ჯანდაცვლის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჯანდაცვის დაწესებულებებსა და პაციენტებზე, სულ მცირე, 43 შეტევა განხორციელდა
ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი” ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჯანდაცვის ობიექტებზე 43 შეტევის შემთხვევა დადასტურდა. ეს შეტევები მოიცავს თავდასხმას პაციენტებზე, ჯანდაცვის მუშაკებზე, დაწესებულებებსა და ინფრასტრუქტურაზე. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთანავე, გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ 300-ზე მეტი ჯანდაცვის დაწესებულება ახლა საომარ ზონაში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული.