გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ფე­სო­რი, კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი ზა­ზა ცოტ­ნი­აშ­ვი­ლი

 

— რა არ­ის რუ­სე­თის უკ­რა­ინ­აში შეჭ­რის მი­ზე­ზი? რი­სი მიღ­წე­ვა სურს რუ­სეთს?

— პუ­ტინ­მა თა­ვის ცნო­ბილ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლა­ში ძა­ლი­ან მკა­ფიო გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­აკ­ეთა ­უკ­რა­ინ­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რი­თაც გა­მოჩ­ნდა, რო­მის უკ­რა­ინ­ას სა­ხელ­მწი­ფოდ ვერ აღ­იქ­ვამს. მას მი­აჩ­ნია, რომ უკ­რა­ინა არ­ის რუ­სე­თის ნა­წი­ლი და, ამ თვალ­საზ­რი­სით, ის არ და­იც­ავს სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მებს, რო­მე­ლიც უკ­ვე და­ირ­ღვა და მი­იღო კი­დეც სა­პა­სუ­ხო სან­ქცი­ები, მაგ­რამ ეს არ არ­ის საკ­მა­რი­სი იმ­ის­თვის, რომ მი­სი ამ­ბი­ცი­ები შე­ჩერ­დეს.

— ანუ სან­ქცი­ები, რაც და­სავ­ლეთ­მა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ აამ­ოქ­მე­და, არ არ­ის საკ­მა­რი­სი?

— სან­ქცია უნ­და იყ­ოს იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ რუ­სეთ­მა მძი­მე შე­დე­გი იწ­ვნი­ოს. თუ სან­ქცია იქ­ნე­ბა ის­ეთი, რომ რუ­სეთს უღ­ირს — და­ზა­რალ­დეს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად და გა­აგ­რძე­ლოს ბრძო­ლა ტე­რი­ტო­რი­ებ­ის დაპყრო­ბის­თვის, ამ შემ­თხვე­ვა­ში სან­ქცია ნაკ­ლე­ბად იმ­უშ­ავ­ებს.

ვფიქ­რობ, ას­ეთ ვი­თა­რე­ბა­ში ჩანს, რომ უკ­რა­ინ­ელ­ები არი­ან ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი და ის­ინი აპ­ირ­ებ­ენ გა­აგ­რძე­ლონ ბრძო­ლა ოკ­უპ­აცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. და­სავ­ლეთ­მა უნ­და გა­ზარ­დოს სან­ქცი­ებ­ის ხა­რის­ხი და უკ­რა­ინ­ის მი­მართ და­აფ­იქ­სი­როს სე­რი­ოზ­ული მხარ­და­ჭე­რა, თუ უნ­და, რომ ძა­ლი­ან მა­ლე იგ­ივე სცე­ნა­რი არ იხ­ილ­ოს ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში. ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან ჰგავს 40-იანი წლე­ბის ევ­რო­პას, რო­დე­საც მსგავ­სი ამ­ბი­ცი­ებ­ით შეპყრო­ბი­ლი იყო დიქ­ტა­ტო­რი ჰიტ­ლე­რი. პი­რა­დად მე ჰიტ­ლერ­სა და პუ­ტინს შო­რის დიდ გან­სხვა­ვე­ბას ვერ ვხე­დავ.

— იმ­ას, რა­საც ვე­ლო­დე­ბით და­სავ­ლე­თის მხრი­დან, ვერ იღ­ებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, უკ­რა­ინა, რად­გან არა­ად­ეკ­ვა­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს მი­სი რუ­სეთ­ზე ზე­წო­ლის ხა­რის­ხი… არ­ის თუ არა და­სავ­ლე­თი პა­სი­ური თა­ვის მოქ­მე­დე­ბებ­ში?

— და­სავ­ლე­თის­თვის პო­ლი­ტი­კა და, მი­თუ­მე­ტეს, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რე­ალ­ურ­ად, დღეს უკ­რა­ინ­აში იდე­ოლ­ოგი­ებს შო­რის შე­ჯა­ხე­ბაა, კერ­ძოდ: დე­მოკ­რა­ტი­ულ, თა­ვი­სუ­ფალ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­სა და რუ­სულ ავ­ტო­რი­ტა­რულ იდე­ოლ­ოგი­ას შო­რის. და­სავ­ლე­თის მი­ერ უკ­რა­ინ­ის­თვის გა­მოცხა­დე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­იხ­ატა იმ დო­ზით, რამ­დე­ნა­დაც მათ პო­ლი­ტი­კუ­რად უღ­ირთ. და­სავ­ლე­თის­თვი­საც არ­სე­ბობს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი. თუ რუ­სე­თი ამ ზღვარს გა­დაკ­ვეთს, სა­ვა­რა­უდ­ოდ, უფ­რო მკაც­რი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა. რო­გორც ვხე­დავთ, ამ ეტ­აპ­ზე ეს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი არ გა­დის უკ­რა­ინ­აზე, ის აერ­თი­ან­ებს მხო­ლოდ ნა­ტოს წევრ ქვეყ­ნებს. თუ რუ­სე­თი გა­დაკ­ვეთს ნა­ტოს საზღვრებს, ის და­სავ­ლე­თის­გან მი­იღ­ებს შე­სა­ბა­მის სამ­ხედ­რო პა­სუხს. ნა­ტოს საზღვრე­ბი იქ­ვეა. წე­სით, ახ­ლა და­სავ­ლეთ­მა უნ­და გა­იღ­ვი­ძოს და ჩათ­ვა­ლოს, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად რუ­სეთს უკ­ვე აქ­ვს ამ­ბი­ცია სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მი­მარ­თაც. ამ კონ­ფლიქ­ტში და­სავ­ლე­თი უნ­და ჩა­ერი­ოს უფ­რო მე­ტი მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხატ­ვით. რე­ალ­ურ­ად, რუ­სეთ­მა და­სავ­ლე­თიც ძა­ლი­ან რთულ სი­ტუ­აცი­აში ჩა­აყ­ენა.

— რა ბერ­კე­ტე­ბი აქ­ვს და­მა­ტე­ბით ას­ამ­ოქ­მე­დე­ბე­ლი და­სავ­ლეთს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ?

— და­სავ­ლეთს აქ­ვს მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ეკ­ონ­ომ­იკ­ური ბერ­კე­ტე­ბი, რო­მელ­საც ჯერ ბო­ლომ­დე არ იყ­ენ­ებს. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, დი­დი დარ­ტყმა მი­იღო რუ­სულ­მა ეკ­ონ­ომ­იკ­ამ. და­ნა­კარ­გე­ბი მი­ლი­არ­დებს მო­იც­ავს და აქ ერ­თი­ან­დე­ბა არა მხო­ლოდ პი­რა­დად ოლ­იგ­არ­ქე­ბის, არ­ამ­ედ რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ებ­ის ქო­ნე­ბა. ეს ბრძო­ლა კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა — რა დო­ზით უნ­და გას­ცეს და­სავ­ლეთ­მა პა­სუ­ხი, რომ პუ­ტი­ნი შე­ჩერ­დეს.

— რამ­დე­ნად სწო­რად მი­გაჩ­ნი­ათ სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან რუ­სეთ­თან რაგ­ბის თა­მა­შის გა­უქ­მე­ბის სა­კითხი?

— მე არ­ას­ოდ­ეს ვარ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ემ­ოცი­ებ­ის მომ­ხრე, მი­თუ­მე­ტეს, არ­აფ­რის­მომ­ცე­მი ის­ტე­რი­კის, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბის მი­ხედ­ვით არ იქ­ნე­ბა უპ­რი­ანი სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვა ამ ეტ­აპ­ზე. ჩვენ მშვი­დად უნ­და შევ­ხვდეთ სი­ტუ­აცი­ას, რად­გან საქ­მე გვაქ­ვს ძა­ლი­ან მძლავრ მე­ქა­ნიზ­მთან და სამ­ხედ­რო სა­ხელ­მწი­ფოს­თან. რაც დღეს უკ­რა­ინ­აში ხდე­ბა, მსგავ­სი სცე­ნა­რი ჩვენ უკ­ვე ვი­ხი­ლეთ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში. რუ­სეთს შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ დროს გა­იმე­ორ­ოს იგ­ივე. სა­ჭი­როა გარ­კვე­ული სიფ­რთხი­ლე, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დაც­ვა, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, ყო­ველ­თვის უნ­და გა­მო­იხ­ატ­ოს.

ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­საწყვე­ტია, რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში რო­გორ პო­ზი­ცი­ას შე­ინ­არ­ჩუ­ნე­ბენ. მათ თა­ვი­ან­თი ან­ალ­იტ­იკ­ური სამ­სა­ხუ­რე­ბი აქ­ვთ. ყვე­ლა გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა უნ­და ხდე­ბო­დეს ღრმად გა­აზ­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არა ემ­ოცი­ურ ფონ­ზე.

— სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­სუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გა­მე­ორ­ებ­ის საფ­რთხის წი­ნა­შე რამ­დე­ნად ვდგა­ვართ დღეს?

— ახ­ლა უკ­ონ­ტრო­ლო სი­ტუ­აციაა და 2008 წლის შემ­თხვე­ვის გა­მე­ორ­ებ­ის რის­კი არ­სე­ბობს. ამ­დე­ნად, სიფ­რთხი­ლე გვმარ­თებს. ამ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­სი მთა­ვა­რი ამ­ოც­ან­ები, რომ­ლის მიღ­წე­ვის­თვის, თუ დას­ჭირ­და,ნე­ბის­მი­ერ­ღო­ნის­ძი­ებ­ას გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს.

— ეკ­ის­რე­ბა თუ არა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­დი­კა­ლურ ოპ­ოზ­იცი­ას, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ოდა აგ­რე­სი­ული რე­აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სე­ბით რუ­სე­თის წი­ნა­არ­მდეგ, რა­თა ვი­თა­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც არ გამ­წვავ­დეს?

— ყვე­ლას თა­ვი­სი წი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქ­ვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნ­და იყ­ოს გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, რად­გან ის არ­ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე.

— დღე­ვან­დე­ლი კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა შე­აფ­ას­ებ­დით აზ­ერ­ბა­იჯ­ანი-რუ­სე­თის გუ­შინ­დელ, 23 თე­ბერ­ვლის სა­მო­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის ახ­ალ მიზ­ნებს?

აზ­ერ­ბა­იჯ­ანი ად­ექ­ვა­ტუ­რად აფ­ას­ებს რუ­სე­თის გავ­ლე­ნას კავ­კა­სი­აზე. მან იც­ის, რომ ამ რე­გი­ონ­ში უს­აფ­რთხო­ებ­ის თუ მშვი­დო­ბის სა­კითხი, ას­ევე, სომ­ხეთ­თან გარ­კვე­ული ურ­თი­ერ­თო­ბის მო­წეს­რი­გე­ბის პრეს­პექ­ტი­ვაც პუ­ტი­ნის გა­და­საწყვე­ტია. ამ­დე­ნად, აზ­ერ­ბა­იჯ­ანს სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი აქ­ვს და ამ პო­ზი­ცი­ით – პუ­ტინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, თა­ვის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს იც­ავს.

მოამზადა მეგი მიქაბერიძემ