, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კა­რე­ბი ღიაა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ინ­ის­თვის, და­სავ­ლე­თის ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა (გა­მოკ­ვე­თი­ლად კი, საფ­რან­გე­თი და გერ­მა­ნია) ამ პრო­ცესს პირ­და­პირ ბლო­კა­ვენ (https://www.theguardian.com/world/2022/jan/26/nato-allies-policy-russia-ukraine-analysis). სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ინ­ის მი­მართ ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პუ­ლი ლი­დე­რის ას­ეთ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ რუ­სეთს პოსტ-საბ­ჭო­ურ ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გამ­ბე­და­ობა შეჰ­მა­ტა.

მე­სა­მე მსოფ­ლიო ომ­ის თა­ვი­დან აც­ილ­ებ­ის მიზ­ნით, და­სავ­ლეთ­მა მკა­ფი­ოდ გა­ნაცხა­და, რომ ნა­ტოს ძა­ლე­ბი უკ­რა­ინ­ის ტე­რი­ტო­რი­აზე მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბებ­ში არ ჩა­ერ­ევა (https://time.com/6151115/nato-russia-ukraine-article-4/). გა­მომ­დი­ნა­რე აქ­ედ­ან, და­სავ­ლეთ­მა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მკაც­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები და­აწ­ესა (https://www.bbc.com/news/world-europe-60125659).

სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ებ­ის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სის და­საწყის­ში მსოფ­ლიო ლი­დე­რებს ერ­თი­ან­ობა აკ­ლდათ, რაც ყვე­ლა­ზე ნათ­ლად რუ­სე­თის „სვიფ­ტი“-დან გა­მო­თიშ­ვის სა­კითხმა გა­მო­ამ­ჟღავ­ნა (https://www.ft.com/content/69f72de5-d727-496d-9f9d-316db7bdaf03). ამ­ას­თა­ნა­ვე, ევ­რო­კავ­ში­რი და აშშ, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ გეგ­მა­ვენ სან­ქცი­ები და­უწ­ეს­ონ რუ­სე­თის ენ­ერ­გო­მა­ტა­რებ­ლებს, მის ყვე­ლა­ზე დიდ ექ­პორ­ტს (https://www.nytimes.com/2022/02/25/business/dealbook/russia-ukraine-sanctions-energy.html). იმ­ავ­დრო­ულ­ად, და­მა­იმ­ედ­ებ­ელია ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ებ­ის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რომ და­სავ­ლე­თის მხრი­დან და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­ში მოხ­ვედ­რის ში­შით დრო­ებ­ით შე­აჩ­ერ­ონ რუ­სე­თის­გან ნავ­თო­ბის შე­ძე­ნა (https://www.bloomberg.com/news/articles/2022-02-25/china-pausing-on-buying-russian-seaborne-crude-after-invasion).

სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მკაც­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა­ში და­სავ­ლე­თის არ­ათ­ან­მდი­დევ­რუ­ლო­ბა და მოქ­მე­დე­ბის ნე­ლი ტემ­პი ხელს უწყობს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის ზრდას უკ­რა­ინ­ის მო­სახ­ლე­ობ­ის წი­ნა­აღ­დეგ.

ის სი­ტუ­აცია, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის ვი­თარ­დე­ბა მის მი­ერ უკ­რა­ინ­აში წარ­მო­ებ­ული ღია ომ­ის ფონ­ზე, ამ­ძაფ­რებს იმ­ის შეგ­რძნე­ბას, რომ უკ­რა­ინ­ას და­სავ­ლე­თის­გან ჯე­რო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა არ აქ­ვს (https://economictimes.indiatimes.com/news/defence/ukrainian-president-volodymyr-zelensky-pleads-for-help-fending-off-russian-attack/articleshow/89797808.cms).

ერ­თმა­ნეთს უპ­ირ­ის­პირ­დე­ბა ცი­ვი ომ­ის მე­თო­დე­ბი, რომ­ლებ­საც და­სავ­ლე­თი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ იყ­ენ­ებს, ცხე­ლი ომი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­აჩ­აღა. დღის წეს­რიგ­ში დგე­ბა სა­სი­ცოცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კითხვა — შე­იძ­ლე­ბა თუ არა ცი­ვი ომ­ის მე­თო­დე­ბით ცხე­ლი ომ­ის შე­ჩე­რე­ბა?

კითხვა­ზე პა­სუ­ხი არა­ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლეთ­მა რუ­სეთს და­უწ­ესა, რო­გორც უკ­ვე აღ­ინ­იშ­ნა, არ არ­ის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, მათ ბევ­რი „ხვრე­ლი“ აქ­ვთ. რა თქმა უნ­და, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სან­ქცი­ებს, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლეთ­მა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­აწ­ესა, ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა, თუმ­ცა, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ეს ახ­ლო მო­მა­ვალ­ში არ მოხ­დე­ბა. ამ დროს კი უკ­რა­ინ­ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი და მშვი­დო­ბი­ანი მო­ქა­ლა­ქე­ები თა­ვი­ან­თი სამ­შობ­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის იღ­უპ­ები­ან.

„ცი­ვი ომი ცხე­ლი ომ­ის წი­ნა­აღ­მდეგ — 2022“ მეტ-ნაკ­ლე­ბად ეფ­ექ­ტი­ანი მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბა, თუ ცი­ვი ომ­ის მე­თო­დე­ბი მკაც­რი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი იქ­ნე­ბა. ამ­ის­თვის კი მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი იმ ილ­უზი­ის ტყვე­ობ­იდ­ან უნ­და გა­მო­ვიდ­ნენ, რომ რუ­სე­თი მათ ქვეყ­ნე­ბამ­დე ვერ მი­აღ­წევს და უნ­და გა­და­ვიდ­ნენ სას­წრა­ფო მოქ­მე­დე­ბა­ზე მა­თი ქვეყ­ნე­ბის და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს დე­მოკ­რა­ტი­ული მო­მავ­ლის­თვის.

წე­რი­ლი თარ­გმნი­ლია ინ­გლი­სუ­რი­დან: Papava, Vladimer. „Cold War vs. Hot War in 2022.“ Eurasia Review, February 28, 2022, https://www.eurasiareview.com/28022022-cold-war-vs-hot-war-in-2022-oped