პოლ ად­ამ­სი — BBC-ის დიპ­ლო­მა­ტი­ური კო­რეს­პონ­დენ­ტი

ვიდ­რე უკ­რა­ინ­ული არ­მია ბრძო­ლის ველ­ზე იბ­რძვის, უკ­რა­ინ­ის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი სა­კუ­თარ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომს უძ­ღვე­ბა და­სავ­ლე­თის დე­და­ქა­ლა­ქებ­ში.

ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მან 10 ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტში შეძ­ლო სიტყვით გა­მოს­ვლა. ხა­კის­ფე­რი მა­ის­ურ­ითა და სა­ხე­ზე დრო­ის ნაჭ­დე­ვე­ბით, ის სიტყვას ყო­ველ­თვის ჰა­ერ­ში შე­მარ­თუ­ლი, მუშ­ტად შეკ­რუ­ლი ხე­ლით ამ­თავ­რებს და აპ­ლო­დის­მენ­ტებ­ში ქრე­ბა. მას ეჩ­ქა­რე­ბა. მას ხომ მარ­თლაც ყვე­ლა­ზე გა­და­უდ­ებ­ელი საქ­მე­ები იხ­მობს.

„მან იც­ის რო­გორ გა­ნა­სა­ხი­ერ­ოს ერ­ის სუ­ლი არა მხო­ლოდ სა­უბ­რით, არ­ამ­ედ გა­რეგ­ნო­ბით, ფო­ნი­სა თუ გა­მოს­ვლის­თვის სა­ჭი­რო გა­რე­მოს შერ­ჩე­ვით“, — ამ­ბობს თავ­დაც­ვი­თი კვლე­ვე­ბის გა­ერ­თი­ან­ებ­ული სა­მე­ფო ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი ჯო­ნა­თან ეიალი.


ერ­თი
და იგ­ივე, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლად

ყვე­ლა მი­სი გა­მოს­ვლა, 3 მარ­ტს ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტი­დან დაწყე­ბუ­ლი დღემ­დე, მხო­ლოდ ერთ მი­ზანს — სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამ­ის­ათ­ვის პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი ოს­ტა­ტუ­რად მი­მარ­თავს სიტყვის ხე­ლოვ­ნე­ბას. ის აუდ­იტ­ორი­ას ყვე­ლა­ზე ეპ­იკ­ურ მოვ­ლე­ნებს შე­ახ­სე­ნებს მა­თი­ვე ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­იდ­ან, იქ­ნე­ბა ეს ბერ­ლი­ნის კედ­ლის დან­გრე­ვით გა­მოწ­ვე­ული ეიფ­ორია თუ გა­უნ­ელ­ებ­ელი მწუ­ხა­რე­ბა 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის გა­მო აშშ-ში. მან ოთხშა­ბათს, პა­რიზ­ში, ფრან­გებს მა­თი­ვე ერ­ოვ­ნუ­ლი დე­ვი­ზი შე­ახ­სე­ნა — თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა, ძმო­ბა. იაპ­ონი­აში კი ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის მტკივ­ნე­ულ თე­მას შე­ეხო.

ამ გზავ­ნი­ლე­ბი­სა და მი­ნიშ­ნე­ბე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა სწო­რედ რომ ინ­სტიქ­ტე­ბის დო­ნე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბაა. ზე­ლენ­სკი დროს ფუ­ჭად არ ხარ­ჯავს. მთა­ვა­რია თი­თოეულ მსმე­ნე­ლამ­დე მი­იტ­ან­ოს სათ­ქმე­ლი. ლონ­დონ­ში გა­მოს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში მან უკ­რა­ინ­ის ომი ბრი­ტა­ნე­თის­თვის ომს შე­ად­არა, რო­ცა მე­ორე მსოფ­ლიო ომ­ის და­საწყის­ში ქვეყ­ნის ცა­ში გა­მარ­თულ ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბამ დიდ­წი­ლად გან­საზღვრა ბრი­ტა­ნე­თის ბე­დი ომ­ის შემ­დგო­მი მსვლე­ლო­ბი­სას. მან მი­ნიშ­ნე­ბა გა­აკ­ეთა უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის 1940 წლის 4 ივ­ლისს წარ­მოთ­ქმულ ცნო­ბილ სიტყვა­ზეც. ზე­ლენ­სკიმ, ისე, რომ ბრი­ტა­ნე­ლი ლი­დე­რის სა­ხე­ლი არ და­უს­ახ­ელ­ებია, პრაქ­ტი­კუ­ლად, მი­სი სიტყვე­ბით გად­მოს­ცა სა­კუ­თა­რი სათ­ქმე­ლი (მო­არ­გო რა ცი­ტა­ტა უკ­რა­ინ­ულ გე­ოგ­რა­ფი­ას): „ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ ტყე­ებ­ში, მინ­დვრებ­ში, სა­ნა­პი­რო­ებ­ზე, ქა­ლა­ქებ­ში და სოფ­ლებ­ში, ქუ­ჩებ­ში, ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ მთებ­ში“.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ამა თუ იმ ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტე­ბის წი­ნა­შე გა­მოს­ვლი­სას, ზე­ლენ­სკის სიტყვა უფ­რო და უფ­რო მკაც­რი ხდე­ბა. ის უკ­ვე და­სავ­ლე­თის მი­მართ საყ­ვე­დუ­რებ­საც აღ­არ ერ­იდ­ება.


სირ­ცხვი­ლია
!

„სიტყვით ყო­ვე­ლი გა­მოს­ვლი­სას ის გე­კითხე­ბათ: რა ად­ამი­ან­ები ხართ, რა ხალ­ხი ხართ? თუ თქვენ ვერ შე­ეს­აბ­ამ­ებ­ით იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტს, სირ­ცხვი­ლი თქვე­ნი“ — ამ­ბობს ოტ­ავ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი რი­ტო­რი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ალ­ის­ტი ნო­მი კლერ ლა­ზა­რი.

აშშ-ის კონ­გრე­სის წი­ნა­შე გა­მოს­ვლი­სას პერლ ჰარ­ბო­რის, მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გი­სა და მა­უნტ რაშ­მო­რის ნა­ცი­ონ­ალ­ური მე­მო­რი­ალ­ის ხსე­ნე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ საკ­მა­ოდ არ­ად­იმ­პლო­მა­ტი­ურ­ად უს­აყ­ვე­დუ­რა აუდ­იტ­ორი­ას: „ჩვენ პა­სუხს ვითხოვთ, პა­სუხს ტე­რორ­ზე. ჩვენ რა, ასე ბევ­რს ვითხოვთ?“

იტ­ალი­ის პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას ზე­ლენ­სკიმ იტ­ალი­ელ­ები იმ­ით შე­არ­ცხვი­ნა, რომ პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ატ­არ­ებს დროს მათ ქვე­ყა­ნა­ში.

„მკვლე­ლე­ბის­თვის კუ­რორ­ტებს ნუ მო­აწყობთ“, — მი­მარ­თა მან იტ­ალი­ელ პარ­ლა­მენ­ტა­რებს. პრო­ფე­სორ ლა­ზა­რის თქმით, ზე­ლენ­სკის, რო­გორც სრუ­ლი­ად გა­უმ­არ­თლე­ბე­ლი თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტს, ამ ყვე­ლაფ­რის თქმის უფ­ლე­ბა აქ­ვს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ზე­ლენ­სკი მო­ღა­ლა­ტუ­რად გან­წი­რუ­ლი ქვეყ­ნის ლი­დე­რის უნ­იკ­ალ­ურ როლ­ში აღ­მოჩ­ნდა, გა­სა­გე­ბია, თუ რა­ტომ ცდი­ლობს უკ­რა­ინ­ის პრე­ზი­დენ­ტი მსმე­ნე­ლე­ბის­გან თვით­კმა­ყო­ფი­ლე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბიც კი გა­მო­დევ­ნოს.

„მას­ში და მის გუნ­დში ერ­თგვა­რი სა­სო­წარ­კვე­თა შე­ინ­იშ­ნე­ბა — ამ­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­მე­ფო ინ­სტი­ტუ­ტის ან­ალ­იტ­იკ­ოსი ორ­ისია ლე­ცე­ვი­ჩი — მა­თი აზ­რით, ად­ამი­ან­ებს ბო­ლომ­დე ვერ გა­უც­ნო­ბი­ერ­ები­ათ — რა ხდე­ბა უკ­რა­ინ­აში“.


ცხო­ვე­ლი
აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი

ზე­ლენ­სკის ყო­ველ გა­მოს­ვლას სა­თა­ნა­დო აუდ­იტ­ორია დახ­ვდა — ერ­თი მხრივ, მი­სი უჩ­ვე­ულ­ოდ სწორ­ხა­ზო­ვა­ნი რი­ტო­რი­კით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და, ამ­ავე დროს, მი­სი სა­მარ­თლი­ანი რის­ხვით არ­ას­ასი­ამ­ოვ­ნოდ ლუს­ტრი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. მი­სი ყო­ვე­ლი სიტყვა უკ­რა­ინ­ელ ხალ­ხსაც მი­ემ­არ­თე­ბა. და­აკ­ვირ­დით, ის უკ­რა­ინ­ულ­ად სა­უბ­რობს და უარს ამ­ბობს ამ­გვა­რი გა­მოს­ვლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ძვირ­ფას სა­მოს­ზე. ზე­ლენ­სკიმ, რო­გორც პო­ლი­ტი­კოს­მა, რომ­ლის რე­იტ­ინ­გიც ომ­ამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე საგ­რძნობ­ლად ეც­ემ­ოდა, უჩ­ვე­ულო ტრან­სფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და.

„კო­მი­კო­სის წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად იმ­აზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად ახ­ლო კონ­ტაქ­ტს ამ­ყა­რებს ის აუდ­იტ­ორი­ას­თან, რამ­დე­ნად აგ­რძნო­ბი­ნებს დის­კომ­ფორ­ტს, ან გა­ახ­არ­ებს, ან გა­აც­ინ­ებს, — გან­მარ­ტავს პრო­ფე­სო­რი ლა­ზა­რი. და, აი, ეს მი­მარ­თვა მარ­ტი­ვი გზავ­ნი­ლით — „გა­აკ­ეთ­ეთ მე­ტი ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად“ — გან­კუთ­ვნი­ლია კი­დევ ერ­თი აუდ­იტ­ორი­ის­ათ­ვის და ეს არ­ის და­სავ­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი.
„ის მთავ­რო­ბებ­ზე ზე­წო­ლას ცდი­ლობს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ის ძა­ლი­ან ძვირ­ფასს ითხოვს“, — ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ლა­ზა­რი.


დღის
წეს­რი­გი

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი მსოფ­ლიო ვირ­ტუ­ალ­ურ ტურ­ნე­ში სიმ­პა­თი­ებ­ის მო­სა­პო­ვებ­ლად არ ჩარ­თუ­ლა. დღეს უკ­რა­ინა არ­სე­ბო­ბის­თვის იბ­რძვის და ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას მხო­ლოდ მო­კავ­ში­რე­თა უწყვე­ტი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბით შეძ­ლებს. დი­დი ხა­ნია ზე­ლენ­სკი ნა­ტოს­გან უკ­რა­ინ­ის ცის ჩა­კეტ­ვას ითხოვს. მან იც­ის, რომ ეს არ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ფარ-ხმალს არ ყრის.

„ვფიქ­რობ, ის­ინი აკ­რძა­ლულ ზო­ნა­ზე მხო­ლოდ იმ­იტ­ომ სა­უბ­რო­ბენ, რომ უარ­ის შემ­თხვე­ვა­ში სა­ნაც­ვლოდ რა­მე მი­ანც მი­იღ­ონ — მი­იჩ­ნევს ლუ­ცე­ვი­ჩი — სა­ვა­რა­უდ­ოდ, სწო­რედ ამ­აში მდგო­მა­რე­ობს მა­თი სტრა­ტე­გია.“

სამ­შა­ბათს უკ­რა­ინ­ის პრე­ზი­დენ­ტის ოფ­ის­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­დრეი ერ­მაკ­მა ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­ული წი­ნა­და­დე­ბა წა­მო­აყ­ენა.

„გთხოვთ, გაააქტიურეთ აკ­რძა­ლუ­ლი ზო­ნა, თუ არა და — გად­მოგ­ვე­ცით ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სა­იმ­ედო სის­ტე­მე­ბი“, — თხოვ­ნით მი­მარ­თა ერ­მაკ­მა და­სავ­ლეთს.

უკ­რა­ინ­ის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სა­შუ­ალ­ებ­ებ­ით მო­მა­რა­გე­ბის სა­კითხს უკ­ვე გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, აშშ უკ­რა­ინ­აში მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ეფ­ექ­ტუ­რი საბ­ჭო­თა სის­ტე­მე­ბის გაგ­ზავ­ნას აპ­ირ­ებს.

თა­ვის მხრივ, ჯო­ნა­თან ეიალი თვლის, რომ ზე­ლენ­სკის უკ­ომ­პრო­მი­სო მიდ­გო­მა შე­დე­გი­ანია.
„ომ­ზე ინ­ტენ­სი­ურ­ად სა­უბ­რი­სას და­სავ­ლე­თის ლი­დე­რე­ბი სწო­რედ იმ სა­კითხებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რაც ზე­ლენ­სკის სურ­და — კი­დევ რო­გო­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და შეიარაღება გა­და­ეც­ეს უკ­რა­ინ­ას“, — გან­მარ­ტავს ექ­სპერ­ტი.

წყა­რო:
https://www.bbc.com/russian/features-60867804?xtor=AL-73-%5Bpartner%5D-%5Bbbc.news.twitter%5D-%5Bheadline%5D-%5Brussian%5D-%5Bbizdev%5D-%5Bisapi%5D&at-campaign=64&at-custom3=BBC+News+Russian&at-custom2=facebook-page&at-custom1=link&at-custom4=681D707C-ABF8-11EC-8138-F4D94744363C&at-medium=custom7&fbclid=IwAR354w3kryCSbgYiAouzhSZz-7A72FHz4rDzZ1Alswl1e-c5CyS8PGTNmdo